პროგნოზი
კუჭის შიგთავსის ასპირაცია უმრავლეს შემთხვევაში, საშუალო სიმძიმის დაავადებას იწვევს. ასპირაცია შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. თუმცა, შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური პნევმონიტი და მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი(ARDS);[2] სიკვდილობა იმატებს დაავდების ARDS-ში პროგრესიასთან ერთად. მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, როგორც წესი, ვითარდება ასპირაციიდან 2-5 საათში. კლინიკური მიმდინარეობა ცვალებადია: ერთ რეტროსპექტიულ კვლევაში პაციენტების 12% -ში ადგილი ჰქონდა ფულმინანტურ მიმდინარეობას და ლეტალობა დადგა კუჭის შიგთავსის ასპირაციიდან მალევე; 62% -ში გულმკერდის რენტგენოლოგიური მონაცემები სწრაფად გაუმჯობესდა ასპირაციიდან 5 დღის განმავლობაში; ამასთან, 26% -ში საწყის გაუმჯობესებას გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით მოჰყვა ახალი ინფილტრატების განვითარება, რაც სავარაუდოდ ბაქტერიული პნევმონიით გართულებაზე მიუთითებს და ამ ჯგუფის 60% -ზე მეტი გარდაიცვალა.[40] ასპირაციული დაზიანება, როგორც წესი, 72 საათში იწყებს ალაგებას. ანესთეზიის დროს კუჭის შიგთავსის ასპირაციის შედეგად სიკვდილი იშვიათია, სიხშირე ვარირებს 0%-დან 5%-მდე.[4]
ბარიუმის ინერტული ბუნებიდან გამომდინარე, შორეული რეაქციები და გვიანდელი ტოქსიკურობა არ არის მოსალოდნელი და სრული რადიოგრაფული გაუმჯობესება სტანდარტია. ბარიუმის მასიური ასპირაციის შემდგომი გართულებების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა შემთხვევათა აღწერით დგინდება, რომ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევით ცვლილებები ერთი წლის თავზეც შეიძლება აღინიშნებოდეს.[69] შესაბამისად, გამართლებულია განმეორებითი რადიოგრაფული კვლევების ჩატარება ბარიუმის ასპირაციიდან 1 წლის განმავლობაში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას