შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

73 წლის ქალს გაუკეთდა ინტრავენურად ვანკომიცინი ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ოსტეომიელიტის გამო; მკურნალობის მე-20 დღეს მას განუვითარდა გენერალიზებული მაკულოპაპულური ეგზანთემა ძლიერი ქავილით, შეუძლოდ ყოფნით და ცხელებით.[12] სისხლის ბიოქიმიური ანალიზით დადასტურდა ტრანსამინიტი. ვანკომიცინი მოიხსნა და დაინიშნა პრედნიზოლონი. მდგომარეობა გაუმჯობესდა და 12 დღეში გაეწერა ბინაზე.

სხვა გამოვლინებები

წამლის გვერდითი მოვლენებით გამოწვეული კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია, მათ შორისაა, მაგალითად: ფრჩხილების ყავისფერი შეფერილობა, კერძოდ ეს ცერა თითს ეხება, რაც გამოწვეულია დოქსიციკლინის 15 დღიანი მკურნალობით;[13] სახისა და სხვა შიშველი მიდამოების მოლურჯო-მონაცრისფრო შეფერილობა, რაც გამოწვეული იყო ამიოდარონის 3-წლიანი მიღებით. შემთხვევის მოგვიანებითი შესწავლით, დაფარული ადგილები (ქუდის ფარფლებით დაფარული შუბლი და სამაჯურის ქვეშ კანი) დაზიანებული არ იყო.[14]

გამონაყარი ხშირია ონკოპაციენტებში, როდესაც ისინი იღებენ თიროზინკინაზას ინჰიბიტორებს, მათ შორის ერლოტინიბს, ნილოტინიბს და ვანდეტანიბს; გარდა ამისა, კიდურების კანის რეაქციების განსაკუთრებით მაღალი რისკი (ხელის და ფეხის გულების ერითროდისესთეზია) აღინიშნება იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც იღებენ სისხლძარღვოვანი ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორის რეცეპტორების (VEGFR) ინჰიბიტორებს, მათ შორის სორაფენიბს, სუნიტინიბს, პაზოპანიბს და აქსიტინიბს.[15][16][17][18][19] რისკი ასევე მაღალია HER2-დადებით მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც HER2/neu რეცეპტორის ანტაგონისტ პერტუზუმაბს და ასევე იპლიმუმაბს ღებულობენ, რომელიც მელანომის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.[20][21] ფსორიაზი, ახლად განვითარებული, თუ გაუარესებული, შეიძლება განვითარდეს პარადოქსულად ბეტა ბლოკერების და TNF-ალფა ინჰიბიტორების მიღებისას.[22] აკნეს მსგავსი გამონაყარი აღნიშნულია ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის ანტაგონისტის მიღებისას, როგორიცაა ცეტუქსიმაბი.[23]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას