პროგნოზი
წამლით გამოწვეული დერმატოლოგიურ პათოლოგიათა უმრავლესობა ალაგდება მიზეზის გამომწვევი წამლის მოხსნის შემდეგ. მძიმე შემთხვევები შეიძლება, სიკვდილობით დამთავრდეს. სტივენ-ჯონსონის სინდრომი ფატალურია დაახლოებით შემთხვევათა 5%-ში, ხოლო ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზისი - დაახლოებით 30%-ში. DRESS(წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით; ასევე წამლისმიერ ალერგიულ სინდრომი ჰქვია) სიკვდილობა დაახლოებით 10%-ში აღინიშნება.[50] ლეტალობის მაჩვენებელი მწვავე ანაფილაქსიის დროს < 1%-ია, მაგრამ რისკი იზრდება ასთმიან პაციენტებში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას