შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
27 წლის შიდსით დაავადებულ მამაკაცს 4 დღეა აღენიშნება გამონაყარი, მას შემდეგ რაც ჩაიტარა 19-დღიანი პროფილაქტიკური მკურნალობა ტრიმეთოპრიმ/ სულფამეტოქსაზოლით, დიფერენციაციის კლასტერი არის < 200ლიმფოციტიდან 4. აქერცლილია სხეულის ზედაპირის მთლიანი ფართობის (TBSA) 20%, გაფანტული ლაქებით მთელს ტანსა და კიდურებზე. ერითემული კონიუნქტივას გარდა, პროცესში ლორწოვანის ჩართულობა არ აღინიშნება. წარმატებული მკურნალობიდან 12 დღის შემდეგ პაციენტი გაეწერა საავამდყოფოდან. გაწერიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ ის იღებს "ანტიბიოტიკებს გაციებისა და კანდიდოზური სტომატიტის გამო", რის შემდეგაც უვითარდება ცხელება, კანის დიფუზური ერითემა და ქავილი. საავადმყოფოს მიმართავს მედიკამენტების მიღებიდან 4 საათის შემდეგ, არტერიული წნევით 80/40 მმ ვწყ სვ , ტემპერატურით 40 ° C (104 ° F), სუნთქვის სიხშირით 22 ჩასუნთქვა წუთში და გულისცემის სიხშირით 96 დარტყმა/წუთში. აღმოჩნდა, რომ მიღებული "ანტიბიოტიკი" იყო ტრიმეთოპრიმი /სულფამეთოქსაზოლი.
შემთხვევის ანამნეზი #2
14 წლის ბიჭი 1 -დღიანი ცხელების ისტორიით, ფოტოფობიით, ციებ-ცხელებით, ხველით, ტონზილური ჰიპერტროფიით და დახეთქილი, სისხლმდინარე ტუჩებით მოსულია კლინიკაში. აღენიშნება დიზუფური ერითემატოზული გამონაყარი, ხელისგულებისა და ტერფების ჩათვლით, მთლინობაში სხეულის ზედაპირის საერთო ფართობის 57% -ის დაფარვით. 24 საათის განმავლობაში გამონაყარი იზრდება სხეულის ზედაპირის საერთო ფართობის 90%-მდე და პაციენტს ესაჭიროება ფილტვების მექანიკური ვენტილაცია სუნთქვის დარღვევის გამო. ანამნეზში მნიშვნელოვანია ასთმა და ზედა სასუნთქი გზების 2 კვირის წინ განვითარებული ინფექციის გამო იღებდა იბუპროფენს. [Figure caption and citation for the preceding image starts]: სტივენს-ჯონსონის სინდრომი: ტერფებზე კანის შრის გაქრობაექიმ არეტა კოვალ-ვერნის პირადი კოლექციიდან [Citation ends].
სხვა გამოვლინებები
სხვა ძალიან სპეციფიკური თავისებურებები შეიძლება იყოს ატიპური სამიზნე კერები (რომლებიც შეიძლება იყოს კონფლუენტური ), ლაქები, პალპირებადი ალისფერი კეროვანი დაზიანებები ან დადებითი ნიკოლსკის ნიშანი (ეპიდერმული ფენა ადვილად იქერცლება დაზიანების არეზე ზეწოლით). სხვა გამოვლინებებს შორის პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, თვალის დაზიანებები, სტომატიტი, ენის შეშუპება, დიარეა, პირღებინება, დიზურია, ლიმფური კვანძების გადიდება, ართრალგია, ართრიტი, ბრონქიტი, სუნთქვის უკმარისობა, მსტვინავი სუნთქვა, გენიტალური დაზიანებები, ჰიპოტონია და დეჰიდრატაცია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას