პროგნოზი

ციტომეგალოვირუსული (CMV) დაავადების მკურნალობის შედეგი ზოგადად კეთილსაიმედოა, გარდა CMV რეტინიტისა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი სიბრმავე, როგორც ტრანსპლანტანტ პაციენტებში, ასევე AIDS პაციენტებში.​[37][72]​​  CMV-სეროპოზიტიურ დონორებს, სერონეგატიური რეციპიენტს (CMV D+/R-) მყარი ორგანოს ტრანსპლანტ რეციპიენტებს და ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტ რეციპიენტებს ტრანსპლანტატი-მასპინძლის წინააღმდეგ დაავადებით, ხშირად აღენიშნებათ CMV რეპლიკაციის ხელახალი განვითარება და შეიძლება საჭირო გახდეს ანტივირუსული თერაპიის განმეორებითი კურსები. მყარი ორგანოს ტრანსპლანტ რეციპიენტებში, ზოგიერთი ექსპერტი ნიშნავს მეორად პროფილაქტიკას განმეორებითი დაავადების (CMV D+/R-) მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.

ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში იზრდება CMV ინფექციის გრძელვადიანი არასასურველი შედეგების აღიარება, როგორიცაა ალოტრანსპლანტების ქრონიკული უკმარისობის გაზრდილი რისკი (მათ შორის, დაჩქარებული ვასკულოპათია გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ, ობლიტერაციული ბრონქიოლიტი ფილტვის ტრანსპლანტაციის შემდეგ და ტუბულოინტერსტიციული ფიბროზი თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ).

თანდაყოლილ CMV დაავადების ყველაზე ხშირ გრძელვადიან კლინიკურ გამოსავალს წარმოადგენს სმენის დაკარგვა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას