შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

იანვარში 10 კვირის ბიჭი მიიყვანეს ოჯახის ექიმთან გასინჯვაზე, რადგან დედის გადმოცემით მას გაძნელებული სუნთქვა აღენიშნებოდა. ორსულობა და მშობიარობა გაურთულებლად მიმდინარეობდა. დედა მოიხმარდა თამბაქოს ორსულობის პერიოდშიც და ახლაც აგრძელებდა მოწევას. ასთმის ან ალერგიის ოჯახური ანამნეზი არ აღინიშნება. კონსულტაციამდე 3 დღით ადრე ბავშვს დაეწყო რინიტი და ტაქტილური ცხელება. შემდგომი დღეების განმავლობაში განვითარდა მზარდი ხველა და სუნთქვის გაძნელება. პაციენტმა შეამცირა საკვებისა და სითხის მიღება. გასინჯვისას ტემპერატურა არის 38.0°C (100.4°F), სუნთქვის სიხშირე 42 ჩასუნთქვა წუთში და პულსოქსიმეტრით ოქსიჰემოგლობინის სატურაცია 93%-ია ოთახის ჰაერით სუნთქვის დროს. ბავშვს აღენიშნებოდა სველი ხველა. გულმკერდის შემოწმებით გამოხატულია ნეკნთაშორისი და ნეკნქვეშა რეტრაქცია, ორმხრივად გაფანტული სველი ხიხინი და ამოსუნთქვისას მსტვინავი სუნთქვა.

სხვა გამოვლინებები

ბრონქიოლიტის მქონე ჩვილებს შეიძლება განუვითარდეთ აპნოე. რიგ შემთხვევებში აპნოე შეიძლება დაავადების ერთადერთი გამოვლინება იყოს და როგორც ამბობენ, გვხვდება1.6%-დან 4%-მდე ჰოსპიტალიზებულ ჩვილებში. აპნოეს განვითარების რისკ ფაქტორები მოიცავს 1 თვემდე ასაკს დროულად დაბადებულ ჩვილებში, პოსტ-კონცეპტუალურ 8 კვირამდე ასაკს დღენაკლულ ჩვილებში და აპნოეს წინა ეპიზოდს ანამნეზში.[1][2] რესპირატორულ-სინციტიურმა ვირუსულმა (RSV) ინფექციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კრუპი. მძიმე RSV ინფექციის დროს დაფიქსირებულია გულყრის და გულის არითმიის შემთხვევები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას