კლინიკური შეფასება
კოლორექტული კიბოს კლინიკური სურათი სამი გამოვლინებით ხასიათდება:
ამბულატორიული პაციენტები საეჭვო ნიშნებითა და სიმპტომებით
საშუალო და მაღალი რისკის მქონე პირების რუტინული სკრინინგისას შემთხვევით აღმოჩენილი უსიმპტომო პაციენტები.
იშვიათად, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია ნაწლავის გაუვალობით, პერიტონიტით ან სისხლდენით.
მუცლის ტკივილი, ნაწლავის ჩვევის ცვლილება, რექტალური სისხლდენა ან ანემია ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია. მუცლის იზოლირებული ტკივილი, ანალურ სიმპტომებთან ასოცირებული რექტალური სისხლდენა და ნაწლავის ჩვევის ცვლილება უფრო მკვრივი განავლით, დაბალპროგნოზულია კოლორექტალური კიბოსთვის. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გაიდლაინები იუწყებიან რისკის ზღურბლებს ტესტირებისთვის დაბალი და საშუალო რისკის სიმპტომურ პოპულაციებში.[29]National Comprehensive Cancer Network. NCCN clinical practice guidelines in oncology: colorectal cancer screening [internet publication].
https://www.nccn.org/professionals/physician_gls/default.aspx
[75]Rex DK, Boland CR, Dominitz JA, et al. Colorectal cancer screening: recommendations for physicians and patients from the U.S. Multi-Society Task Force on Colorectal Cancer. Am J Gastroenterol. 2017 Jun 6;112(7):1016-30.
https://journals.lww.com/ajg/fulltext/2017/07000/Colorectal_Cancer_Screening__Recommendations_for.13.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28555630?tool=bestpractice.com
[76]National Institute for Health and Care Excellence. Suspected cancer: recognition and referral. Aug 2023 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng12
მარცხენა ცალმხრივი კოლორექტალური კიბო შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის ჩვევის ცვლილებასთან ერთად ნაწლავის სანათურის პროგრესირებადი შევიწროების გამო, როგორც წესი, ვლინდება დიარეით, განავლის ფორმის ცვლილებით (მცირე კალიბრის ან ლენტის მსგავსი განავალი) და, საბოლოოდ, ნაწლავის გაუვალობით. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები არასპეციფიკურია და განვითარდეს გასტროინტესტინურ სხვა მდგომარეობებშიც.
რკინა-დეფიციტური ანემიის მქონე პაციენტთა 6-10%-ს კოლორექტული კიბო აღენიშნება, ყველაზე ხშირად მსხვილი ნაწლავის მარჯვენა მხარეს.[77]Rockey DC, Cello JP. Evaluation of the gastrointestinal tract in patients with iron-deficiency anemia. N Engl J Med. 1993 Dec 2;329(23):1691-5.
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJM199312023292303
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8179652?tool=bestpractice.com
[78]Raje D, Mukhtar H, Oshowo A, et al. What proportion of patients referred to secondary care with iron deficiency anemia have colon cancer? Dis Colon Rectum. 2007 Aug;50(8):1211-4.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17587088?tool=bestpractice.com
შორს წასული დაავადების ნიშნები და სიმპტომები
მუცლის შებერილობა, წონაში კლება და პირღებინება, როგორც წესი, მიუთითებს უკვე შორსწასულ დაავადებაზე. რექტალური ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს დიდი მოცულობით სიმსივნეზე მენჯში ლოკალური ინვაზიით. სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში ხშირია ჭინთვები (ტენეზმები). თუმცა, ფიზიკური გამოკვლევის შედეგები ხშირად ნორმალურია (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა) და ყოველთვის უნდა მოიცავდეს ციფრულ რექტალურ გამოკვლევას პალპირებადი დაზიანების შესამოწმებლად. შორსწასული დაავადების დროს შეიძლება იყოს მუცლის პალპირებადი მასა ან ღვიძლის გადიდება მეტასტაზების გამო.
ენდოსკოპია
მსხვილი ნაწლავის სრული გამოკვლევა ნაჩვენებია მსხვილი ნაწლავის კიბოზე საეჭვო პაციენტებში.[79]Atkin W, Dadswell E, Wooldrage K, et al; SIGGAR Investigators. Computed tomographic colonography versus colonoscopy for investigation of patients with symptoms suggestive of colorectal cancer (SIGGAR): a multicentre randomised trial. Lancet. 2013 Apr 6;381(9873):1194-202.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23414650?tool=bestpractice.com
კოლონოსკოპია
პრიორიტეტული გამოკვლევა, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს კლინიკური მტკიცებულება ნაწლავის მოსალოდნელი ობსტრუქციის შესახებ, რა შემთხვევაშიც უკუნაჩვენებია ნაწლავის მომზადებაა და მსხვილი ნაწლავის გაბერვა.[80]Vogel JD, Felder SI, Bhama AR, et al. The American Society of Colon and Rectal Surgeons clinical practice guidelines for the management of colon cancer. Dis Colon Rectum. 2022 Feb 1;65(2):148-77.
https://journals.lww.com/dcrjournal/Fulltext/2022/02000/The_American_Society_of_Colon_and_Rectal_Surgeons.7.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34775402?tool=bestpractice.com
ეს არის ყველაზე მგრძნობიარე დიაგნოსტიკური ტესტი კოლორექტალური კიბოსთვის და იძლევა საეჭვო დაზიანებების ბიოფსიისა და შემთხვევითი პოლიპების მოცილების საშუალებას.
კოლონოსკოპია დიდად არის დამოკიდებული ოპერატორზე
დასრულების კოეფიციენტები (ანუ, ბრმა ნაწლავზე გადასული ფარგლები) არსებითად განსხვავდება და მისაღებად განიხილეა 90%-იანი მაჩვენებელი. ბევრი ადამიანი აღწევს 98%-იან მაჩვენებელს. არასრული კოლონოსკოპია და ნაწლავის ცუდი მომზადება არის ორი ცვლადი, რომლებიც ხელს უწყობს კოლონოსკოპიის დროს კოლორექტალური კიბოს გამორჩენის სიხშირეს შესაბამისად 2% და 6%-ში.[81]Bressler B, Paszat LF, Chen Z, et al. Rates of new or missed colorectal cancers after colonoscopy and their risk factors: a population-based analysis. Gastroenterology. 2007 Jan;132(1):96-102.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17241863?tool=bestpractice.com
პროცედურასთან დაკავშირებუი სხვა გართულებები დაკავშირებულია სედაციასა და ნაწლავის მოსამზადებელ პროცედურებთან(0.12%-მდე).[82]Lieberman DA, Weiss DG, Bond JH, et al; Veterans Affairs Cooperative Study Group 380. Use of colonoscopy to screen asymptomatic adults for colorectal cancer. N Engl J Med. 2000 Jul 20;343(3):162-8.
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJM200007203430301
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10900274?tool=bestpractice.com
[83]Luning T, Keemers-Gels M, Barendregt W, et al. Colonoscopic perforations: a review of 30,366 patients. Surg Endosc. 2007 Jun;21(6):994-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17453289?tool=bestpractice.com
ალტერნატიული პროცედურები
მოქნილი სიგმოიდოსკოპია შეიძლება იყოს შესაბამისი დაბალი რისკის მქონე პაციენტში, როგორიცაა 50 წელზე უმცროსი პაციენტი იზოლირებული რექტალური სისხლდენით. იმ შემთხვევაში, თუ სიგმოიდოსკოპიის დროს სიმსივნე გამოვლინდა, აუცილებელია მსხვილი ნაწლავის სრული გამოკვლევა პრე- ან პოსტოპერაციულად, რადგან სიმსივნეთა სინქრონული გამოვლინება შესაძლებელია პაციენტთა 5%-ში.[84]Holme Ø, Bretthauer M, Fretheim A, et al. Flexible sigmoidoscopy versus faecal occult blood testing for colorectal cancer screening in asymptomatic individuals. Cochrane Database Syst Rev. 2013 Oct 1;(9):CD009259.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD009259.pub2/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24085634?tool=bestpractice.com
ბარიუმის ორმაგი საკონტრასტო ოყნა უსაფრთხო და კარგად ასატანი მეთოდია, რომელიც არ საჭიროებს ინტრავენურ სედაციას. თუმცა, შედარებით კვლევებში, მსხვილი ნაწლავის ვიზუალიზაციისთვის, პაციენტებმა ამჯობინეს კოლონოსკოპია ან კატე(CT) კოლონოგრაფია, ვიდრე ორმაგი კონტრასტული ბარიუმის ოყნა.[85]Gluecker TM, Johnson CD, Harmsen WS, et al. Colorectal cancer screening with CT colonography, colonoscopy, and double-contrast barium enema examination: prospective assessment of patient perceptions and preferences. Radiology. 2003 May;227(2):378-84.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12732696?tool=bestpractice.com
[86]Bosworth HB, Rockey DC, Paulson EK, et al. Prospective comparison of patient experience with colon imaging tests. Am J Med. 2006 Sep;119(9):791-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16945615?tool=bestpractice.com
[87]Halligan S, Wooldrage K, Dadswell E, et al; SIGGAR investigators. Computed tomographic colonography versus barium enema for diagnosis of colorectal cancer or large polyps in symptomatic patients (SIGGAR): a multicentre randomised trial. Lancet. 2013 Apr 6;381(9873):1185-93.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23414648?tool=bestpractice.com
[88]von Wagner C, Smith S, Halligan S, et al. Patient acceptability of CT colonography compared with double contrast barium enema: results from a multicentre randomised controlled trial of symptomatic patients. Eur Radiol. 2011 May 31;21(10):2046-55.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21626363?tool=bestpractice.com
[89]Rex DK, Rahmani EY, Haseman JH, et al. Relative sensitivity of colonoscopy and barium enema for detection of colorectal cancer in clinical practice. Gastroenterology. 1997 Jan;112(1):17-23.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8978337?tool=bestpractice.com
ორმაგი კონტრასტული ბარიუმის ოყნა ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კოლონოგრაფია შეიძლება განვიხილოთ პაციენტებში, რომელთაც არ სურთ კოლონოსკოპიის ჩატარება, რომლებიც არ წარმოადგენენ კოლონოსკოპიისთვის შესაფერის კანდიდატებს ან ვისთვისაც კოლონოსკოპია უკუნაჩვენებია.
გამოსახულებითი კვლევები
კტ კოლონოგრაფიით (ვირტუალური კოლონოსკოპია) მიიღება მსხვილი ნაწლავის სანათურშიდა სურათი, ტრადიციული კოლონოსკოპიის მსგავსად. მას აქვს თანაბარი მგრძნობელობა ჩვეულებრივი კოლონოსკოპიის მიმართ კოლორექტალური კიბოს გამოსავლენად და არ საჭიროებს სედაციას, მაგრამ აქვს ნაკლები სპეციფიკურობა.[79]Atkin W, Dadswell E, Wooldrage K, et al; SIGGAR Investigators. Computed tomographic colonography versus colonoscopy for investigation of patients with symptoms suggestive of colorectal cancer (SIGGAR): a multicentre randomised trial. Lancet. 2013 Apr 6;381(9873):1194-202.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23414650?tool=bestpractice.com
[90]Rockey RC, Paulson E, Niedzwiecki D, et al. Analysis of air contrast barium enema, computed tomographic colonography, and colonoscopy: prospective comparison. Lancet. 2005 Jan 22-28;365(9456):305-11.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15664225?tool=bestpractice.com
[91]Mulhall BP, Veerappan GR, Jackson JL. Meta-analysis: computed tomographic colonography. Ann Intern Med. 2005 Apr 19;142(8):635-50.
https://www.acpjournals.org/doi/full/10.7326/0003-4819-142-8-200504190-00013?rfr_dat=cr_pub++0pubmed&url_ver=Z39.88-2003&rfr_id=ori%3Arid%3Acrossref.org
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15838071?tool=bestpractice.com
CT კოლონოგრაფია და ოპტიკური კოლონოსკოპია მიიჩნევა უფრო მგრძნობიარე ტესტად, ვიდრე ბარიუმის ოყნა; როგორც ჩანს, პაციენტებს ურჩევნიათ CT კოლონოგრაფია ვიდე ორმაგ-კონტრასტული ბარიუმის ოყნა.[87]Halligan S, Wooldrage K, Dadswell E, et al; SIGGAR investigators. Computed tomographic colonography versus barium enema for diagnosis of colorectal cancer or large polyps in symptomatic patients (SIGGAR): a multicentre randomised trial. Lancet. 2013 Apr 6;381(9873):1185-93.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23414648?tool=bestpractice.com
[88]von Wagner C, Smith S, Halligan S, et al. Patient acceptability of CT colonography compared with double contrast barium enema: results from a multicentre randomised controlled trial of symptomatic patients. Eur Radiol. 2011 May 31;21(10):2046-55.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21626363?tool=bestpractice.com
[89]Rex DK, Rahmani EY, Haseman JH, et al. Relative sensitivity of colonoscopy and barium enema for detection of colorectal cancer in clinical practice. Gastroenterology. 1997 Jan;112(1):17-23.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8978337?tool=bestpractice.com
CT კოლონოგრაფია შეიძლება გამოყენებულ იქნას მსხვილი ნაწლავის შეფასების დასასრულებლად, როდესაც ოპტიკური კოლონოსკოპია ტექნიკური მიზეზების გამო არასრულია. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტების შესაფასებლად, რომლებსაც არ სურთ კოლონოსკოპიის ჩატარება, რომლებიც არ არიან კოლონოსკოპიისთვის შესაფერისი კანდიდატები, ან ვისთვისაც კოლონოსკოპია უკუნაჩვენებია.
ბარიუმის ორმაგი კონტრასტული ოყნა ჩანაცვლებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით კოლონოგრაფიით თითქმის ყველა ჩვენებისთვის, მაგრამ ის უსაფრთხო და კარგად ასატანია.[92]Mang T. [Colorectal cancer: role of imaging in screening]. [in ger]. Radiologe. 2019 Jan;59(1):23-34.
https://www.doi.org/10.1007/s00117-018-0479-0
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30564957?tool=bestpractice.com
CT კოლონოგრაფიის მსგავსად, ბარიუმის ორმაგი კონტრასტული ოყნა არ საჭიროებს სედაციას.
დრეკად სიგმოიდოსკოპიასთან ერთად, შეიძლება საჭირო გახდეს გამომსახველობითი კვლევებიც, განსაკუთრებით თუ სიგმური ნაწლავის ადეკვატური დათვალიერება ვერ მოხერხდა, მაგალითად, მძიმე დივერტიკულური დაავადების დროს.
ტესტების საორჭოფო შედეგების შემთხვევაში დამატებითი გამოკვლევები არის საჭირო.
შემდგომი ვიზუალიზაცია და ჰისტოლოგია
მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის კიბო უნდა დადასტურდეს ჰისტოლოგიით.[80]Vogel JD, Felder SI, Bhama AR, et al. The American Society of Colon and Rectal Surgeons clinical practice guidelines for the management of colon cancer. Dis Colon Rectum. 2022 Feb 1;65(2):148-77.
https://journals.lww.com/dcrjournal/Fulltext/2022/02000/The_American_Society_of_Colon_and_Rectal_Surgeons.7.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34775402?tool=bestpractice.com
[93]Glynne-Jones L, Wyrwicz E, Tiret G, et al. Rectal cancer: ESMO clinical practice guidelines for diagnosis, treatment and follow-up. Ann Oncol. 2017;28(suppl 4):iv22-iv40.
http://www.esmo.org/Guidelines/Gastrointestinal-Cancers/Rectal-Cancer
მას შემდეგ, რაც დიაგნოსტირდება კოლორექტული კიბო, დაავადების სტადიის განსაზღვრისთვის საჭიროა შემდგომი გამოკვლევების ჩატარება. ღვიძლისა და გულმკერდის ვიზუალიზაცია, როგორც წესი, გულმკერდის, მუცლისა და მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფიით, აუცილებელია მეტასტაზების გამოსავლენად.[80]Vogel JD, Felder SI, Bhama AR, et al. The American Society of Colon and Rectal Surgeons clinical practice guidelines for the management of colon cancer. Dis Colon Rectum. 2022 Feb 1;65(2):148-77.
https://journals.lww.com/dcrjournal/Fulltext/2022/02000/The_American_Society_of_Colon_and_Rectal_Surgeons.7.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34775402?tool=bestpractice.com
სწორი ნაწლავის კიბოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) პროტოკოლი (ან ტრანსრექტალური ენდოსკოპიური ულტრაბგერითი თუ MRI უკუნაჩვენებია) აუცილებელია სწორი ნაწლავის კიბოს ლოკალური (T და N) სტადიის განსასაზღვრად, რომელიც შემდეგ გამოიყენება უშუალოდ მკურნალობის არჩევისთვის.[94]National Comprehensive Cancer Network. NCCN clinical practice guidelines in oncology: rectal cancer [internet publication].
https://www.nccn.org/professionals/physician_gls/default.aspx
MRI არის პრიორიტეტული მოდალობა ლოკალური სტადიისთვის, რადგან მისი სიზუსტე განსაზღვრავს როგორც წრეწირის რეზექციის ზღვარს, ასევე პირველადი სიმსივნის T სტადიას.[95]Al-Sukhni E, Milot L, Fruitman M, et al. Diagnostic accuracy of MRI for assessment of T category, lymph node metastases, and circumferential resection margin involvement in patients with rectal cancer: a systematic review and meta-analysis. Ann Surg Oncol. 2012 Jul;19(7):2212-23.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22271205?tool=bestpractice.com
გასათვალისწინებელი რადიოლოგიური კვლევები
პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიის (PET) სკანირების ჩვენებები მოიცავს ღვიძლგარე მეტასტაზების გამოვლენას პაციენტებში, რომლებთანაც საფიქრალია, რომ არის მხოლოდ ღვიძლის მეტასტაზური დაავადება და რომლებთანაც განიხილება ქირურგიული მეტასტაზექტომია.[96]Watson AJ, Lolohea S, Robertson GM, et al. The role of positron emission tomography in the management of recurrent colorectal cancer: a review. Dis Colon Rectum. 2007 Jan;50(1):102-14.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17115340?tool=bestpractice.com
[97]Zhang C, Chen Y, Xue H, et al. Diagnostic value of FDG-PET in recurrent colorectal carcinoma: a meta-analysis. Int J Cancer. 2009 Jan 1;124(1):167-73.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18844237?tool=bestpractice.com
[98]Facey K, Bradbury I, Laking G, et al. Overview of the clinical effectiveness of positron emission tomography imaging in selected cancers. Health Technol Assess. 2007 Oct;11(44):iii-iv, xi-267.
https://www.journalslibrary.nihr.ac.uk/hta/hta11440#/abstract
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17999839?tool=bestpractice.com
თუმცა, ერთი კვლევით გამოვლინდა, რომ PET-CT არ იწვევს ქირურგიული მენეჯმენტის ხშირ ცვლილებას მხოლოდ CT-სთან შედარებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის პოტენციურად რეზექცირებადი მეტასტაზები.[99]Moulton CA, Gu CS, Law CH, et al. Effect of PET before liver resection on surgical management for colorectal adenocarcinoma metastases: a randomized clinical trial. JAMA. 2014 May 14;311(18):1863-9.
https://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/1869209
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24825641?tool=bestpractice.com
PET შეიძლება დამხმარე იყოს რეციდივის იდენტიფიცირებაში ამ მხრივ საეჭვო პაციენტებთან, სიმპტომების ან მზარდი კარცინოემბრიონული ანტიგენის გათვალისწინები, მაგრამ რომლებთანაც დიაგნოსტიკური გამოვკვლევები უარყოფითია.[100]Flamen P, Hoekstra OS, Homans F, et al. Unexplained rising carcinoembryonic antigen (CEA) in the postoperative surveillance of colorectal cancer: the utility of positron emission tomography (PET). Eur J Cancer. 2001 May;37(7):862-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11313174?tool=bestpractice.com
[101]Royal College of Radiologists, Royal College of Physicians. Evidence-based indications for the use of PET-CT in the United Kingdom 2022 [internet publication].
https://www.rcr.ac.uk/publication/evidence-based-indications-use-pet-ct-united-kingdom-2022
[102]Yu T, Meng N, Chi D, et al. Diagnostic value of (18)F-FDG PET/CT in detecting local recurrent colorectal cancer: a pooled analysis of 26 individual studies. Cell Biochem Biophys. 2015 Jun;72(2):443-51.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25737131?tool=bestpractice.com
ლაბორატორული გამოკვლევები
რუტინული სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ბიოქიმიური ტესტები, ძვლის პროფილი და თირკმლის ფუნქციური ანალიზები რეკომენდებულია, როგორც საბაზისო კვლევები.
განავლის რაოდენობრივი იმუნოქიმიური ტესტი (FIT)
განავალში სისხლის მცირე რაოდენობა, რაც მიუთითებს შესაძლო კოლორექტალურ კიბოზე, გამოვლენილია FIT-ით.[76]National Institute for Health and Care Excellence. Suspected cancer: recognition and referral. Aug 2023 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng12
[103]National Institute for Health and Care Excellence. Quantitative faecal immunochemical testing to guide colorectal cancer pathway referral in primary care. Aug 2023 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/dg56
გაერთიანებული სამეფოს გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ FIT-ის შეთავაზებას პირველადი ჯანდაცვის პარამეტრებში, რათა გამოვლინდნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ მსხვილი ნაწლავის კიბო, რათა პრიორიტეტულად რეფერირდნენ ჯანდაცვის მეორეულ რგოლში. მოზრდილებში რეკომენდებულია რაოდენობრივი FIT -ის HM‑JACKarc-ის ან OC‑სენსორით გამოყენება საეჭვო კოლორექტალური კიბოს შემთხვევაში რეფერალის გზამკვლელად:[76]National Institute for Health and Care Excellence. Suspected cancer: recognition and referral. Aug 2023 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng12
[103]National Institute for Health and Care Excellence. Quantitative faecal immunochemical testing to guide colorectal cancer pathway referral in primary care. Aug 2023 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/dg56
აბდომინური მასით, ან
ნაწლავის ჩვევის შეცვლით, ან
რკინადეფიციტური ანემიით, ან
≥40 წლის ასაკის აუხსნელი წონის კლებით და მუცლის ტკივილით, ან
50 წლამდე ასაკის რექტალური სისხლდენით ან აუხსნელი მუცლის ტკივილით ან აუხსნელი წონის კლებით, ან
≥50 წლის ასაკის აუხსნელი რექტალური სისხლდენა, მუცლის ტკივილი ან წონის კლება, ან
≥60 წელზე უფროსი ასაკის ანემიით რკინის დეფიციტის არარსებობის შემთხვევაში.
გაერთიანებული სამეფოს გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს FIT-ს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ წინა უარყოფითი FIT შედეგები. რეფერალის განხილვამდე FIT არ უნდა შეეთავაზოთ პაციენტებს რექტალური მასის, აუხსნელი ანალური მასის ან აუხსნელი ანალური წყლულის შემთხვევაში.[76]National Institute for Health and Care Excellence. Suspected cancer: recognition and referral. Aug 2023 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng12
[103]National Institute for Health and Care Excellence. Quantitative faecal immunochemical testing to guide colorectal cancer pathway referral in primary care. Aug 2023 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/dg56
თუ FIT შედეგი არის ≥10 მიკროგრამი ჰემოგლობინი/გ განავალში, ურგენტულად დაარეფერირეთ პაციენტები (დანიშნეთ შეხვედრა 2 კვირის განმავლობაში). თუ ეჭვი გაქვთ მსხვილი ნაწლავის კიბოზე, მიეცით რჩევები უსაფრთხოების შესახებ და არ დააყოვნოთ რეფერალი, მაშინაც კი, თუ ადამიანები არ დააბრუნებენ ფეკალურ ნიმუშს ან აქვთ FIT შედეგი <10 მიკროგრამი ჰემოგლობინი/გ. FIT-ის შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელი ისეთი გამოკვლევების თავიდან აცილება, როგორიცაა კოლონოსკოპია იმ პირებთან, რომლებსაც ნაკლებად აქვთ კოლორექტალური კიბოს რისკი; შესაბამისად რესურსები ხელმისაწვდომი გახდება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.[76]National Institute for Health and Care Excellence. Suspected cancer: recognition and referral. Aug 2023 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng12
[103]National Institute for Health and Care Excellence. Quantitative faecal immunochemical testing to guide colorectal cancer pathway referral in primary care. Aug 2023 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/dg56
გენეტიკური ტესტები
აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული გაიდლაინების რეკომენდაციით, ყველა პაციენტმა, ვისაც დაუდგინდა მსხვილი ან რექტალური ნაწლავის კიბო, უნდა გაიაროს ტესტირება ლინჩის სინდრომზე.[104]National Comprehensive Cancer Network. NCCN clinical practice guidelines in oncology: colon cancer [internet publication].
https://www.nccn.org/professionals/physician_gls/default.aspx
[105]National Institute for Health and Care Excellence. Colorectal cancer. Quality standard (QS20). Feb 2022 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/qs20/chapter/Quality-statements
ტესტის შედეგებმა შეიძლება მიგვითითოს სისტემური თერაპიის არჩევანი, კიბოს რისკის შემცირების სტრატეგიები სხვა საიტებში და ოჯახის წევრების ტესტირება.