მიდგომა

უმეტეს შემთხვევებში არ არსებობს წამლით გამოწვეული გვერდითი მოვლენის სადიაგნოსტიკო დამახასიათებელი მეთოდი. ზოგ შემთხვევაში იმის ალბათობა, რომ წამალმა გარკვეული კლინიკური გამოსავალი გამოიწვია, შეიძლება შეფასდეს, თუ გავითვალისწინებთ პრეპარატის ზოგიერთ მახასიათებელს გვერდითი მოვლენის სავარაუდო განვითარებასთან მიმართებაში. ეს მოიცავს დოზირებას, დროს და მგრძნობელობის ფაქტორებს. ყველაზე კომბინირებული 5 კრიტერიუმი: პრეპარატის დანიშვნა, მოხსნა, ხელახალი დანიშვნა, წინანდელი აღწერილობა სამედიცინო ლიტერატურაში და სხვა შესაძლო მიზეზების გათვალისწინება. ეს შეიძლება, დაგვეხმაროს კონკრეტული წამლის რეაქციასთან დამოკიდებულების გარკვევაში. თუ საეჭვოა, შემდგომი ტესტირება დაგვეხმარება წამლით გამოწვეული რეაქციის არსებობის, ისევე, როგორც კონკრეტული მიზეზის, გამოვლენაში.

ასაკის ცოდნა ვერაფერში დაგვეხმარება, რადგანაც კანის წამალგაშუალებული დაზიანება შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.

წამლის სავარაუდო რეაქციის გამოკვლევის პირველი ნაბიჯია კანის გამონაყარის დიაგნოსტიკა კლინიკური მიმდინარეობით. იმის განსაზღვრა, პაციენტის მიმდინარე გამონაყარი კონკრეტულ პრეპარატს ბრალდება თუ არა, უფრო ცხადი იქნება, თუ აღნიშნული პრეპარატის გამოყენება და რეაქციის აღნიშნული ხასიათი უკვე გარკვეული იქნება.

რეაქციის განსხვავებული ტიპების გამოვლინება

ანაფილაქტიური რეაქციები, IgE-გაშუალებულია თუ - არა, გამოვლინდება სხვადასხვანაირი ნიშნებითა და სიმპტომებით, რაც რეაქციის ინტენსიობაზეა დამოკიდებული. ისინი მოიცავენ რინიტს და კონიუნქტივიტს; ჭინჭრის ციებასა და ქავილს; ანგიოშეშუპებასა და ხორხის შეშუპებას; ასთმასა და ფილტვების შეშუპებას; გულისრევას, ღებინებასა და მუცლის ტკივილს; გულის წასვლას, თავში სიცარიელის შეგრძნებასა და მოახლოებული ბედისწერის შიშს; ტაქიკარდიასა და ჰიპოტენზიას(ანაფილაქტიური შოკი).

მულტიფორმული ერითემა ხშირად არის მრავალფეროვანი პოლიმორფული, ხშირად მტკივნეული, ერითემატოზული. მაკუტლოპაპულური კერები ფართოდაა გავრცელებული, ტიპიურია ეგრეთწოდებული მიზნობრივი კერები, დაზინება სხეულის 10%-ზე ნაკლებს ფარავს. სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), რომელსაც ზოგჯერ მულტიფორმული ერითემის მძიმე ფორმად მიიჩნევენ, შესაბამისად სხეულის ზედაპირის 10%-მდე და 30%-ზე მეტს მოიცავს. SJS დროს შეიძლება განვითარდეს ბუშტუკები და დიდი ზომის წყლულები თვალის და პირის ლორწოვან გარსზე. TEN-ის დროს აღინიშნება ფართოდ გავრცელებული დესქვამაცია. ამასთან, ზოგი ავტორი მიიჩნევს მულტიფორმულ ერითემას ცალკე პათოლოგიად, SJS/TEN-გან განასხვავებენ მცირე და დიდ მულტიფორმულ ერითემას.

DRESS-ის დროს (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით; აგრეთვე უწოდებენ წამლისადმი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომს) აღინიშნება მაკულოპაპულური გამონაყარი, ცხელება 38°C-ზე(100°F) მეტი, პათოლოგიური LFT, ან სხვა ორგანოს ჩათრევის მონაცემები, ლიმფდენოპათია სულ მცირე ორი ლოკალიზაციის და ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში (ლიმფოციტოპენია ან ლიმფოციტოზი, ეოზინოფილია ან თრომბოციტოპენია).[35]

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP) ხასიათდება ცხელებითა და ფართოდ მოდებული მცირე ზომის სტერილური პუსტულებით, რომლებიც დიდ შეშუპებულ ერითემულ უბნებში ვითარდება.[36]

ფიქსირებული წამლისმიერი დაზიანებები მრავალნაირად ვლინდება. უფრო ხშირად მქავანა, მრგვალი ან ოვალური ფორმის, მკვეთრად შემოსაზღვრული, წითელი ან იისფერი, ოდნავ ამობურცული სხვადასხვა ზომის ფოლაქები. ჩვეულებრივ სახეზეა ერთი კერა, თუმცა შიძლება განვითარდეს მრავალკეროვანიცს. გენერალიზებული რეაქცია იშვიათია და შიძლება მოიცავდეს ვეზიკულებს და წყლულებს. უმთავრესად ზიანდება ტუჩები, ხელები და გენიტალიები, ხანდახან - პირის ლორწოვანი.[37][Figure caption and citation for the preceding image starts]: ხელისგულის სამიზნე დაზიანება მულტიფორმული ერითემის დროსნანეტ სილვერბერგის, MD., FAAD, FAAP, პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7f72062f[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბუშტუკოვანი მომრგვალო დაზიანებები ტორსზე, კარბამაზეპინით გამოწვეული სტივენ-ჯონსონის სინდრომიKhoo AB, Ali FR, Yiu ZZ, et al. კარბამაზეპინით გამოწვეული სტივენს-ჯონსონის სინდრომი. BMJ Case Rep. 2016;2016. pii: bcr2016214926. გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@22c04702[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტუჩის და ლორწოვანი გარსის დაწყლულება, კარბამაზეპინით გამოწვეული სტივენ-ჯონსონის სინდრომიKhoo AB, Ali FR, Yiu ZZ, et al. კარბამაზეპინით გამოწვეული სტივენს-ჯონსონის სინდრომი. BMJ Case Rep. 2016;2016. pii: bcr2016214926. გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4b41d46e

დაზიანებების ამოცნობა

წამლის გვერდით რეაქციების შედეგად შეიძლება კანის ნებისმიერი ტიპის დაზიანება განვითარდეს. სისტემური მედიკამენტების ხშირი გვერდითი კანისმიერი რეაქციები მოიცავს მაკულოპაპულურ რეაქციებს, ურტიკარიას და ანგიოედემას, კანის რიგ დაზიანებებს, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა (EM), SJS და TEN, ასევე ფიქსირებულ მედიკამენტოზურ გამონაყარს. EM შეიძლება დავახასიათოთ, როგორც მრგვალი ერითემატოზული რგოლები გარე ერითემატოზული ზონით და ცენტრალური ბუშტუკით, რაც ნორმალური კანის უბანზეა დაშრევებული. SJS უმთავრესად ითვლება TEN მიმდინარე დაავადების ერთ-ერთი სახეობად (ყველაზე მძიმე). SJS ხასიათდება გამოხატული მაკულური (ატიპიური სამიზნე) დაზიანებებით, რომლებიც ეზრდება ერთმანეთს, იწვევს კანის დაბებრებას, ნეკროზს და ჩამოფრცქვნას; დაზიანება მოიცავს სხეულის მთელი ზედაპირის < 10%-ს, ხოლო SJS შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ლორწოვანი გარსის დაზიანებით (მაგ. კონიუნქტივა და პირის ლორწოვანი გარსი). TEN ასევე გამოირჩევა გამოხატული მაკულური (ატიპიური სამიზნე) დაზიანებებით, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და შედეგად კანის დაბებრებას, ნეკროზსა და ნეკროზული უბნის ჩამოფრცქვნას იწვევს, მაგრამ დაზიანება სხეულის სრული ზედაპირის > 30%-ს მოიცავს.

ნაკლებად გავრცელებული რეაქციები მოიცავს აკნეიდურ გამონაყარს, ალოპეციას, ბულოზურ გამონაყარს (ბუშტუკოვანს და ბუშტუკისმაგვარს), ფოტოსენსიტიურ და ფოტოტოქსიკურ რეაქციებს, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ჰემორაგიულ პურპურას, პუსტოზურ გამონაყარს (მაგ. მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატური პუსტულოზი), სვიტის სინდრომს (მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი) და ვასკულიტების სხვადასხვა ფორმებს. კონტაქტური დერმატიტი ვითარდება ადგილობრივი მოქმედების პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას.

DRESS არის იშვიათი სისტემური დაავადება, რომელიც ვითარდება ბევრი პრეპარატის ზემოქმედებით, როგორიცაა ანტიკონვულსანტები და სულფანილამიდები. როგორც წესი, ვითარდება კონტაქტიდან 1-8 კვირაში და ხასიათდება ცხელებით, კანზე გამონაყარით და მულტიორგანული ჩართულობით. ის შეიძლება იყოს ალერგიული პათოლოგიების ერთ-ერთი სახესხვაობა, რაც მოიცავს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სულფანილამიდური სინდრომი და ანტიკონვულსანტების მიმართ ჰიპერსენსიტიურობის სინდრომი. დაკავშირებულია ადამიანის ჰერპევირუს-6-ით გამოწვეულ ინფექციასთან.[38]

ქავილი და ტკივილი, ასე წამლის პათოლოგიური რეაქციის სინდრომისთვის დამახასიათებელი დაზიანებები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფენიტოინით გამოწვეული წამლისმიერი ეგზანთემაBrian L. Swick-ის საავტორო ფოტოგრაფია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5a7e20dd[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტიპიური დაზიანება ჭინჭრის ციების მწვავე, ან ქრონიკულ ფაზაში ვლინდებასტეფენ დრესკინის, MD., PhD პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@69e6ed5f[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტუჩების ანგიოშეშუპება პაციენტთან, რომელსაც ასევე ჭინჭრის ციება აქვსსტეფენ დრესკინის, MD., PhD პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7acfbd56[Figure caption and citation for the preceding image starts]: სტივენს-ჯონსონის სინდრომი: ტერფებზე კანის შრის გაქრობაექიმ არეტა კოვალ-ვერნის პირადი კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@a5ad01d[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზისის საწყისი ფაზა და ბუშტუკები, რომლის შემდეგაც სრული ეპიდერმული ნეკროზი ვითარდებაFerrandiz-Pulido C, Garcia-Patos V. A სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მიმოხილვა ბავშვებში. Arch Dis Child. 2013;98:998-1003. გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@fc640d8[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხელისგულის სამიზნე დაზიანება მულტიფორმული ერითემის დროსნანეტ სილვერბერგის, MD., FAAD, FAAP, პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4c1af743[Figure caption and citation for the preceding image starts]: 17 წლის მამაკაცი პაციენტს დაესვა აზითრომიცინით გამოწვეული სტივენ-ჯონსონის სინდრომის დიაგნოზი. ტუჩებზე ეროზია და ფუფხი ენის დიფუზური დაწყლულებითFerrandiz-Pulido C, Garcia-Patos V. A სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მიმოხილვა ბავშვებში. Arch Dis Child. 2013;98:998-1003. გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3db19130[Figure caption and citation for the preceding image starts]: 5 წლის გოგონა ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზისით, რაც სამი საეჭვო პრეპარატითაა(პენიცილინი, იბუპროფენი და პარაცეტამოლი) გამოწვეულიFerrandiz-Pulido C, Garcia-Patos V. A სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მიმოხილვა ბავშვებში. Arch Dis Child. 2013;98:998-1003. გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@32631136

მიმდინარეობა

წამლის მიმართ ალერგიული რეაქცია მკურნალობის მეხუთე-მეშვიდე დღეს იწყება. ხშირად ალერგიული რეაქცია უფრო მოგვიანებით ვლინდება (მაგ. DRESS უმეტესად მკურნალობის სამი-ოთხი კვირის თავზე ვითარდება). სენსიბილიზაციის შემდეგ, შემდგომი ზემოქმედებისას, ალერგიული რეაქცია შეიძლება ძალიან სწრაფად, წუთებში განვითარდეს IgE გამოწვეული ალერგიული რეაქციის დროს და საათებში T-უჯრედებით გამოწვეული ალერგიული რეაქციის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ზემოქმედების დროის ცოდნა მიზეზის დადგენისას უმთავრესია. არაიმუნური ალერგიული რეაქცია ვითარდება დროის სხვადასხვა მონაკვეთში და ზოგი რეაქცია შეიძლება ძალიან გვიან გამოვლინდეს: მაგალითად, ლიქენოიდური გამონაყარი, რომლის გამოსავლენად თვეები და წლებიც კია საჭირო.[39]

ანამნეზი.

ყველა შემთხვევაში სასურველია, შეგროვდეს მედიკამენტური მკურნალობის სრული ანამნეზი, მათ შორის საკვების დანამატებზე და ალტერნატიულ მედიკამენტებზეც. წამლის მიღებამ გასული რამდენიმე წუთის, საათის(მწვავე ალერგიული რეაქცია), ან 2 კვირამდე დროის პერიოდში სასურველია, წამლით გამოწვეულ პათოლოგიაზე მიგვანიშნოს. ნებისმიერმა წამალმა შეიძლება, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია; ძირითადად რეაქცია ვლინდება ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკების, არასელექტიური არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების (NSAID), ანესთეზიისას გამოყენებული მიორელაქსანტების, სულფანილამიდებისა და ჟელატინების(პლაზმის შემცვლელები) გამოყენებისას. ადრე გამოვლენილი მსგავსი რეაქცია აძლიერებს კონკრეტული პრეპარატთან ურთიერთკავშირის ალბათობას.

ალერგიული რეაქციები თერაპიულზე ნაკლები დოზით გამოყენებისას დოზადამოკიდებულია; თერაპიულ ფანჯარაში, რეაქცია აღარაა დოზადამოკიდებული. კოლატერალური რეაქციები ვითარდება დოზის თერაპიულ საზღვრებში და გამოვლინების სიმძიმე დოზაზეა დამოკიდებული, მაშინ როცა ტოქსიკური რეაქციები თერაპიულზე უფრო მაღალ დოზებზე ვითარდება. დოზის შემცირებამ (მაგ. ნაწილობრივმა მოხსნამ) შეიძლება გვერდითი მოვლენების გაქრობა გამოიწვიოს. დოზადამოკიდებული რეაქციის არქონა წამლის თერაპიული დოზით გამოყენებისას მიგვანიშნებს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე ან წამლისგან განსხვავებული მიზეზის არსებობაზე.[40]

მგრძნობელობის ფაქტორები

თუ პაციენტს საეჭვო პრეპარატისა და გვერდითი მოვლენის ურთიერთკავშირისთვის დადასტურებული მგრძნობელობის ფაქტორი გააჩნია, მაშინ ეტიოლოგიური კავშირი უფრო მოსალოდნელია.

ქვემოთ ჩამოთვლილი ანამნეზური მონაცემების მქონე პაციენტებს შეიძლება, გარკვეული წამლებისადმი უფრო ხშირად გამოუვლინდეთ ალერგიული რეაქციები:

  • ციტომეგალოვირუსის ან ეფშტეინ-ბარის ვირუსული ინფექცია ზრდის ამპიცილინითა და ამოქსიცილინით გამოწვეული გამონაყარის რისკს.

  • შიდსი-თ ინფიცირება ზრდის მგრძნობელობას სულფანილამიდებისა და ქიმიურად მსგავსი აგებულების მქონე პრეპარატებისადმი.

  • სპეციფიური HLA პოლიმორფიზმი ზრდის აბაკავირით, კარბამაზეპინით და ალოპურინოლით გამოწვეული რეაქციების რისკს.

  • ჩინური პრეპარატის შუანგუანგლიანის ინექციების ფონზე განვითარებული წამლის გვერდითი მოვლენები უფრო მეტად მოსალოდნელია წარსულში პენიცილინით, ან სულფანილამიდებით მკურნალობისას ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებში.[41]

მოხსნა და ხელახალი დანიშვნა

დაზიანების გაქრობა საეჭვო პრეპარატის მოხსნის შემდეგ გამომწვევი მიზეზის ასოციაციის ალბათობას ზრდის; შვების არქონა პრეპარატის მოხსნის შემდეგ დიაგნოზის უარმყოფელია. ამასთან, კანის არა-წამლით გამოწვეული დაზიანებების გაქრობა პრეპარატის მოხსნის შემდეგ შეიძლება, შემთხვევითი თანხვედრა იყოს, ხოლო წამლით გამოწვეული დაზიანება შეიძლება, წამლის მოხსნის შემდეგაც დარჩეს.

დაზიანების განმეორება წამლის ხელახლა დანიშვნისას, თუ ეს დასაშვებია, მტკიცედ ადასტურებს წამლით გამოწვეულ პათოლოგიას. ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარის შემთხვევაში დაზიანება ხელახლა გამოვლინდება იგივე ადგილას იგივე ფორმით.

ამასთან, ალერგიული რეაქციების შემთხვევაში სისტემური პრეპარატების ხელახალი დანიშვნა რეკომენდებული არ არის. წამლის პროვოკაციულად მიღება ჩვეულებრივ უკუნაჩვენებია კანის მძიმე დაზიანების დროს.(DRESS, SJS/TEN, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი) და სხვა უფრო მძიმე არა-IgE-განპირობებული რეაქციების შემდეგ( მაგ. ღვიძლის ნარკოტიკებით გამოწვეული დაზიანება ან ციტოპენია ).[42]​ გაიდლაინები გვირჩევენ გადაწყვეტილების ერთობლივ მიღებას, თუ პრეპარატის სარგებელი აღემატება გამოწვევის რისკს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჭეშმარიტი ალერგიის მაღალი ალბათობა ან უფრო მძიმე რეაქციების ისტორია.[42]​ზოგიერთ შემთხვევაში ხელახალი დანიშვნა შეიძლება პლაცებოკონტროლირებადი გავხადოთ; მაგალითად, ფოტოალერგიული კონტაქტური დერმატიტი შეიძლება, გამოვიწვიოთ საეჭვო პრეპარატის სხეულის ერთ ადგილზე დადებით და პლაცებოსი - მეორეზე და შემდგომ ორივე ადგილზე სინათლის ზემოქმედება მოვახდინოთ გაიდლაინები გვირჩევენ განიხილონ პლაცებოზე კონტროლირებადი წამლის გამოწვევები პაციენტებისთვის სუბიექტური სიმპტომებით ან მრავლობითი მოხსენებული წამლის ალერგიით.[42]

განმეორებითი დანიშვნის რეკომენდაციები ხელმისაწვდომია კონკრეტული წამლებისა და წამლების კლასებისთვის (მაგ., ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ქიმიოთერაპიული საშუალებები, იმუნური სისტემის ინჰიბიტორები, ბიოლოგიური საშუალებები).[42][43]​​[44]

წამლით გამოწვეული გვერდითი მოვლენის დადასტურება

ზოგ შემთხვევაში დაზიანების ჰისტოლოგიური მახასიათებლებით შეიძლება, ვივარაუდოთ წამალთან დაკავშირებულ მიზეზზე. ეოზინოფილური პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტებით ინფილტრაცია შეიძლება, მიგვანიშნებდეს წამლით გამოწვეულ დაზიანებაზე.

ქვემოთ ჩამოთვლილი ანალიზების დანიშნულება არის სპეციფიკური მდგომარეობის დადასტურება.

  • შრატში ტრიპტაზის შემცველობა მომატებულია ანაფილაქტიური რეაქციის განვითარების პირველ საათებში.

  • C4 გამოკვლევა სასურველია იზოლირებული ანგიოშეშუპების(არა ჭინჭრის ციება) გამოვლენისას. თუ C4 კონცენტრაცია დაბალია, C1-ესთერაზის დონე სასურველია, გავზომოთ. ზოგჯერ C1-ესთერაზის ფუნქციის გაზომვაა საჭირო, თუ ენზიმის შემცველობა დაბალი არ არის, მაგრამ ინაქტიურია.

  • სისხლის საერთო ანალიზი ძირითადად ნორმის ფარგლებშია წამლით გამოწვეული მგლურას დროს, განსხვავებით პათოლოგიური ლაბორატორიული შედეგებისა, რომლებიც სისტემურ წითელ მგლურას ახასიათებს. წამლით გამოწვეული მგლურას დროს ჩნდება ანტი-ჰისტონური ანტისხეულები.

ალერგიული რეაქციის რეტროსპექტული დიაგნოსტიკისთვის ხანდახან შეიძლება სარგებლიანი იყოს კანის სინჯები(სკარიფიკაციული ტესტები, ინტრადერმული სინჯები, კანის აპლიკაციური სინჯები), ეს განსაკუთრებით ეხება კონტაქტურ დერმატიტს. კანის ტესტები ასევე შეიძლება იყოს სასარგებლო დამხმარე საშუალება დაგვიანებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მიზეზობრიობისა და ჯვარედინი რეაქტიულობის დასადგენად.[42]​თუმცა კანის სინჯები შეზღუდულია დაბალი მგრძნობელობის გამო და შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით,განსაკუთრებით მძიმე რეაქციების ფონზე არასრულყოფილი უარყოფითი შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. რეციდივის რისკის გამო, კანის ტესტები DRESS-ზე უნდა გადაიდოს მწვავე რეაქციის შემდეგ მინიმუმ 6 თვით და/ან კორტიკოსტეროიდების შეწყვეტიდან 1 თვით.[42]

In vitro ტესტები, როგორიცაა წამალსპეციფიკური IgE, ბაზოფილური აქტივაციის ტესტი, ლიმფოციტების პროლიფერაციის ანალიზი და ენზიმთან შეკავშირებული იმუნოსპოტური კვლევა (ELISPOT ტესტი) შეიძლება, დამხმარე იყოს, განსაკუთრებით კანის უარყოფითი ტესტების ან სიცოცხლისთვის საშიში მძიმე რეაქციების დროს (მაგ. ანაფილაქსიური რეაქცია ბეტა ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე).[45][46]​ ამასთან, ეს ტესტები ძირითადად მეცნიერული ხასიათისაა და სასურველია, გამოვიყენოთ მხოლოდ პაციენტის ანამნეზისა და კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით; სასურველია, სპეციალისტის კონსულტაცია ჩატარდეს.

სხვა გამოვლინებადი მიზეზები

სხვა მიზეზის გამოვლენაში შეიძლება, დაგვეხმაროს წამლით გამოწვეული მიზეზის გამორიცხვა.

Naranjo რაოდენობრივი მეთოდი

ხშირი კანისმიერი რეაქციის ზოგიერთი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი Naranjo რაოდენობრივ სისტემაშია შეჯამებული.[47]

ქულების შემდეგი რაოდენობა მიგვანიშნებს გვერდითი მოვლენების ალბათობაზე:

  • ≥ 9 = დადასტურებულად

  • 5-დან 8-მდე = სავარაუდოა

  • 1-დან 4-მდე = შესაძლებელია

  • 0 = საეჭვოა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Naranjo რაოდენობრივი მეთოდიNaranjo CA, Busto U, Sellers EM, et al. წამლის გვერდითი რეაქციის განვითარების ალბათობის გამოთვლის მეთოდი. Clin Pharmacol Ther. 1981;30:239-245 [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@194256be

ბრადფორდ ჰილის გაიდლაინები

ოსტინ ბრადფორდ ჰილმა, მიზეზისა და ეფექტის შესაფასებლად, გამოყო კანისმიერი ხშირი რეაქციის ზოგიერთი დიაგნოსტიკური მახასიათებელი გაიდლაინების სახით.[48] ეს გაიდლაინები ადაპტირებული და სახელგადარქმეული იქნა, როგორც ქვემოთაა მოყვანილი:[49]

პირდაპირი მტკიცებულება

  1. ეფექტის მოცულობა არაა დამახასიათებელი მოსალოდნელი შეცდომისათვის

  2. შესაფერისი დროებითი და/ან სივრცობრივი სიახლოვე(მიზეზი წინ უსწრებს შედეგს და შედეგი ვითარდება სავარაუდო დროის მონაკვეთში; მიზეზი ვითარდება ჩარევის ადგილზევე)

  3. დოზაზე დამოკიდებულება და შექცევადობა.

მექანისტიკური მტკიცებულებები

  • მოქმედების მექანიზმით განპირობებული მტკიცებულება(ბიოლოგიური, ქიმიური, მექანიკური)

  • ურთიერთთანხვედრა(მიმდინარე მეცნიერულ მონაცემებთან).

პარალელური მტკიცებულებები

  • რეპროდუქტიულობა(მაგ. წამლის ხელახლა დანიშვნა)

  • მსგავსება(ადრე განვითარებულ რეაქციასთან).

ამ სისტემის გამოყენება შეიძლება, რათა დავეხმაროთ კლინიცისტებს გადაწყვიტონ, ინდივიდუალურ შემთხვევაში მიზეზობრიობა ვლინდება, თუ არა; რაც მეტ კრიტერიუმს შეესაბამება მონაცემები, მით მეტია კავშირის ალბათობა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას