კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
ადენოვირუსის სწრაფი იმუნოანალიზი
ტესტი
დადებითია ადენოვირუსული ინფექციის დროს[36][37][38] ათწუთიანი ოფისის მუნოანალიზი ცრემლში ადენოვირუსის გამოსავლენად. 1 ხაზი აღნიშნავს უარყოფით შედეგს, 2 მკვეთრი ხაზი-დადებითს.[33][39] ამ იმუნოანალიზების მგრძნობელობა მერყეობს 85%-დან 93%-მდე, ხოლო სპეციფიკურობა 94%-დან-99%-მდე.[33][39]
შედეგი
2 გამოხატული ხაზი აღნიშნავს დადებით შედეგს
გასათვალისწინებელი კვლევები
უჯრედების კულტივირება
ტესტი
ყველაზე ზუსტი და საიმედო კვლევაა; შედეგის მისაღებად 3 კვირამდე დროს მოითხოვს.[40][41][42] უჯრედების კულტივირების სენსიტიურობა 90%, ხოლო სპეციფიურობა 96%-ია.[39] პაციენტების უმრავლესობა არ იგზავნება ამ კვლევებზე, რადგან შედეგების მისაღებად საჭიროა დიდ დრო.[40][41] ამ ტესტების საჭიროება განიხილება ინფექციური კონიუნქტივიტის ქრონიკული ფორმების დროს, პათოგენის არსებობის კონფირმაციისთვის.
კონიუნქტივის კულტურა უნდა ჩატარდეს ყველა ახალშობილში, რომელსაც აღეინშნება ინფექციური კონიუნქტივიტის საეჭვო შემთხვევა.[1]
შედეგი
ბაქტერიული ან ვირუსული კულტურა
სპეციალური საღებავები (გრამი, გიემზა)
ტესტი
გრამის წესით შეღებვა გამოიყენება წვავე კონუქტივიტის დროს გრამ-უარყოფითი დიპლოკოკების (Neisseria gonorrhoeae) იდენტიფიცირებისთვის.[21]
ინფექციური კონიუნქტივიტის საეჭვო შემთხვევის მქონე ყველა ჩვილს უნდა ჩაუტარდეს კონიუნქტივის ნაცხი ციტოლოგიის მიზნით, ასევე უნდა შესრულდეს ნიმუშების შეღებვა სპეციალური წესებით (მაგ. გრამის ან გიემზას წესით)[1]
შედეგი
ბაქტერიების ვიზუალიზაცია
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია
ტესტი
ძალიან მგრძნობიარე, ჩვეულებრივ საჭიროებს 1-4 დღეს შედეგის მისაღებად.[44][45][46] უმეტესად სამეცნიერო კვლევების მიზნით გამოიყენება. პაციენტების უმრავლესობა არ იგზავნება ამ კვლევებზე, რადგან შედეგების მისაღებად საჭიროა დიდ დრო.[40][41] ამ ტესტების საჭიროება განიხილება ინფექციური კონიუნქტივიტის ქრონიკული ფორმების დროს, პათოგენის არსებობის კონფირმაციისთვის.
შედეგი
ბაქტერიული ან ვირუსული DNA ამპლიფიკაცია
თვალის pH
ტესტი
ქიმიური ნივთიერებების შესხმის შემთხვევაში საჭიროა თვალის pH-ის განსაზღვრა და თვალის ირიგაცია სანამ pH არ გახდება 7.
შედეგი
მიზანია pH 7
კანის ალერგიული ტესტირება
ტესტი
კანის ალერგიაზე ტესტირება შეიძლება გამოგადგეთ მძიმე ალერგიული კონიუნქტივიტის შემთხვევებში. კანის ალერგიაზე ტესტირებამ შეიძლება გამოავლინოს კონკრეტული ალერგენები, რომლებიც იმუნოსუპრესიის სამიზნე გახდება.[1]
შედეგი
სპეციფიკური ალერგენ(ებ)ის იდენტიფიცირება
ცრემლში E იმუნოგლობულინის დონე
ტესტი
ცრემლში იმუნოგლობულინი E-ის დონის შემოწმება შესაძლოა საჭირო იყოს უფრო მძიმე ალერგიული კონიუნქტივიტის დროს. ცრემლში E იმუნოგლობულინის გაზომვა შეიძლება დაგეხმაროთ ალერგიული კონიუნქტივიტის სადიაგნოსტიკოდ და სიმძიმის შესაფასებლად.[1]
შედეგი
იმუნოგლობულინი E-ს დონე ცრემლებში
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას