გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
ცვლადი
მაღალი

2001 წლის სექტემბრის ჯილეხით თავდასხმის შემდეგ, 15 გადარჩენილის შეფასება ერთი წლის განმავლობაში მიანიშნებს იმაზე, რომ ინფექციის შემდეგ ხშირია ფსიქოლოგიური სტრესი. ცხრა გადარჩენილთან, რომელთაგან ექვსს ჰქონდა მხოლოდ კანის შემოფარგლული ინფექცია, დაფიქსირდა ფსიქოლოგიური სიმპტომები.[71]

ცვლადი
მაღალი

2001 წლის სექტემბრის ჯილეხით თავდასხმის შემდეგ 15 გადარჩენილის შეფასება ერთი წლის განმავლობაში მიანიშნებს იმაზე, რომ ყველა დაზარალებულ პაციენტს, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, აღენიშნა ფიზიკური ფუნქციის დაქვეითება.[71]

ცვლადი
მაღალი

სეფსისი დაფიქსირებულია სისტემური დაავადების მქონე პაციენტთა დაახლოებით 70%-ში. ეს აღირიცხა ინჰალაციური, გასტროინტესტინური და კანის სისტემური ჯილეხის მქონე ბავშვთა 60%-დან 94%-ში.[1]​ აუცილებელია ადრეული ამოცნობა და დაუყოვნებელი მკურნალობა.

ცვლადი
საშუალო

კოაგულოპათიის ნიშნები დაფიქსირებულია იმ მოზრდილთა დაახლოებით 33%-ში, რომელთაც აქვთ გასტროინტესტინური, ინჰალაციური და ინექციური ჯილეხი, ასევე პირველადი მენინგიტის მქონე პირებში. ეს აღირიცხულია ინჰალაციური და გასტროინტესტინური ჯილეხის მქონე ბავშვთა დაახლოებით 40%-ში.[1]

ცვლადი
საშუალო

სუნთქვის უკმარისობა, რომელიც საჭიროებს მექანიკურ ვენტილაციას, დაფიქსირებულია ინექციური ჯილეხის მქონე მოზრდილთა 32%-თან და ინჰალაციური ჯილეხით დაავადებულ მოზრდილთა 23%-თან.[1] ჟანგბადის დამატებით მიწოდება და ვენტილაციური მხარდაჭერა მართვის სტრატეგიის ნაწილია.

ცვლადი
დაბალი

არითმია აღრიცხულია ინჰალაციური ჯილეხით დაავადებულ მოზრდილთა 7%-ში.[1] მართვა დამოკიდებულია არითმიის ტიპზე.

ცვლადი
დაბალი

2001 წლის სექტემბრის ჯილეხით თავდასხმის შემდეგ 10 გადარჩენილს შორის ფილტვის ფუნქციის ტესტი, 1 წლიანი შემდგომი მეთვალყურეობის პერიოდში, პათოლოგიური იყო 3 შემთხვევაში. ორ პაციენტს აღენიშნა ჟანგბადის დიფუზიის უნარის მსუბუქი შემცირება, ხოლო ერთ პაციენტს - მსუბუქი და შექცევადი ობსტრუქციული ცვლილებები.[71]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას