განხილვები პაციენტთან
შემდეგი პუნქტები უნდა იყოს მოცული დისკუსიის დროს პაციენტებთან, რომელთაც აქვთ CD დიაგნოზი.
მოწევის შეწყვეტა - კრონის დაავადების სიმძიმე შემცირდა იმ პაციენტებში,რომელთაც შეწყვიტეს მოწევა, და შემცირდა კორტიკოსტეროიდებისა და იმუნოსუპრესანტების საჭიროება. მოწევის შეწყვეტა ამცირებს დაავადების რეციდივის რისკს.[171][172]
კვებითი რჩევები - კრონის დაავადების მქონე პაციენტები უარს ამბობენ საკვების მიღებაზე, ვინაიდან იგი აუარესებს დიარეასა და სპაზმებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მალნუტრიცია, მისი სერიოზული გამოვლინებებით; შესაბამისად საჭიროა ჯანმრთელი და ბალანსირებული კვება, რომელსაც დანიშნავს დიეტოლოგი.[257]
ბოჭკოვან დანამატებს აქვთ შესაძლო სარგებელი იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მსხვილი ნაწლავის დაავადება, მაშინ როცა მათი დაბალ შემცველობითი მიღებაა მითითებული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში.
წვრილი ნაწლავის კრონის დაავადება ხშირად რთულდება ლაქტოზას შეუთვისებლობით; შესაბამისად უნდა მოხდეს რძის პროდუქტების თავიდან არიდება.
პაციენტებს,რომელთაც აქვთ თეძოს ნაწლავის ტერმინალური ნაწილის ექსტენციური რეზექცია ჩატარებული უნდა მიიღონ დაბალცხიმიანი საკვები, საშუალო სიგრძის ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდების დანამატებით.
იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილია ქირურგიული რეზექცია, მნიშვნელოვანია პრეოპერაციული კვება, რადგან ოპტიმალური კვებით შესაძლებელია პოსტოპერაციული გართულებების პრევენცია.[91][258] ინდივიდუალური შემთხვევის (პაციენტი, დაავადების გავრცელება, დაგეგმილი ოპერაცია) გათვალისწინებით, ეს შეიძლება გულისხმობდეს ენტერულ ან პარენტერულ კვებას.[259]
რეგულარული ვარჯიში კარგია ზოგადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების მიღება უნდა იქნას თავიდან არიდებული ვინაიდან მათ შეუძლიათ კრონის დაავადების მიმდინარეობის გაუარესება.
უნდა მოხდეს ექიმთან შესაძლო ვარიანტების განხილვა როდესაც კრონის დაავადების მქონე ქალს ესაჭიროება ორალური კონტრაცეპტივები. მითითებულია რომ ორალური კონტრაცეპტივის აბები (ძირითადად კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივის აბები) შეიძლება დაკავშირებული იყოს ქირურგიული ჩარევის მაღალ რისკთან კრონის დაავადების მქონე პაციენტებში. შემდგომი კვლევებია საჭირო; რისკის შეფასება უნდა მოხდეს ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით.[260]
პაციენტებს უნდა ურჩიონ ასაკის შესაბამისი რუტინული პროფილაქტიკური ვაქცინაციები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მომავალში დაგეგმილია იმუნოსუპრესული თერაპია. გასტროენტეროლოგიის ამერიკული კოლეჯი გირჩევთ არა-ცოცხალ ვაქცინებს, მათ შორის გრიპის საწინააღმდეგო ტრივალენტურ ვაქცინას (ყოველწლიურად), პნევმოკოკურ ვაქცინას (PCV13 და PPSV23), A ჰეპატიტის, B ჰეპატიტის, Haemophilus influenzae B, ადამიანის პაპილომავირუსის, ტეტანუსის და ყივანახველის ვაქცინებს.[261] იმუნოსუპრესანტების ფონზე ცოცხალი ვაქცინების გამოყენებას თავი უნდა ავარიდოთ.[261]
კრონის დაავადების მქონე პაციენტებში ესაჭიროებათ სამედიცინო რჩევა თუ მათ აქვთ შემდეგი სიმპტომები:
ცხელება ან შეციება
სისხლიანი განავალი
მუცლის ღრუს ძლიერი ტკივილი
მუცლის შებერვა და განავლის ან გაზების გამოყოფის შეზღუდვა.
თავბრუსხვევა
დეჰიდრატაცია
ანალური არედან ან მუცლის კედლიდან ჩირქის გამოდინება
დაუძლეველი ღებინება
კრონის სიმპტომების გაუარესება
წონის კლება
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები ადგილობრივი დამხმარე ჯგუფებისა და საინფორმაციო რესურსების შესახებ. Crohn’s and Colitis UK Opens in new window NHS: Crohn's disease Opens in new window Crohn's and Colitis Foundation Opens in new window
პაციენტებს უნდა მიეცეთ კონსულტაცია მათ მიერ დანიშნული მედიკამენტური თერაპიისთვის საჭირო სპეციფიკური გვერდითი ეფექტებისა და მონიტორინგის შესახებ. ის პაციენტები რომლებიც იღებენ მეთოტრექსატს უნდა გააფერთხილოთ,რათა აცნობონ ექიმს თუ ექნებათ ყელის ტკივილი, ჰემატომა, ორალური წყლულები, გულისრევა, ღებინება, მუცლის დისკომფორტი, მუქი შარდი და სუნთქვის უკმარისობა, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს წამლის სერიოზული გვერდითი ეფექტების მიმანიშნებელი.
აზათიოპრინის ან მერკაპტოპურინის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების რისკის შესახებ (მათ შორის აბსოლუტური სეფსისი) და უნდა იყოს ინფორმირებული მკურნალობის დროს სისხლის საერთო ანალიზისა და ღვიძლის ფუნქციის ტესტების ინტენსიური მონიტორინგის მნიშვნელობაზე. სასურველი ინფორმაციის მიწოდება, შესაძლო გვერდითი ეფექტებისა და სპეფიციკური მითითებების შესახებ, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ცოცხალი ვაქცინის გამოყენების თავიდან არიდება.
გრძელვადიანი ჯანმრთელობა
კრონის დაავადების მქონე ზოგიერთი პაციენტისთვის სარგებლიანია მათი ხანგრძლივი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამატებითი მენეჯმენტი. შემოთავაზებული ინტერვენციები მოიცავს ფოკუსირებას პაციენტის განათლებაზე, თვითმართვის პროგრამებზე ხელმძღვანელობით (როგორც კონტაქტური, ასევე დისტანციური პროგრამები), ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიასა და ხელმძღვანელობას სიმპტომების ინდივიდუალური დღიურის მიხედვით. ერთმა მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ თვითმართვის ინტერვენციებს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული დადებითი გავლენა ცხოვრების ხარისხზე ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში, მაგრამ ამ ინტერვენციების ჩატარების ყველაზე შესაფერისი შინაარსი და საუკეთესო მიდგომა ჯერ კიდევ დასადგენია.[262]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას