კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
სისხლის ქიმიური ანალიზი
ტესტი
თირკმლის მწვავე დაზიანება შეიძლება იყოს ჰიპერტენზიული კრიზის ერთადერთი ნიშანი.
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს კრეატინინის და შარდოვანას მომატება
სისხლის საერთო ანალიზი ნაცხით
ტესტი
ჰიპერტენზიული კრიზის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოთ მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია, რაც ზრდის თირკმლის მწვავე დაზიანების განვითარების რისკს.[67] ჰემოლიზის დამატებითი ნიშნების გამოვლენა შესაძლებელია შრატში LDH, ჰაპტოგლობინისა და არაპირდაპირი ბილირუბინის შემოწმებით.
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს შისტოციტები (ერითროციტების ფრაგმენტები), რაც მიუთითებს ჰემოლიზის არსებობაზე
შარდის ანალიზი მიკროსკოპიით
ტესტი
ჰემატურიითა და პროტეინურიით გამოვლენილი თირკმლის მწვავე დაზიანება შეიძლება ჰიპერტენზიული კრიზის ერთადერთი ნიშანი იყოს.
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს ერითროციტების და ცილის არსებობა
ელექტროკარდიოგრამა
ტესტი
თუ პაციენტს აღენიშნება ტკივილი გულმკერდის არეში და ეკგ-ზე ST სეგმენტის ელევაცია, იგი უნდა გაიგზავნოს გადაუდებელი რევასკულარიზაციისთვის.
თუ ეკგ-ზე აღინიშნება პათოლოგია, მაგრამ ST სეგმენტი არ არის აწეული, ბიომარკერების (მაღალსენსიტიური ტროპონინის) დონე და ექოკარდიოგრამა ყველა პაციენტისთვის პირველის რიგის კვლევებია მწვავე იშემიის ან ინფარქტის გამოსარიცხად.
თუ ეკგ ნორმალურია, გულმკერდის არეში ტკივილის ახსნისთვის განსახილველია აორტის აშრევება.
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს იშემიის ან ინფარქტის ნიშნები, როგორიცაა, ST სეგმენტის ან T კბილის ცვლილება
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
გულმკერდის რენტგენოგრაფია ინფორმატიულია ფილტვის შეშუპების, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის და აორტის აშრევების შეფასებისთვის.
გულმკერდის სტანდარტული რენტგენოგრაფია, როგორც დიაგნოსტიკური საშუალება, არც საკმარისად მგრძნობიარეა და არც სპეციფიკური აორტის დისსექციისთვის გამოსაყენებლად. აორტის დისსექციის (აშრევების) შესაძლო შემთხვევაში რეკომენდებულია ურგენტულად ჩატარდეს გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA) კონტრასტით.
შედეგი
შეიძლება გამოჩნდეს ფილტვის შეშუპების ნიშნები, რაც მიანიშნებს მარცხენა პარკუჭის უკმარისობასა ან შუასაყარის გაფართოებაზე. აღნიშნული მიუთითებს აორტის შესაძლო აშრევებაზე
გასათვალისწინებელი კვლევები
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
ნაჩვენებია, თუ აღინიშნება ჰიპო- ან ჰიპერთირეოზის ნიშნები/სიმპტომები.
შედეგი
თირეომასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) მაღალი და თიროქსინის (T4) დაბალი დონე პირველადი ჰიპოთირეოზის დროს; TSH დაბალი/ნორმალური და T4 დაბალი დონე ცენტრალური ჰიპოთირეოზის დროს; TSH დაბალი და T4 მაღალი დონე - პირველადი ჰიპერთირეოზის დროს (მაგ., გრეივსის დაავადება); TSH დაT4 ორივე მაღალი - ცენტრალური ჰიპერთირეოზის დროს (მაგ., ჰიპოფიზის იშვიათი სიმსივნეების შემთხვევაში)
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
რეკომენდებულია პრეეკლამფსიაზე საეჭვო ყველა ქალისთვის. დაავადების მიმდინარეობის ინფორმატიული ინდიკატორია. ტრანსამინაზების დონის მომატება ნაწილობრივ დიაგნოსტიკურია HELLP სინდრომისთვის (ჰემოლიზი, ღვიძლის ფერმენტების მომატება, თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობა).
შედეგი
შესაძლოა იყოს ანომალიური
გულის ენზიმები
ტესტი
თუ საეჭვოა მწვავე კორონარული სინდრომი, უნდა ჩატარდეს კარდიული ფერმენტების ანალიზი.
შედეგი
მომატებულია მწვავე კორონარული სინდრომის დროს
მომატებული N-ტერმინალური პრო-B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი (NT-proBNP)
ტესტი
BNP უნდა გაიზომოს, თუ საეჭვოა გულის მწვავე უკმარისობა. თუ NT-proBNP დონე ნორმალურია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაციენტს ჰქონდეს გულის უკმარისობა.
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს გულის მწვავე უკმარისობის დროს
კოაგულოგრამა
ტესტი
კოაგულაციური პროფილი, თუ საეჭვოა დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია. პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ან აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო, თრომპოციტოპენასთან ერთდ, მიუთითებს დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის პროგრესირებაზე.
შედეგი
შესაძლოა იყოს ანომალიური
შარდის ან შრატის ტესტი ორსულობაზე
ტესტი
ტარდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, როცა არ არის ცნობილი ორსულობის სტატუსი. ყველა ორსული, რომელთაც აღენიშნება ჰიპერტენზია და პროტეინურია ან სისტემური დაზიანების ნიშნები, საჭიროებს პრეეკლამფსიისა და მისი გართულებების ინტენსიურ შეფასებას და მონიტორინგს.
შედეგი
დადგენილი ორსულობის დროს.
შარდის ტესტი ტოქსინებზე
ტესტი
უტარდება იმ პაციენტებს, ვისთანაც საეჭვოა ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება.
შედეგი
შეიძლება დადებითი იყოს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე
კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA)
ტესტი
აორტის აშრევების შესაძლო შემთხვევაში რეკომენდებულია ურგენტულად ჩატარდეს გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA) კონტრასტით.[61][62] იმ პაციენტებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ იოდის შემცველი კონტრასტის მიღება, უკონტრასტო კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) მისაღები ალტერნატივაა.
ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის (TTE) გამოყენება შეილება ავარიის დროს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) ან საოპერაციო ოთახში მწვავე პროქსიმული დისექციისთვის, თუ პაციენტი კლინიკურად არასტაბილურია და არსებობს რაიმე შეკითხვა დიაგნოზის შესახებ, ან თუ CTA არ არის ხელმისაწვდომი ან უკუნაჩვენებია.[61][62]
შედეგი
აორტის ორი განცალკევებული სანათურის არსებობა ინტიმას ნაფლეთით აშრევების ადგილზე
ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია (TTE)
ტესტი
ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის (TTE) გამოყენება შეილება ავარიის დროს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) ან საოპერაციო ოთახში მწვავე პროქსიმული დისექციისთვის, თუ პაციენტი კლინიკურად არასტაბილურია და არსებობს რაიმე შეკითხვა დიაგნოზის შესახებ, ან თუ CTA არ არის ხელმისაწვდომი ან უკუნაჩვენებია.[61][62]
შედეგი
აორტის ორი განცალკევებული სანათურის არსებობა ინტიმას ნაფლეთით აშრევების ადგილზე
თირკმლის დოპლეროგრაფია
ტესტი
ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერით, ჩვეულებრივ, პირველი რიგის ვიზუალიზაციური კვლევაა თირკმლის არტერიის დაავადებაზე მაღალი ეჭვის მქონე კლინიკურ სიტუაციებში. ამას შეიძლება მოჰყვეს მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია და/ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია.[63] ინვაზიური პროცედურების პოტენციური რისკების გამო, ანგიოგრაფია, სისხლძარღვებზე ჩარევამდე ძირითადად, შემოიფარგლება სტენოზის ვიზუალიზაციით და რაოდენობრივი განსაზღვრით.[63]
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის არტერიის რეზისტენტობის მაჩვენებლების გაზრდა
თავის CT კვლევა კონტრასტის გარეშე
ტესტი
ნაჩვენებია, თუ საეჭვოა ნევროლოგიური გართულებების არსებობა. ინსულტზე ან გარდამავალ იშემიურ შეტევაზე ეჭვის არსებობიას, სიმპტომური იშემიური ცერებრული სისხლძარღვების დაავადების დიაგნოზის დასადასტურებლად რეკომენდებულია თავის ტვინის კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) . თავის ტვინის ჰემორაგიის გამოსარიცხად და მკურნალობის დანიშვნისთვის პაციენტებს, როგორც წესი, უტარდებათ თავის ტვინის უკონტრასტო კომპიუტერული ტომოგრაფია.[64]
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს ინფარქტის ან ჰემორაგიის ნიშნები
თავის MRI გამოკვლევა
ტესტი
ინსულტზე ეჭვის არსებობისას, სიმპტომური იშემიური ცერებრული სისხლძარღვების დაავადების დიაგნოზის დასადასტურებლად რეკომენდებულია თავის ტვინის კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე (MRI) დიფუზია შეწონილ გამოსახულებასა და სითხით შესუსტებული ინვერსიის აღდგენის ნიშნებს შორის შეუსაბამობა შეიძლება ინფორმატიული იყოს იმ ადამიანების შერჩევისთვის, ვისთვისაც შესაძლოა სასარგებლო იყოს ინტრავენური თრომბოლიზისი.[64]თუმცა, MRI-ს შეიძლება დასჭირდეს 30 წუთზე მეტი დრო და ის არ არის უნივერსალურად ხელმისაწვდომი. ამერიკის მეან-გინეკოლგთა კოლეჯი რეკომენდაციას უწევს ორსულობის დროს თავის ტკივილის შეფასებას, რომელიც საჭიროებს თავის ტვინის ან სისხლძარღვების ვიზუალიზაციას მაგნიტურ-რეზონანსული ტექნიკით, რომელიც ზღუდავს გადოლინიუმის გამოყენებას.[52]
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს ინფარქტის ან ჰემორაგიის ნიშნები
პლაზმის რენინის აქტივობა და ალდოსტერონის დონე
ტესტი
ეს კვლევა რენინის აქტივობის არაპირდაპირი საზომია, ანგიოტენზინ I-ის პროდუქციის სიჩქარის გაზომვის გზით, რომელიც იზრდება რენინის სტიმულაციის შედეგად. ჩვეულებრივ, ერთდროულად იზომება ალდოსტერონის დონე. პლაზმის რენინის მაღალი აქტივობა მიანიშნებს ჰიპერტენზიაზე, ანგიოტენზინის ვაზოკონსტრიქციული ეფექტების გამო.
შედეგი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს რენინის აქტივობა შემცირდება, ხოლო ალდოსტერონის დონე გაიზრდება; მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს გაიზრდება როგორც რენინის აქტივობა, ისე ალდოსტერონის დონე
ერთჯერადად აღებულ შარდის ან პლაზმის სინჯში მეტადრენალინის (მეტანეფრინის) დონე
ტესტი
შეიძლება ინფორმატიული იყოს მედიკამენტური მკურნალობის დაწყებამდე, ფეოქრომოციტომის გამოსარიცხად. თუმცა საჭიროა ამ ტესტების სიფრთხილით ინტერპრეტაცია შესაძლო ურთიერთგამომრიცხავი ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა, მედიკამენტები (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, კლოზაპინი, ფენოქსიბენზამინი, ბეტა ბლოკერები, სიმპათომიმეტური საშუალებები, ბუსპირონი) ან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი.
შედეგი
შეიძლება გამოავლინოს მეტადრენალინის მომატებული დონე
24 საათში გამოყოფილ შარდში თავისუფალი კორტიზოლი
ტესტი
ნაჩვენებია, როდესაც ვლინდება კუშინგის სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები.
შედეგი
მომატებულია კუშინგის სინდრომის დროს.
ძილის შესწავლა
ტესტი
რეზისტენტული ჰიპერტენზიის შემთხვევებში და ასევე პაციენტებისთვის, ძილის ობსტრუქციული აპნოეს ნიშნებით ან სიმპტომებით, გასათვალისწინებელია ძილის კვლევა.[31]
შედეგი
შეიძლება აჩვენოს ძილის ობსტრუქციული აპნოეს შესაბამისი შედეგები
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას