დიფერენციული დიაგნოზები
წყლულოვანი კოლიტიც
ნიშნები / სიმპტომები
წყლულოვანი კოლიტი წარმოდგენილია კოლიტის მახასიათებლებით, რაც არის : მარცხენამხრივი მუცლის ტკივილი და სისხლიანი დიარეა.
არ არის ჩართული წვრილი ნაწლავი და არ არის გამოხატული პირის ან პერიანალური დაავადება.
კვლევები
კოლონოსკოპიით შესაძლებელია კრონის დაავადებისად ა წყლულოვანი კოლიტის შემთხვევების დიდი ნაწილის დიფერენცირება. წყლულოვანი კოლიტი მოიცავს სწორ ნაწლავს და არის მუდმივი და არა წყვეტილი ხასიათის. წყლულოვანი კოლიტის დროს შეიძლება იყოს ტერმინალური ილეიტი.
ანტიგლიკანური ანტისხეულები უფრო გავრცელებულია CD-ში, ვიდრე UC-ში, მაგრამ აქვს დაბალი მგრძნობელობა.[59]
ინფექციური კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში კონტაქტი ავადმყოფ პირებთან, მოგზაურობა ენდემურ რეგიონებში.
კვლევები
განავლის გამოკვლევა საჭიროა რათა ინახოს ინფექციური აგენტი.
ბიოფსიისას არ ჩანს კრონის დაავადების ჰისტოლოგიური მახასიათებლები.
ფსევდომემბრანული კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
უახლოეს წარსულში ანტიბიოტიკების გამოყენების ანამნეზი.
საჭიროა სიფრთხილე ამ 2 მდგომარეობის დიფერენცირებისას, რადგან Clostridium difficile ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს CD-ის გამწვავება.[58]
კვლევები
შესაბამისი კლინიკური გამოკვლევა, პოზიტიური ტესტი კლოსტრიდიუმ დიფიცილეზე. ტოქსინი ფსევდომემბრანული კოლიტის სადიაგნოსტიკოა.
კოლონოსკოპიაზე ჩანს ლორწოვანის ფსევდომემბრანები, არ აღინიშნება ქვეშმდებარე ქსოვილების დაწყლულებები.
იშემიური კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
იშემიური კოლიტისას გასინჯვით მიღებული მონაცემები როგორც წესი არ არის ტკივილის სიმძიმესთან კორელაციაში.
პაციენტთა უმეტესობას აქვს ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ათეროსკლეროზული დაავადება ან ჰიპოპერფუზია (მაგ., გულის შეგუბებითი უკმარისობა და ჰიპოტენზია).
კვლევები
კოლონოსკოპიაზე ჩანს ლორწოვანის აქერცვლა მარცხენა მსხვილი ნაწლავის მარცხენა შიგნითა ზედაპირზე.
რადიაციული კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
რადიოთერაპიის ექსპოზიციის ანამნეზი. სიმპტომებია:
მუცლის ტკივილი, ტენესმუსი და ქრონიკული სისხლდენა.
კვლევები
კოლონოსკოპიაზე ჩანს ლორწოვანის ანთება, რომელიც გავს წყლულოვან კოლიტს, არის მარცხენა მხრის ფიბროზული და წყლულოვანი დაზიანებები, რომლებიც უწყვეტად არის. პაციენტების უმრავლესობას აქვს სისხლმდენი angioectacting სისხლძარღვები.
Yersinia enterocolitica
ნიშნები / სიმპტომები
იერსინია ენტეროკოლიტიკა იწვევს მწვავე ილეიტს, რომლის კლინიკური სურათი გავს კრონის დაავადების გამწვავებას.
კვლევები
კოლონოსკოპიური მონაცემები იერსინია ენტეროკოლიტიკა ენტეროკოლიტისას ზიანდება თეძოს ნაწლავის ტერმინალური ნაწილი თითქმის ყველა პაციენტში და ნაკლებად ზიანდება ილეოცეკალური სარქველი, ბრმა ნაწლავი და აღმავალი კოლინჯი. თეძოს ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პატარა,მრგვალი ან ოვალური ლორწოვანი ამონაზარდი პატარა დაწყლულებით ან მის გარეშე მიუთითებს იერსინია ენტეროკოლიტიკა ენტეროკოლიტს.
განავლის კულტურა და სეროლოგიური ტესტი ადასტურებს დიაგნოზს.[62]
ნაწლავის ტუბერკულოზი
ნიშნები / სიმპტომები
ვითარდება წონის კლება, მუცლის ტკივილი, ცხელება და ზოგჯერ იწვევს ტერმინალურ ილეიტს გამოსახულებაზე.
ძირითადად არის პაციენტში ენდემური რეგიონებიდან,რომელსაც აქვს ისეთი სიმპტომები როგორიცაა წონის კლება და ღამით ოფლიანობა.[58]
ასევე შეიძლება იყოს ტუბერკულოზის ინფექციის მახასიათებლები (მაგ, ხველა, ჰემოპტიზი).
კვლევები
არის ლიმფადენოპათია.
ილეოცეკალური ბიოფსიისას არის კაზეოზური გრანულომატები.
ტუბერკულოზური ინფექცია შეიძლება აღმოჩნდეს ქსოვილის შეღებვით მჟავაგამძლე ბაქტერიებზე, ტუბერკულოზის კულტურაზე ან ტუბერკულოზის პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე, ცალკე ან კომბინაციაში, თუმცა შედეგიანობა დაბალია.[56]
მეტა-ანალიზის შედეგებზე დაფუძნებული ბაიესის მოდელი შესაძლოა დაგვეხმაროს კრონის დაავადებასა და ნაწლავური ტუბერკულოზის დიფერენცირებაში ბუნდოვანი დიაგნოზის დროს.[57]
ამებიაზი
ნიშნები / სიმპტომები
ამებიაზი შეიძლება დაემსგავსოს თეძოს ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კრონის დაავადებას.
ახლო წარსულში ენდემურ რეგიონებში მოგზაურობა მიუთითებს დაავადებაზე.
კვლევები
განავლის შემოწმება პარაზიტებზე.
ციტომეგალოვირუსით გამოწვეული კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
იმუნოკომპრომისული პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ორგანოების ტრანსპლანტაცია, იმუნოსუპრესანტებით ნამკურნალევი , ან აივ ინფექციის/შიდსის მქონე პაციენტები.
კვლევები
ბიოფსია უნდა გაიგზავნოს ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის, ანტიგენის აღმოჩენისთვისა და ვირუსული კულტურისთვის. კლასიკური ჰისტოლოგიური მონაცემებია: გიგანტური უჯრედები ციტომეგალიით და დიდ ოვალური ან პლეომორფული ბირთვი, რომელიც შეიცავს ბაზოფილურ ჩანართებს.
კოლორექტული სიმსივნე
ნიშნები / სიმპტომები
გაზრდილი რისკი დაკავშირებულია ასაკის მატებასთან და ოჯახურ ანამნეზთან.
კვლევები
კომპიუტერული ტომოგრაფიით დგინდება პირველადი ან მეორეული დაავადება.
კოლონოსკოპია უზრუნველყოფს ქსოვილს ჰისტოლოგიური დიაგნოსტირებისთვის.
დივერტიკულური დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ძირითადად არის მარცხენამხრივი მუცლის ტკივილი 50 წლის ან მეტი ასაკის ადამიანებში
კვლევები
კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანს დივერტიკულარული დაავადება შემოსაზღვრული ანთებით.
მწვავე აპენდიციტი
ნიშნები / სიმპტომები
ახალგაზრდა პაციენტები.
ტკივილი იწყება ჭიპის ირგვლივ, რომელიც გადადის მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტში.
კვლევები
კომპიუტერის ტომოგრაფიაზე ჩანს აპენდიქსის ანთება.
საშვილოსნოსგარე ორსულობა
ნიშნები / სიმპტომები
რეპროდუქტიული ასაკის ქალებში მწვავე ტკივილი მუცლის არეში უნდა ჩაითვალოს საშვილოსნოსგარე ორსულობად, ვიდრე სხვა დიაგნოზი დადასტურდება.
შეიძლება იყოს ამენორეის ანამნეზი, ორსულობის დადებითი ტესტი, ვაგინალური სისხლდენა.
კვლევები
დადებითი შარდის და ან შრატის ბეტა ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი.
მენჯის ღრუს ულტრაბგერაზე შეიძლება გამოჩნდეს მილოვანი გარეორსულობა.
თუ მოსალოდნელია გაგლეჯა და პაციენტი ჰემოდინამიკურად არასტაბილურია, საჭიროა მდგომარეობის სასწრაფო სტაბილიზაცია და ოპერაცია.
მენჯის ანთებითი დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ვაგინალური გამონადენი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს და მენჯის ღრუს ტკივილი.
კვლევები
მენჯის ღრუს ულტრაბგერაზე ჩანს საშვილოსნოს მომიჯნავე ორგანოების ანთებითი ცვლილებები. იშვიათად არის საჭირო ლაპარასკოპიული გამოკვლევა.
ენდომეტრიოზი
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტს აქვთ ციკლური სიმპტომები,რომლებიც იწყება მენსტრუაციული ციკლისას.
კვლევები
ლაპარასკოპიაზე ჩანს ენდომეტრიული ქსოვილის არსებობა პერიტონეალურ ღრუში.
ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
განავლის სიხშირის, ფორმის ან შეხედულების ქრონიკული ცვლილებები. ძირითადად დაკავშირებულია მუცლის შებერილობასთან და სწორი ნაწლავიდან ლორწოვან გამონადენთან.
მუცლის სპაზმოიდური ტკივილი ხშირად სუსტდება დეფეკაციით.
კრონის დაავადება მოსალოდნელია თუ სიმპტომები პროგრესირებს ან არის სისხლიანი ან ღამის დიარეა.
კვლევები
სისხლის ანალიზში არ არის ანთების არსებობის არანაირი მტკიცებულება.
ბიოფსიისას არ არის კრონის დაავადების ტიპიური მახასიათებლები.
ფეკალური კალპროტექტინი დამხმარეა ნაწლავის ანთებითი დაავადების გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისგან დიფერენცირებაში, მაგრამ არ არის სპეციფიკური CD-სთვის.[59]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას