კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
FBC, შრატის კრეატინინი და ღვიძლის ფუნქციური სინჯი (LFT) რეკომენდებულია ციტომეგალოვირუსის (CMV) კლინიკური მახასიათებლების მქონე ყველა პაციენტისთვის.
შეიძლება გამოყენებული იქნას საწყის ეტაპზე და მკურნალობის განმავლობაში მონიტორინგისთვის. CMV-ის დროს, ძვლის ტვინის ჩართულობას მივყავართ სამივე უჯრედული ხაზის დათრგუნვამდე. განციკლოვირით მკურნალობამ ასევე შეიძლება მიგვიყვანოს ძვლის ტვინის სუპრესიამდე.
შედეგი
ატიპიური ლიმფოციტოპენია; ტრანსპლანტატური ან იმუნოკომპრომისული პაციენტები: ანემია, ლეიკოპენია, ან თრომბოციტოპენია; ახალშობილები:
სისხლის შრატის კრეატინინი
ტესტი
FBC, შრატის კრეატინინი და ღვიძლის ფუნქციური სინჯი (LFT) რეკომენდებულია ციტომეგალოვირუსის (CMV) კლინიკური მახასიათებლების მქონე ყველა პაციენტისთვის.
ქსოვილ-ინვაზიური CMV ინფექციის სიმპტომების და ნიშნების მქონე მყარი ორგანოს ან ძვლის ტვინის მიმღებ პაციენტებში შეიძლება შენიღბული იყოს ტრანსპლანტატის მწვავე უარყოფა (მომატებული შრატის კრეატინინი და ამინოტრანსფერაზები).
შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრა ასევე რეკომენდებულია ანტივირუსული მედიკამენტებით მკურნალობის დროს.
შედეგი
ნორმალური; შეიძლება მომატებული იყოს მყარი ორგანოს და ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტის მიმღებ პაციენტებში ქსოვილ-ინვაზიური CMV ინფექციით
შრატსი ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST) და ალანინამინოტრანსფერაზა (ALT)
ტესტი
FBC, შრატის კრეატინინი და ღვიძლის ფუნქციური სინჯი (LFT) რეკომენდებულია ციტომეგალოვირუსის (CMV) კლინიკური მახასიათებლების მქონე ყველა პაციენტისთვის
ნორმალური LFTs ხშირად მიუთითებს ქსოვილ-ინვაზიურ დაავადებაზე იმუნოკომპრომისულ პაციენტებში. ასევე შეიძლება გაიზარდოს ჯანმრთელ ადამიანში საწყისი გამოვლინებისას.
შედეგი
ორივე იმუნოკომპეტენტური და იმუნოკომპრომისული პაციენტები: მომატებული
შრატში ალკალინ ფოსფატაზა
ტესტი
FBC, შრატის კრეატინინი და ღვიძლის ფუნქციური სინჯი (LFT) რეკომენდებულია ციტომეგალოვირუსის (CMV) კლინიკური მახასიათებლების მქონე ყველა პაციენტისთვის.
ამაღლებული დონე ხშირად არის CMV ჰეპატიტის და ქოლანგიტის ერთ-ერთი საწყისი გამოვლინება იმუნოკომპრომსულ პაციენტებში (როგორიცაა AIDS პაციენტები) .
შედეგი
ჰეპატობილიარული სისტემის ჩართულობა: მომატებული
სეროლოგია
ტესტი
ეს ტესტი ხორციელდება ELISA-ს გამოყენებით. CMV-IgM-ის გამოყენება შეზღუდულია მწვავე ციტომეგალოვირუსული (CMV) დაავადების დიაგნოსტიკისთვის იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.[42]
შედეგი
CMV-IgM ტიტრი მიუთითებს მწვავე ინფექციაზე; CMV-IgG ტიტრი მიუთითებს წარსულში გადატანილ ინფექციაზე; ანტისხეულის გამოვლენა დაბალია ახლო წარსულში გადატანილი ინფექციის შემთხვევაში
pp65 ანტიგენემია
ტესტი
შეიძლება გამოყენებულ იქნას საწყის ტესტირებაში და შემდგომში დაავადების მონიტორინგის დროს, მაგრამ მეტწილად ჩანაცვლდა ნუკლეინ მჟავების ანალიზით. სლაიდების მეთოდი გამოიყენება ციტომეგალოვირუსის pp65 ანტიგენის შემცველი ლეიკოციტების არსებობისა და რაოდენობის საჩვენებლად. უფრო სენსიტიურია ვიდრე ვირუსული კულტურა.
მძიმე ლეიკოპენიის მქონე პაციენტებში, როგორიცაა ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტატის მქონე პაციენტები, ლიმიტირებული სარგებელი გააჩნია.
ამ ტესტის რაოდენობრივმა და ნახევრად-რაოდენობრივმა მაჩვენებელმა შეიძლება გამოიწიოს თერაპიული პასუხი [42]
შედეგი
pp65-დადებითი უჯრედების რაოდენობა 150.000-დან 200.000 უჯრედზე
ნუკლეინის მჟავას გამოვლენა
ტესტი
გამოიყენება საწყისი ტესტირებისას და დაავადების შემდგომი მონიტორირებისათვის. ნუკლეინის მჟავას ტესტირება (NAT) არის ციტომეგალოვირუსის დეტექციის ყველაზე მგრძნობიარე მეთოდი სისხლის/პლაზმისა და ქსოვილის ნიმუშებში.
გენომური ასლების კლინიკური მნიშვნელობა დამოკიდებულია ტესტირების პლატფორმაზე, გამოყენებულ ნიმუშზე (პლაზმა ან მთიალნი სისხლი )და პაციენტის პოპულაციაზე. თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, პოზიტიური ტესტი მიანიშნებს ინფექციაზე.
ტესტის რაოდენობრივი მახასიათებელი გამოიყენება დაავადების რისკის განსაჭვრეტად, წინმსწრები მკურნალობის გასაძღოლად, მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგისთვის, და მიანიშნებს წამლის მიმართ რეზისტენტულ ვირუსზე.[42]
შედეგი
თითოეული ნიმუშის მოცულობაზე გენომის ასლების რაოდენობა
CD4-ის რაოდენობა
ტესტი
თავდაპირველად გამოიყენება ციტომეგალოვირუსული დაავადების რისკის შესაფასებლად ტრანსპლანტანტის მიმღებ პაციენტებში. ასევე გამოიყენება მკურნალობის შეწყვეტის განსაზღვრისათვის AIDS პაციენტებში, რომლებმაც გაიარეს იმუნური რეკონსტრუქცია ანტირეტროვირუსული თერაპიის გამოყენების შემდეგ[2]
შედეგი
ძლიერი იმუნოსუპრესია შიდსის დროს: < 50 უჯრედი / მიკროლიტრი
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
გულმკერდის რენტგენი უნდა ჩატარდეს ნებისმიერ იმუნოკომპრომისულ პაციენტში ფილტვის სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ ციტომეგალოვირუსულ (CMV) დაავადებაზე. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდგომში დინამიკის მონიტორინგის მიზნით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის რენტგენი გვიჩვენებს ფილტვებში დიფუზურ ინფილტრატს იმუნოკომპრომისულ პაციენტში, რომელსაც აქვს მძიმე CMV პნევმონიტიექიმი რეიმანდ რეზონაბლეს კოლექციიდან; გამოყნებულია მისი ნებართვით [Citation ends].
შედეგი
CMV პნევმონიტი: ინტერსტიციული ინფილტრატების არსებობა; ზოგჯერ შეიძლება ნანახი იყოს კვანძები
გასათვალისწინებელი კვლევები
გულმკერდის CT (კომპიუტერული ტომოგრაფია)
ტესტი
გულმკერდის CT სკანირება ხელს შეუწყობს ფილტვის ტრანსპლანტის მიმღებში ციტომეგალოვირუსული პნევმონიტის შედეგად დიფუზური ინტერსტიციული და პარენქიმული ცვლილებების დემონსტრირებას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირველადი CMV პნევმონიტით გამოწვეული დიფუზური ინტერსტიციური და პარენქიმული ცვლილებების მქონე ფილტვის ტრანსპლანტირებულ პაციენტებში გულ-მკერდის კტ კვლევაექიმი რეიმანდ რეზონაბლეს კოლექციიდან; გამოყნებულია მისი ნებართვით [Citation ends].
შედეგი
დიფუზური ინტერსტიციური და პარენქიმული ცვლილებები
ბიოფსიის ჰისტოპათოლოგია
ტესტი
პაციენტებში, კლინიკური ავადმყოფობით, რომელიც მიუთითებს ქსოვილებ-ინვაზიურ ციტომეგალოვირუსულ(CMV) დაავადებაზე, რეკომენდებულია ქსოვილის ნიმუშების ბიოფსია (ღვიძლი, ნაწლავის ლორწოვანი გარსი, ფილტვი0. თუმცა, მყარი ორგანოების ტრანსპლანტაციის მიმღებებში ბიოფსია შეიძლება რეკომენდებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი ანტივირუსული თერაპია უპასუხოა.[42][Figure caption and citation for the preceding image starts]: ფილტვის აქტიური ციტომეგალოვირუსული ინფექცია შიდსის დროსდაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები: დოქტორი ედვინ პ. ევინგი, უმცროსი [Citation ends].
შედეგი
CMV-სპეციფიური ციტოპლაზმური და ინტრანუკლეარული ჩანართების დემონსტრირება
გასტროინტესტინური ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია და კოლონოსკოპია
ტესტი
კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის ენდოსკოპია და კოლონოსკოპია შეიძლება ჩატარდეს ციტომეგალოვირუსულ(CMV) დაავადებაზე საეჭვო და კუჭ-ნაწლავის სიმპტომების მქონე პაციენტებში. ეს შეიძლება სარგებლიანი იყოს დიაგნოზის დასადასტურებლად, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ სისხლის ნუკლეინის მჟავის ნეგატიური ტესტები CMV-ზე. განმეორებით კოლონოსკოპიას რეკომენდაციას უწევს ზოგიერთი ექსპერტი, თუ სიმპტომები რჩება მიუხედავად შესაბამისი თერაპიისა ან ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში, დაავადების განკურნების დოკუმენტირება მკურნალობის შეწყვეტამდე.
შედეგი
ენდოსკოპიური დაზიანებების სპექტრი ვარიაბელურია და მერყეობს ლაქოვანი ერითემის, ექსუდატის, და მიკრო-ეროზიებიდან დიფუზურ შეშუპებით ლორწოვანამდე, მრავლობით ლორწოვანის ეროზიებამდე, ღრმა წყულებამდე და ფსევდო-სიმსივნეებამდე
ნაყოფის სერიული ულტრაბგერითი გამოკვლევები (თანდაყოლილი CMV ინფექცია)
ტესტი
უნდა ჩატარდეს ყოველ 2-4 კვირაში თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსის (CMV) ინფექციის დიაგნოზიდან სონოგრაფიული დარღვევების გამოსავლენად.
შეიძლება ხელი შეუწყოს ნაყოფის პროგნოზის განსაზღვრას, თუმცა სონოგრაფიული დასკვნების არარსებობა არ არის ნორმალური გამოსავალის წინაპირობა.[29]
შედეგი
თანდაყოლილ CMV ინფექციაზე მიმანიშნებელი პარამეტრები მოიცავს: საშვილოსნოსშიდა ნაყოფის ზრდაში შეფერხებას; თავის ტვინის გვერდითი პარკუჭების გაფართოებას; ინტრაკრანიალური კალციფიკაციას; მიკროცეფალიას; ამნიოტური სითხის მოცულობაში მომატებას ან დაკლებას; ღვიძლის, ელენთის ან გულის გადიდებას; ნაწლავების ჰიპერექოგენობას
ამნიოცენტეზი, ან ნაყოფის სისხლის ნიმუშის აღება (თანდაყოლილი CMV ინფექცია)
ტესტი
ეს ანტენატალური გამოკვლევები იძლევა ციტომეგალოვირუსზე (CMV) ტესტირების შესაძლებლობას.[29][30]
ანტენატალურ დიაგნოზში გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორებია: დედის პირველადი CMV ინფექციის კონფირმაცია და დედის ინფიცირების დროის დადგენა, ასევე ვირუსის გამოვლენის ყველაზე შესაფერისი დრო (ჩვეულებრივ, გესტაციური ასაკის 21 კვირის შემდეგ). არსებობს ცრუ-უარყოფითი შედეგების გაზრდილი რისკი, თუ ნაყოფის ნიმუშის აღება ჩატარდება გესტაციის 21 კვირამდე ან დედის ინფექციის დაწყების პერიოდთან ძალიან ახლოს.
დედებს უნდა ჩაუტარდეთ კონსულტაცია ნაყოფზე ინფექციის ტრანსმისიის რისკების, დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარების და ნაყოფის ინფექციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა მიიღონ გადაწყვეტილება შემდგომი ტესტირების შესახებ და როგორ გააგრძელონ ორსულობა[10]
ნაყოფის სისხლის ნიმუშები და ამნიონური სითხე შემოწმებულია CMV-ზე ნუკლეინის მჟავას ტესტირების გამოყენებით. IgM ანტისხეულის გაზომვა, pp65-ის ანტიგენემია, ვირუსული კულტურა, ჩვეულებრივ, არ გამოიყენება.[30]
შედეგი
CMV-ს დეტექცია ამნიონური სითხიდან ან ნაყოფის სისხლის ნიმუშიდან არანაკლებ ორი განსხვავებული ანალიზით
ტვინის ულტრაბგერითი კვლევა / ტვინის მრტ: ახალშობილები
ტესტი
თავის ტვინის ულტრაბგერითი გამოკვლევა და MRI არის სისტემატური სკრინინგის ნაწილი ნებისმიერი ახალშობილისთვის თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექციით. აუდიოლოგიური ტესტირება და ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ასევე არის ახალშობილთა რუტინული სკრინინგის ნაწილი, ისევე როგორც განვითარების რეგულარული შეფასებები.
შედეგი
ახალშობილები ინტრა-კრანიალური კალციფიკაციები; მიკროცეფალია; თავის ტვინის გვერდითი პარკუჭების გაფართოება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას