დიფერენციული დიაგნოზები
ბაქტერიული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ბაქტერიული პნევმონია ამ ასაკობრივ ჯგუფში ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე ბრონქიოლიტი.
პნევმონიის მქონე ჩვილებს, ბრონქიოლიტით დაავადებულებთან შედარებით, ჩვეულებრივ, უფრო მაღალი ცხელბა (≥40°C) აღენიშნებათ.
მსტვინავი სუნთქვა პნევმონიისთვის არ არის დამახასიათებელი.
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზით ლეიკოციტოზი და ნეიტროფილია ვლინდება .
რენტგენოლოგიურად გამოკვეთილი კეროვანი ინფილტრაცია ზრდის პნევმონიის დიაგნოზის ალბათობას.
ქლამიდიური პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
დედას შესაძლოა აღენიშნებოდეს ვაგინალური ქლამიდიური ინფექციის ანამნეზი.
ქლამიდიური პნევმონიის მქონე ჩვილების თითქმის ნახევარს, ანამნეზში აღენიშნებათ ნეონატალური კონიუნქტივიტი.
კლინიკური მიმდინარეობა, ჩვეულებრივ, ქვემწვავეა და არ არის ასოცირებული ზედა სასუნთქი გზების ინფექციასთან.
როგორც წესი, პაციენტები აფებრილურნი არიან. დამახასიათებელია "სტაკატოს" მსგავსი ხველა. ქლამიდიური პნევმონიისთვის უფრო მეტად ხიხინია დამახასიათებელი, მსტვინავ სუნთქვასთან შედარებით.
კვლევები
ეოზინოფილია ქლამიდიური პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი და არ გვხვდება ბრონქიოლიტების დროს.
დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია ნაზოფარინგიალური სეკრეტის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით ან ანტიგენის დეტექციით.
ცისტური ფიბროზი (CF)
ნიშნები / სიმპტომები
CF როგორც წესი მჯღავნდება პანკრეასის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორიცაა სტეატორეა, განვითარების შეფერხება და ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტი.
ჩვეულებრივ, დაავადებულ ბავშვებს აქვთ CF-ის ოჯახური ანამნეზი.
CF-ს ფილტვის დაავადებისთვის დამახასიათებლია ქრონიკული ხველა.
დაავადება თანდათანობით იწყება, გამოკვეთილი სიმპტომების გარეშე და არ ახასიათებს ზედა სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნები.
კვლევები
CF-ით დაავადებულ თითქმის ყველა ბავშვში, რაოდენობრივი პილოკარპინის იონოფორეზის ტესტით ოფლში ვლინდება ქლორიდების მომატებული რაოდენობა (>60 mmol/L)
ლარინგოტრაქეობრონქიტი (კრუპი)
ნიშნები / სიმპტომები
ზედა სასუნთქი გზების ვირუსით, ხშირად პარაგრიპის ვირუსით, გამოწვეული ინფექცია.
ახასიათებს ცხელება, ისპირატორული სტრიდორი, ხრინწიანი ხმა და მყეფავი ხველა.
ხშირად, სიმპტომები ღამით მძიმდება
კვლევები
დიაგნოზი ძირითადად კლინიკურად ისმება.
კისრის ანტეროპოსტერიორულ (AP) რენტგენოგრაფიით შეიძლება გამოჩნდეს შევიწროვება მბგერავი იოგის ქვემოთ, თუმცა ეს კვლევა იშვიათად ინიშნება.
ასთმა
ნიშნები / სიმპტომები
მსტვინავი ხიხინის განმეორებითი ეპიზოდების მქონე ჩვილებს ხშირად აქვთ ატოპიური დერმატიტი, კვებისმიერი ალერგიის ანამნეზი, პერიფერიული ეოზინოფილია და მშობელი ასთმით. შეუძლებელია ყოველთვის გავარჩიოთ, არის თუ არა მსტვინავი სუნთქვის პირველი ეპიზოდი ბრონქიოლიტის თუ საბოლოო ასთმის გამოვლინება.
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზით ეოზინოფილიის სურათი უფრო დამახასიათებელია ასთმისთვის.
დიაგნოზი ჩვეულებრივ კლინიკურია და ეფუძნება ატოპიის ანამნეზს და რეაქციას ბრონქოდილატაციურ პრეპარატებზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას