დიფერენციული დიაგნოზები
აფთოზური სტომატიტი (განმეორებითი)
ნიშნები / სიმპტომები
მხოლოდ პირის ღრუს წყლულები, სხვა არანაირი გამოვლინება.
კვლევები
არ არის.
კრონის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
გენიტალური წყლულები და თვალის დაზიანება ნაკლებად ხშირია.
სწორი ნაწლავის ან ანალური პათოლოგია უფრო ხშირია.
კვლევები
კოლონოსკოპია და ბიოფსია აჩვენებს კრონის დაავადების ნიშნებს.
ზოგჯერ რთულია ბეჰჩეტის სინდრომისა და კრონის დაავადების გარჩევა.
წყლულოვანი კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
გენიტალური წყლულები და თვალის დაზიანება ნაკლებად ხშირია.
სწორი ნაწლავის ან ანალური პათოლოგია უფრო ხშირია.
კვლევები
წყლულოვანი კოლიტის მსგავსი კოლონოსკოპია და ბიოფსია.
ჰერპეს სიმპლექს ვირუსული ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
პირის ღრუს წყლულები შეიძლება ტუჩების გარე ზედაპირზეც განვითარდეს და არა მხოლოდ ლორწოვან ზედაპირზე.
კვლევები
კულტურები და სეროლოგია ჰერპესზე დადებითია.
მანეკროზებელი ვასკულიტი
ნიშნები / სიმპტომები
ბეჰჩეტის სინდრომისგან განსხვავებით შესაძლებელია თირკმლის და ფილტვების ვასკულიტური დაზიანება.
კვლევები
ანტი-ნეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულების არსებობა (ANCA) ზოგიერთ პაციენტში.
სერონეგატიური სპონდილოართროპათიები
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლებელია ფსორიაზი, გავათეძოს და ასოს დაზიანება.
კვლევები
ასოცირებულია HLA-B27-სთან.
კლასიკური აკნე
ნიშნები / სიმპტომები
დაზიანებები ნაკლებადაა სახეზე, უფრო მეტი ტანსა და კიდურებზეა.
კვლევები
არ არის.
კვანძოვანი ერითემა
ნიშნები / სიმპტომები
კვანძოვანი დაზიანებები კიდურებზე, თვითგანკურნებადი, შესაძლოა მტკივნეული იყოს. პირის ღრუს ან გენიტალური წყლულები არ აღინიშნება
კვლევები
არცერთი. ბეჰჩეტის სინდრომი არის კვანძოვან ერითემის გამომწვევი.
ზედაპირული თრომბოფლებიტი
ნიშნები / სიმპტომები
პირის ღრუს ან გენიტალური წყლულები არ აღინიშნება
კვლევები
დუპლექს ულტრაბგერით ვლინდება არაკომპრესირებადი სისხლძარღვები. ბეჰჩეტის სინდრომი არის ზედაპირულიი თრომბოფლებიტის მიზეზი.
რევმატოიდური ართრიტი
ნიშნები / სიმპტომები
კანლორწოვანის წყლულები არ უნდა იყოს.
კვლევები
რევმატოიდული ფაქტორი დადებითია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას