კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

კულტურა და გრამის წესით შეღებვა

ტესტი
შედეგი
ტესტი

დიაგნოზისთვის ოქროს სტანდარტია. ტესტი დანიშნული უნდა იყოს ჯილეხზე საეჭვო ყველა პაციენტთან.

ტესტირებისთვის შეგროვებული ნიმუშები დამოკიდებულია კლინიკურ გამოვლინებაზე.[50]

კანის ჯილეხი: დაზიანების ნაცხები რეკომენდებულია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ. მგრძნობელობა შედარებით დაბალია (60-65%).[53] სისხლის კულტურები რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ სისტემური ინფექციის ნიშნები (მაგ. ცხელება, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ჰიპოტენზია).

ინჰალაციური ჯილეხი: სისხლის და პლევრის სითხის შემოწმება რეკომენდებულია CDC-ის მიერ.

გასტროინტესტინური ჯილეხი: სისხლისა და ასციტური სითხის ტესტირება რეკომენდებულია CDC-ის მიერ. გასტროინტესტინური ინფექციის მქონე პაციენტებში შეიძლება გაკეთდეს რექტული ნაცხი ან ოროფარინგული ინფექციის დროს პირ-ხახის ნაცხი.

ინექციური ჯილეხი: სისხლის ტესტირება რეკომენდებულია CDC-ის მიერ.

ჯილეხისმიერი მენინგიტი: სისხლისა და თავზურგტვინის სითხის ტესტირება პაციენტებში, რომელთაც აქვთ მენინგიტის ნიშნები (მაგ. ძლიერი თავის ტკივილი, მენინგეური ნიშნები, ფსიქიკური სტატუსის ცვლილება, გულყრები).

შედეგი

გრამ-დადებითი ბაცილები მოკლე ჯაჭვებში; ცხვრის 5%-იან სისხლიან აგარზე ბრტყელი, არაჰემოლიზური მუკოიდური კოლონიები; ნეიტროფილური პლეოციტოზი თავზურგტვინის სითხეში

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალური დროის რეჟიმში (RT-PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტესტირებისთვის შეგროვებული ნიმუშები დამოკიდებულია კლინიკურ გამოვლინებაზე.[50]

კანის ჯილეხი: დაზიანების ნაცხების ტესტირება რეკომენდებულია CDC-ის მიერ.

ინჰალაციური ჯილეხი: სისხლის და პლევრის სითხის შემოწმება რეკომენდებულია CDC-ის მიერ.

გასტროინტესტინური ჯილეხი: სისხლისა და ასციტური სითხის ტესტირება რეკომენდებულია CDC-ის მიერ. გასტროინტესტინური ინფექციის მქონე პაციენტებში შეიძლება გაკეთდეს რექტული ნაცხი ან ოროფარინგული ინფექციის დროს პირ-ხახის ნაცხი.

ინექციური ჯილეხი: სისხლის ტესტირება რეკომენდებულია CDC-ის მიერ.

ჯილეხისმიერი მენინგიტი: სისხლისა და თავზურგტვინის სითხის ტესტირება პაციენტებში, რომელთაც აქვთ მენინგიტის ნიშნები (მაგ. ძლიერი თავის ტკივილი, მენინგეური ნიშნები, ფსიქიკური სტატუსის ცვლილება, გულყრები).

შედეგი

დადებითია ჯილეხის ბაცილასა ან ჯილეხის ტოქსინის გენებზე

სეროლოგია

ტესტი
შედეგი
ტესტი

მწვავე (სიმპტომების გამოვლენიდან ≤7 დღეზე ან ექსპოზიციიდან დაუყოვნებლივ) და გამოჯანმრთელების ფაზის (სიმპტომების გამოვლენიდან 14-35 დღე) შრატის ნიმუშები უნდა აიღოთ ყველა შემთხვევაში, ჯილეხის ქვეტიპის მიუხედავად.[50]

შედეგი

მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზის შრატებს შორის დამცავი ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების ოთხმაგი ზრდა ან შეწყვილებულ კონვალესცენტურ შრატებში დამცავი ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების ოთხმაგი ცვლილება, არავაქცინირებულ ინდივიდში ანტი-PA იმუნოგლობულინ G (IgG) ELISA ტესტირების გამოყენებით

ჯილეხის ლეტალური ფაქტორის ტოქსინის მასს სპექტრომეტრია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ლეტალურ ფაქტორზე ტესტირებისათვის შრატის ან პლაზმის ნიმუშები უნდა აიღოთ ყველა შემთხვევაში, ჯილეხის ქვეტიპის მიუხედავად. პლაზმა უპირატესი ნიმუშია. პლევრული სითხის გამოყენება შეიძლება ინჰალაციური ჯილეხის, ხოლო ასციტური სითხის - გასტროინტესტინური ჯილეხის შემთხვევაში.[50]

შედეგი

ჯილეხის ლეტალური ფაქტორის ტოქსინის დეტექცია

ბიოფსიის

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბიოფსიის ნიმუშები დამოკიდებულია კლინიკურ გამოვლინებაზე.[50]

კანის ჯილეხი: პაპულის ან ვეზიკულის დამიზნებითი ბიოფსია ჰისტოპათოლოგიისა და იმუნოჰისტოქიმიური (IHC) ტესტირებისთვის ალტერნატივაა, როცა საეჭვოა კანის ჯილეხი და ჭრილობის კულტურა უარყოფითია (ან ვერ მოხერხდა აღება სითხის ნაკლებობის გამო).[37][54]

ინჰალაციური ჯილეხი: პლევრის და/ან ბრონქული ბიოფსია შეიძლება გაკეთდეს იმუნოჰისტოქიმიისთვის (IHC).

ინექციური ჯილეხი: ქსოვილოვანი ბიოფსია ლოკალური დაზიანებიდან ქსოვილის დამუშავებით.

შედეგი

დერმისა და ეპიდერმისის ნეკროზი, შეშუპება, მსუბუქი ანთებითი ინფილტრატი ჰემატოქსილინითა და ეოზინით შეღებვისას (კანის ჯილეხი); ჯილეხის ანტიგენების დეტექცია ქსოვილებში იმუნოჰისტოქიმიური შეღებვისას (B anthracis უჯრედის კედლისა და კაფსულის მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით)

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლო ინჰალაციური ჯილეხის შემთხვევაში უნდა შემოწმდეს ლეიკოციტების რაოდენობა და მოხდეს ამ მონაცემებზე დაკვირვება.[52]

შედეგი

სისხლის ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა

გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჯილეხის ინჰალაციური ან სისტემური ინფექციის ყველა შესაძლო შემთხვევაში საჭიროა გულმკერდის რენტგენი.

ნიშნები არ არის სპეციფიკური, თუმცა სენსიტიურია.[37][55] 2001 წლის ჯილეხის შეტევის დროს პლევრული გამონაჟონი და შუასაყრის გაფართოება აღინიშნა შემთხვევათა 70-80%-ში.[52][Figure caption and citation for the preceding image starts]: ინჰალაციური ჯილეხი გულმკერდის რენტგენზებორიო და სხვები. JAMA. 2001;286:2554-2559 [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@63c0bb39

შედეგი

გაფართოებული შუასაყარი, ჰილარული და შუასაყარის სისავსე მიანიშნებს ლიმფადენოპათიასა და უხვ პლევრულ გამონაჟონზე

გასათვალისწინებელი კვლევები

გულმკერდის CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ შესაძლო ინჰალაციური ჯილეხის შემთხვევაში გულმკერდის რენტგენოგრამაზე პათოლოგია არ დაფიქსირდა, რეკომენდებულია გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ჩატარება.[52][56][57][58][Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ავლენს პერიჰილარულ ლიმფადენოპათიას, პერიჰილარულ ინფილტრატებს და გაფართოებულ შუასაყარს.ბორიო და სხვები. JAMA. 2001;286:2554-2559 [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2fd3e102

შედეგი

გაფართოებული, გასქელებული ჰილარული და შუასაყრის ლიმფური კვანძები; შუასაყრის შეშუპება და უხვი პლევრული გამონაჟონი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას