მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

საწყისი

მძიმე RSV ინფექციის მაღალი რისკის მქონე ჩვილები

Back
1-ლი რიგის – 

პალივიზუმაბით პროფილაქტიკა

პალივიზუმაბი არის ადამიანის მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც ბოჭავენ RSV-ს F პროტეინს და თრგუნავენ ვირუსის რეპლიკაციას.

ამერიკის პედიატრიის აკადემია (AAP) გარკვეულ გარემოებებში რეკომენდაციას უწევს პალივიზუმაბით პროფილაქტიკას, როგორც პრევენციას ბრონქიოლიტის წინააღმდეგ სპეციფიკურ სიტუაციებში.[44][46][47]

სიცოცხლის 1-ლი წლის მანძილზე AAP რეკომენდაციას უწევს პროფილაქტიკას 29 კვირამდე დაბადებული, 0 დღის ჩვილებისთვის; დღენაკლული ჩვილებისთვის ფილტვის ქრონიკული დაავადებით, რაც გულისხმობს 32 კვირამდე ორსულობის პერიოდში დაბადებულ, 0 დღის ჩვილებს, რომლებსაც ესაჭიროებათ >21% ოქსიგენოთერაპია დაბადებიდან 28 დღის განმავლობაში; გულის თანდაყოლილი ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი დაავადების მქონე ჩვილებისთვის; ან ფილტვის პათოლოგიის ან ნეიროკუნთოვანი დაავადების მქონე ჩვილებისთვის, რომლებსაც დარღვეული აქვთ ზედა სასუნთქი გზებიდან სეკრეციის გამოყოფის უნარი.

AAP ასევე რეკომენდაციას უწევს პალივიზუმაბით პროფილაქტიკას 24 თვემდე ბავშვებში, რომლებიც RSV სეზონის დროს ძიერ იმუნოკომრომენტირებულნი იქნებიან; ამის გარდა, დღენაკლულ ბავშვებში ფილტვის ქრონიკული დაავადებით შეიძლება ჩატარდეს მე-2 წლის პროფილაქტიკა, თუ ისინი კვლავ საჭიროებენ მკურნალობას (დამატებითი ჟანგბადი, დიურეტიკები ან კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი კურსი).

ფინანსური ხარჯების და შრომითი ძალისხმევის გათვალისწინებით, კლინიკური გაიდლაინების რეკომენდაციაა პალივიზუმაბი დაინიშნოს მხოლოდ RSV-ს სეზონის შესაბამისი 5 თვის განმავლობაში (თვეში 1 დოზა) და მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებში.

ნებისმიერი ბავშვის პროფილაქტიკა უნდა შეწყდეს თუ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხდა RSV ინფექციის მიზეზით.

პირველადი პარამეტრები

პალივიზუმაბი: 15 მგ/კგ კუნთებში თვეში ერთხელ რსვ სეზონის განმავლობაში

მწვავე

დადასტურებული ბრონქიოლიტი

Back
1-ლი რიგის – 

დამხმარე მკურნალობა

თერაპიის მთავარი მიზანი შეცვლილი წყლის ბალანსისა და ჟანგბადის ცვლის კორექტირებაა[42][54][56]

ბავშვებში ბრონქიოლიტის მართვა უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია ამბულატორიულად. ჩვენებები ჰოსპიტალიზაციისთვის შემდეგია: პერსისტენტულ ჰიპოქსემია, მძიმე ტაქიპნოე, რომელიც განაპირობებს პერორალური კვების ან ჰიდრატაციას უუნარობას, აპნოე და მოსალოდნელი სუნთქვის უკმარისობის განვითარების საშიშროება.

ბრონქიოლიტის მქონე ჩვილებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ კვების გაძნელება ტაქიპნოეს და ნაზალური სეკრეციების გამო.[42] სუნთქვის გაძნელებამ შესაძლოა გაზარდოს ასპირაციის რისკი.[70] ჰოსპიტალიზებული ჩვილების დაახლოებით 30%-ს ესაჭიროება ინტრავენური ან ნაზოგასტრალური კვება.

ერთ-ერთი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევის თანახმად, ინტრავენური ჰიდრატაცია და ნაზოგასტრული ჰიდრატაცია შესაფერისია ბრონქიოლიტის მქონე ჩვილებისთვის. არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი განსხვავება ჯგუფებს შორის ინტენსიურ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის, ვენტილაციური მხარდაჭერის და არასასურველი მოვლენების კუთხით. ნაზოგასტრული მილის ჩადგმას შესაძლოა ჰქონდეს წარმატების უფრო მაღალი ალბათობა და საჭიროებდეს ნაკლებ მცდელობას, ვიდრე ინტრავენური მეთოდი.[71]

რომელ მეთოდსაც არ უნდა ვიყენებდეთ, ჰიდრატაცია სიფრთხილეს მოითხოვს, რათა თავიდან ავიცილოთ სითხის გადაჭარბებული მიღება, რაც ხელს უწყობს სასუნთქი გზების ობსტრუქციის გაძლიერებას. თუ საჭიროა ინტრავენური თერაპია, უნდა გამოიყენებოდეს იზოტონური ხსნარები, ვინაიდან ჰიპოტონური ხსნარების გამოყენებამ შესაძლოა გაზარდის ჰიპონატრემიის რისკი ბრონქიოლიტის მქონე ჩვილებში.[72] არასაკმარისია მონაცემები იმის შესახებ, საკვების მიღების რომელი გაიდლაინი გამოვიყენოთ ბრონქიოლიტით დაავადებული ჩვილებისთვის. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ჩვილების ნაწილი ჰიპერმეტაბოლურია, ხოლო ნაწილი ჰიპომეტაბოლური.[72]

Back
განიხილე – 

სუნთქვის დახმარება

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ჰიპოქსემიურ ბავშვებს უნდა მიეცეს დამატებითი ჟანგბადი.

თავდაპირველი მკურნალობა არის ჟანგბადით სტანდარტული თერაპია, ცხვირის კანულით ან თავის სპეციალური ყუთით.

ამერიკის პედიატრიის აკადემია რეკომენდაციას უწევს ოქსიჰემოგლობინის სამიზნე გაჯერებას (SpO2) ≥90%.[42]

ცხელებამ და აციდოზმა შესაძლებელია ოქსიჰემოგლობინის დესატურაციის მრუდი გადახაროს მარჯვნივ, ამიტომ ამ მდგომარეობების დროს მიზანშეწონილია SpO₂-ის სამიზნე მაჩვენებლის გაზრდა, მაგ. ზოგიერთი გაიდლაინების მიხედვით >92%-მდე.[56][57]

სუნთქვის დაქვეითებული ფუნქციის სხვა ნიშნები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება ან რეტრაქციები, ის ფაქტორებია, რომლებიც გასათვალისწინებელია დამატებითი ჟანგბადის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

გულის ან ფილტვის ფონური დაავადების მქონე ჩვილებს შეიძლება ოქსიგენაციის საბაზისო პათოლოგია აღენიშნებოდეთ. ამ პაციენტებში დამატებითი O₂-ის გამოყენების ზღურბლი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

მაღალი ნაკადის ნაზალური კანულის თერაპია აწვდის დატენიანებული, გამთბარი ჰაერისა და ჟანგბადის ნარევს ცხვირის კანულაში მაღალი ნაკადით.[64] მაღალი ნაკადის ნაზალური კანულა გამოიყენება, როგორც სათადარიგო თერაპია ჰიპოქსემიურ ჩვილებში, რომლებიც არ პასუხობენ სტანდარტულ ოქსიგენოთერაპიას.[65][66] ერთ-ერთმა რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოქსიგენოთერაპიაზე რეაქციის არმქონე ბავშვთა 61% პასუხობს მაღალი ნაკადის ნაზალური კანულით თერაპიას, რაც უზრუნველყოფს ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსების საჭიროების პრევენციას.[67] მაღალი ნაკადის ნაზალური კანულა ეფექტით აღმატებოდა სტანდარტულ ოქსიგენოთერაპიას მკურნალობის წარუმატებლობის პრევენციის კუთხით (მკურნალობის გაძლიერების საჭიროება).[64]

ნაზალური სასუნთქი გზების მუდმივი დადებითი წნევა (CPAP) უნდა გავითვალისწინოთ დაავადების მძიმე ფორმის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით, თუ ისინი არ პასუხობენ მაღალი ნაკადის ნაზალური კანულით თერაპიას ან აღნიშნებათ პოტენციური რესპირატორული უკმარისობის სიმპტომები.[56][57]

შესაძლო რესპირატორული უკმარისობის სიმპტომებია: გამოფიტულობა (აპათიურობა ან დაქვეითებული რესპირაციული ძალისხმევა), განმეორებითი აპნოე, დამატებითი ჟანგბადის გამოყენების მიუხედავად ჟანგბადით გაჯერების სათანადო დონის მიღწევის წარუმატებლობა.[57] სასუნთქი გზების მუდმივი დადებითი წნევა (CPAP) უზრუნველყოს პერიფერიული სასუნთქი გზების კოლაფსის პრევენციას ამოსუნთქვის დროს და იძლევა ფილტვების ზედმეტად გაშლილი რეგიონების დეფლაციის საშუალებას.[68] არასაკმარისია მტკიცებულებები იმის დასადგენად, ამცირებს თუ არა სასუნთქი გზების მუდმივი დადებითი წნევა შემდგომი ინტუბაციის და მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას; აუცილებელია უფრო მასშტაბური შესაბამისი სიმძლავრის მქონე კვლევები.[68]

ინტუბაცია და მექანიკური ვენტილაცია შესაძლოა საჭირო გახდეს ბავშვებისთვის, რომლებიც დამატებითი ჟანგბადის და არაინვაზიური ვენტილაციის მიუხედავად რჩებიან არასტაბილურ მდგომარეობაში.

ერთ-ერთმა სისტემურმა მიმოხილვამ, რომელიც მოიცავდა სასუნთქი გზების მუდმივ დადებით წნევას ან სასუნთქი გზების ორდონიან დადებით წნევას 2 წლამდე ასაკის ვირუსული ბრონქიოლიტით დაავადებულ ბავშვებში, გამოავლინდა არაინვაზიური ვენტილაციის წარუმატებლობის პროგნოზული ფაქტორები, როგორებიცაა მუდმივი აპნოე, მუდმივად მომატებული ნახშიროჟანგის პარციალური წნევა თერაპიიდან 2 საათის შემდეგ, მცირეწლოვანი ასაკი და დაბალი წონა, დაბალი გულისცემის სიხშირე საწყის ეტაპზე და გულისცემის სიხშირის დაქვეითება თერაპიის დაწყების შემდეგ.[69]

Back
განიხილე – 

რიბავირინი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მკურნალობაში რიბავირინის ჩართვის საჭიროება შესაძლებელია დადგეს დაავადების მძიმე ფორმის დროს ან იმ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ მძიმე რისკ ფაქტორები (მაგ. ფილტვის მძიმე ქრონიკული დაავადება ან იმუნოდეფიციტი).[73] რუტინული გამოყენება რეკომენდებული არა რის.

ინიშნება საინჰალაციო რიბავირინი, რომელიც ორგანიზმში მცირე ნაწილაკების აეროზოლის გენერატორით (SPAG) შეყავთ.

სამედიცინო პერსონალი საჭიროებს სპეციალური აეროზოლის საწინააღმდეგო დაცვის საშუალებების გამოყენებას.

ძალიან მაღალმა დოზებმა გამოავლინა შესაძლო მუტოგენური ეფექტი ცხოველებში, მაგრამ არა ადამიანებში. ამ მონაცემებს ეფუძნება რეკომენდაცია, რომ ორსული სამედიცინო პერსონალი არ უნდა მოხვდეს რიბავირინის ექსპოზიციის ქვეშ.

არ გამოვლენილა რაიმე გრძელვადიანი ეფექტი ფილტვის ფუნქციაზე ან განმეორებითი მსტვინავი სუნთქვის სიხშირეზე რიბავირინის მიმღებ პაციენტებში. მაღალი რისკის პაციენტებში ჰოსპიტალიზაციის ვადაზე და მართვითი სუნთქვის ხანგრძლივობის შემცირებაზე მისი გავლენის შესაფასებლად საჭიროა დიდი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევების ჩატარება.

პირველადი პარამეტრები

რიბავირინი: დოზირებასთან დაკავშირებით დაუკავშირდით სპეციალისტს.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას