პირველადი პრევენცია

ანესთეზიის დროს კუჭის შიგთავსის ასპირაციის თავიდან არიდება შესაძლებელია ანსეთეზიოლოგთა საზოგადოების გაიდლაინების გამოყენებით. წყალი ან სხვა სუფთა სითხე (მაგ:. ჩაი, ყავა, გაზიანი სასმელი, ვაშლის წვენი, ფორთოხლის ქერქის გარეშე მიღებული წვენი) დასაშვებია ანესთეზიამდე 2 საათით ადრე სხვა მხრივ ჯანმრთელ ზრდასრულებსა (მათ შორის ორსულებში) და ბავშვებში, რომლებსაც ელექტიური ოპერაცია უტარდებათ.[33][34] მყარი საკვების მიღების შემდეგ შიმშილის პერიოდი უნდა იყოს არა ნაკლებ 6 საათისა.

ზოგადი ანესთეზიის დროს ასპირაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ნაზოგასტრული მილი ხშირად პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება.[4]

საწოლის თავის 30°-45° კუთხით ელევაცია რეკომენდებულია ასპირაციის რისკის შესამცირებლად, განსაკუთრებით კრიტიკულ მდგომარეობაში ან ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ პაციენტებში.[35]

აუცილებელია, რადიოლოგმა ბარიუმის ფაფის ტრაქეობრონქულ ხეში ასპირაციის თავიდან ასარიდებლად, გამოკვლევის დაწყებამდე შეაფასოს ასპირაციის განვითარების რისკი.[3] მაღალი რისკის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ კონტრასტული ნივთიერების ისეთი ფორმა, რომელიც ნაკლებად საზიანოა ფილტვებისთვის, მაგალითად იოპიდოლი. გასტროგრაფინმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპება, ამიტომ არ არის ნაჩვენები ასპირაციის საშიშროების შემთხვევაში.[13]

მეორეული პრევენცია

კუჭის შიგთავსის ასპირაციის ანესთეზიასთან დაკავშირებული შემთხვევების პრევენცია შესაძლებელია გულისრევისა და რეფლუქსის რისკის მქონე პაციენტების დროული იდენტიფიცირებით, ქირურგიამდე კუჭის შიგთავსისა და პირღებინებს მასტიმულირებელი ფაქტორების შემცირებით, აგრეთვე ზედმეტი სედაციის შედეგად დამცავი რეფლექსებს სრული დაქვეითების არიდებით.[19] თუმცა სასწრაფო შემთხვევების დროს, როდესაც პრევენციული ღონისძიებების გატარების საშუალება არ არის, სიმშილის დასაშვები პერიოდის ნაკლებობა არ განაპირობებს ასპირაციის უფრო მაღალ რისკს.[73] პერიოპერაციულად H2 ბლოკერების გამოყენება ინარჩუნებს pH >2.5 მაჩვენებელზე, რითაც უზრუნველყოფს თეორიულ სარგებელს ასპირაციის შედეგად განვითარებული ფილტვის დაზიანების პრევენციისთვის.[74][75][76] თუმცა არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რომ აღნიშნული მიდგომა აუმჯობესებდეს გამოსავალს. მეტა-ანალიზის თანახმად, რომლის ფარგლებშიც H2-ის ბლოკერები და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს დარდებოდა ერთმანეთს, დადგინდა, რომ ოპერაციის წინ H2-ის ანტაგონისტის ერთეული დოზა უფრო ეფექტურია, ვიდრე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის. თუმცა, 2 პერორული დოზის ან ინტრავენური ფორმის გამოყენებისას, ორივე ჯგუფი ერთნაირად ეფექტური აღმოჩნდა.[77] ორსულმა პაციენტებმა, რომლებიც ანესთეზიას საჭიროებენ, უნდა მიიღონ H2 ანტაგონისტები პრეოპერაციულად, კუჭის pH-ის გაზრდის მიზნით და აგრეთვე საჭიროა ადრეული ინტუბაცია, ბეჭდისებურ რგოლზე ზეწოლით.[20] საჭიროა ასპირაციის სავარაუდო რისკფაქტორების მქონე პაციენტების საფუძვლიანი გამოკვლევა, სანამ კვებას დაიწყებენ. აღნიშნული მოიცავს ნევროლოგიურ შეფასებას თავის ტვინის ქერქის ფუნქციის, ბულბალური კუნთების, გულისრევისა და ხველის რეფლექსების. გაურკვეველ შემთხვევებში მეტყველების სპეციალისტმა უნდა შეაფასოს ყლაპვა.[28] მე-2 ტიპის ჰისტამინური რეცეპტორების ატაგონისტების, PPIs, ანტაციდების, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების ან ანტიქოლინერგული საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პულმონური ასპირაციის აშკარად მომატებული რისკი.[33]

ასპირაციის რისკფაქტორების მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, საწოლის თავი 30-45°-ით უნდა იყოს აწეული.[78] კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში ასპირაციის სხვა ეფექტური პრევენციული ღონისძიებებია პერორული დეკონტამინაცია ანტისეპტიკებით; დისფაგიის მქონე პაციენტების კვებისას ნიკაპის გულმკერდზე მოთავსება; ქრონიკულად დასუსტებულ პაციენტებში კანქვეშა ენდოსკოპური გასტროსტომის ან იეუნოსტომის საკვები მილების გამოყენება; გერიატრულ პაციენტების ხელით გამოკვება, საკვების მილის ნაცვლად; რბილი მექანიკური დიეტა და საკვების გამასქელებლების გამოყენება; აგფ-ინფიბიტორების და კაპსაიცინის გამოყენება, გულისრევის რეფლექსის სენსიტიზირების მიზნით.[79] ენდოტრაქეული მილის მქონე პაციენტებში ყიის ქვეშ დაგროვილი სეკრეტების სანაცია; კუჭის წვენის ფორმირების დათრგუნვა მედიკამენტებით; სედაციური წამლების მინიმალური გამოყენება; კუჭის ნარჩენი მოცულობის კონტროლი; პოსტპილორული საკვები მილის გამოყენება.[19] ≥2 რისკფაქტორის ან დოკუმეტირებული ასპირაციის მქონე პაციენტები, კვების პერსისტენტული აუტანლობა, ან ორივეს მკურნალობა შესაძლებელია პროკინეტიკური მედიკამენტით და/ან ტრეიცის ლიგამენტის (თორმეტგოჯას დამამაგრებელი ლიგამენტი) დისტალურად მოთავსებული საკვები მილის გამოყენებით.[24][80][81] შედარებით მცირე ზომის კვლევების თანახმად, მეტოკლოპრამიდისა და პოსტპილორული საკვები მილის გამოყენება ამცირებს[81] პნევმონიის სიხშირეს.[80] აღნიშნული ინფორმაცია უფრო დიდი ზომის რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევებით დადასტურებას საჭიროებს. გაუმჯობესებულმა ორალურმა ჰიგიენამაც შეიძლება შეამციროს ასირაციული პნევმონიის რისკი.[82][53]

ბარიუმით გამოკვლევისას სპეციფიკურმა პოზიციურმა ტექნიკებმა შეიძლება შეამცირონ ასპირაციის რისკი, როდესაც ბარიუმის სულფატის მცირე რაოდენობა გამოიყენება.[83]

ინსულტის ან სხვა დარღვევების მქონე პაციენტების, რომელთაც ყლაპვის პრობლემები აღენიშნებათ, მართვა მრავალპროფილურ მიდგომას საჭიროებს.[54] მოდიფიცირებულმა დიეტამ (სქელი ნაცვლად თხელი სითხეებისა) შეიძლება გაადვილოს ყლაპვა. აღნიშნულ შემთხვევებში, ყლაპვის რეაბილიტაციას შეიძლება გარკვეული სარგებელი ჰქონდეს. ესენია გამართული პოზა, ნიკაპის დეპრესია და ნელი ყლაპვა.

მიუხედავად იმისა, რომ ინსულტის მქონე პაციენტებში ყლაპვა შეიძლება აღდგეს ინციდენტიდან 6 თვეში, საკვენი მილი მაინც ნაჩვენებია მწვავე ფაზის დროს. კვებისა ან სტანდარტული დიეტის კვლევამ,[84][85] 3 ნაწილიანმა რანდომიზებულმა, კონტროლრებადმა კვლევამ ვერ გამოავლინა კვებითი დანამატების სარგებელი ინსულტის მქონე პაციენტებში. კვების ადრეული, პირველივე კვირას აღდგენა ამცირებს სიკვდილობას. ამ კვლევის თანახმად, კანქვეშა ენდოსკოპური გასტროსტომის მილები, ნაზოგასტრულ მილთან შედარებით, დაკავშირებულია უფრო მაღალ სიკვდილობასთან ან უარყოფით გამოსავალთან 6 თვის თავზე. ოპტიმალური საკვები მილის თაობაზე არსებული ინფორმაცია უერთიერსაწინააღმდეგოა. საკვები მილის პოსტპილორული მდებარეობა ამცირებს პნევმონიის რისკს მცირე ზომის კვლევის თანახმად, თუმცა სხვა შედეგების თვალსაზრისით, როგორებიცაა მექანიკური ვენტილაცია, გულისრევა ან სიკვდილობა, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.[86][87][88][80][89]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას