პროგნოზი

ბევრი პაციენტი დროთა გასვლასთნ ერთად და მკურნალობის შედეგად გადადის რემისიაში. ახალი გამოვლინებების უმეტესობა ვითარდება სიმპტომების დაწყებიდან პირველ 5 წელიწადში.[7]ვინაიდან პაციენტებს არ ესაჭიროებათ იმუნოსუპრესია მთელი ცხოვრების მანძილზე, მედიკამენტების შორეული გართულებები ნაკლებად საყურადღებოა. თუ სიმპტომები კონტროლდება და გამწვავებები მინიმალურია 1-2 წელი, სამკურნალო დოზა ნელ-ნელა უნდა შევამციროთ, რათა შევძლოთ დაკვირვება, დაავადების სიმძიმე შესუსტდა თუ არა.

დაავადების მიმდინარეობას, როდესაც, ცენტრალურ ნერვულ სისტემაა ჩართული, აქვს ცვლადი პროგნოზი. თავის ტვინის ვენური თრომბოზის მკურნალობა შესაძლებელია იმუნოსუპრესანტებით და აქვს უკეთესი პროგნოზი, ვიდრე პარენქიმულ დაზიანებას, რომელსაც თერაპიაზე არარეგულარული პასუხი შეიძლება ჰქონდეს. თვალის, დიდი სისხლძარღვების და კუჭ-ნაწლავის დაზიანება შესაძლოა აგრეთვე ასოცირებული იყოს ცუდ პროგნოზთან.[19]

ერთმა კოჰორტულმა კვლევამ გამოიკვლია 20-წლიანი შედეგები ბეჰჩეტის დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც დიაგნოზი დაუსვეს 1970-იან და 1980-იან წლებში. სიკვდილიანობა იყო დაახლოებით 10%, ძირითადად არტერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის ძირითადი დაზიანების გამო. სიკვდილიანობა და ავადობა ყველაზე მაღალი იყო ახალგაზრდა მამკაცებში .[7]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას