მიდგომა

ანტიბიოტიკოთერაპია მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა დოქსიციკლინის ერთი დოზით რეკომენდებულია ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებში გამოხატული მნიშვნელოვანი ექსპოზიიციის დროს:[25]

  • ტკიპის მაღალი რისკის ნაკბენი: Ixodes-ის სახეობის ტკიპის ნაკბენი; მინიმუმ 36 საათიანი მიმაგრება ტკიპისა კანზე; და ლაიმის დაავადების მაღალი ენდემურობის ადგილი.

  • პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ტკიპას მოშორებიდან 72 საათში.

  • დოქსიციკლინი უკუნაჩვენები არ არის. დოქსიციკლინი რეკომენდებული არ არის <8 წლამდე ბავშვებში (ზოგიერთ ქვეყანაში) ან ორსულობის/ლაქტაციის დროს. დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ბავშვებში. აშშ-ში ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ ნებადართულია დოქსიციკლინის ხანმოკლე გამოყენება (21 დღემდე)8 წლამდე ბავშვებში ლაიმის დაავადების დროს. დოქსიციკლინი რეკომენდებული არ არის <8 წლამდე ბავშვებში (ზოგიერთ ქვეყანაში) ან ორსულობის/ლაქტაციის დროს. დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ბავშვებში. შეერთებულ შტატებში, პედიატრიის ამერიკული აკადემია (AAP) მხარს უჭერს დოქსიციკლინის ხანმოკლე გამოყენებას (<21 დღე) ლაიმის დაავადებისთვის 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.[37] უწინ დიქსიციკლინი გამოიყენებოდა მხოლოდ 8 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, თუმცა ბოლოდროინდელი შედარებითი მონაცემებით, უფრო დაბალი ასაკის ბავშვებში ის არ იწვევს კბილების ლაქებს ან ემალის ჰიპოპლაზიას; ამიტომ რეკომენდაციები შესწორდა.[38]

მაღალი ენდემურობის ადგილად მიიჩნევა ის არეა, სადაც Borrelia burgdorferi-ის პრევალენტობა ადგილობრივი ტკიპების >20%-ში გვხვდება.[25]

პაციენტები, რომელთაც არ შეუძლიათ დოქსიციკლინის მიღება ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის, მკურნალობას ადრეული სიმპტომების გამოვლენისთანავე იწყებენ.

მიგრატორული ერითემა

მიგრატორული ერითემით მიმდინარე ლაიმის დაავადება, თანდათული კარდიოვასკულური ან ნევროლოგიური გართულებების გარეშე, იკურნება შემდეგნაირად:[25][39][40][41][42][43][44][45][46]

  • დოქსიციკლინი 10 დღის განმავლობაში; ან ამოქსიცილინი ან ცეფუროქსიმი 14 დღე. დიდ ბრიტანეთში რეკომენდებულია დოქსიციკლინისა და ამოქსიცილინის უფრო გრძელი კურსები (21 დღე).[32]

  • რანდომიზებულმა, ღია კვლევამ სლოვენიაში, 300 მოზრდილის მონაწილეობით ერთეული მიგრირებადი ერითემით, გამოავლინა რომ პერორალური დოქსიციკლინი 7 დღის განმავლობაში არ ჩამოუვარდებოდა 14 დღეს, რაც ზრდის ხანმოკლე მკურნალობის კურსის შესაძლებლობას. ამ აღმოჩენის დასადასტურებლად საჭიროა უფრო დიდი კვლევები სხვადასხვა რეგიონიდან[47]

  • დოქსიციკლინი არ არის რეკომენდებული ორსულებში ან მეძუძურ ქალებში; ამოქსიცილინი 14 დღის განმავლობაში არის რეკომენდებული მკურნალობა.

  • ამოქსიცილინის გამოყენება მიზანშეწონილია 8 წლამდე ასაკის ბავშვებში (ზოგიერთ ქვეყანაში). დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ბავშვებში. აშშ-ში ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ ნებადართულია დოქსიციკლინის ხანმოკლე გამოყენება (21 დღემდე)8 წლამდე ბავშვებში ლაიმის დაავადების დროს.[37]

  • მაკროლიდები არ არის რეკომენდებული პირველი რიგის თერაპიად, თუმცა გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი არჩევის სამივე მედიკამენტის მიმართ არატოლერანტულია. აზითრომიცინი ამ შემთხვევებში შეიძლება გამოიყენოთ 7-10 დღეც. შეერთებულ შტატებში მაკროლიდები, როგორც წესი, ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ამოქსიცილინი, რანდომიზებული კვლევის შედეგების საფუძველზე, რომელიც აჩვენა სიმპტომების გაუმჯობესება და რეციდივის რისკის შემცირება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამოქსიცილინით, აზითრომიცინთან შედარებით.[48] დიდ ბრიტანეთში რეკომენდებულია აზითრომიცინის უფრო ხანგრძლივი კურსები (17 დღე).[32]

  • თუ მიგრატორული ერითემის საზოგადოებაში შეძენილი ცელულიტისგან დიფერენცირება ვერ ხერხდება, რეკომენდებულია ცეფუროქსიმი ან ამოქსიცილინ/ცლავულინატი, რადგან მოცემული მედიკამენტები ორივე მდგომარეობის დროს ეფექტურია.

გულის დაზიანება

ჰოსპიტალიზაცია, ინტრავენური ანტიბიოტიკები და მუდმივი ეკგ მონიტორინგი რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ გულის ისეთი მძიმე გართულებები ან მათი რისკი, როგორებიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, სინკოპე, დისპნოე, ატრიოვენტრიკულური ბლოკი, PR ინტერვალი 300 მილიწამი ან მეტი, სხვა ტიპის არითმიები, ან მიოპერიკარდიტის კლინიკური გამოვლინებები.[25] ცეფტრიაქსონი უპირატესი პრეპარატია ზრდასრულებსა და ბავშვებში. ალტერნატიული აგენტებია ცეფოტაქსიმი ან ბენზილპენიცილინი. დოქსიციკლინი ალტერნატიული მედიკამენტია გულისმიერი გართულებების მქონე პაციენტებში, რომლებიც ვერ იღებენ პენიცილინებს ან ცეფალოსპორინებს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში ის არ არის რეკომენდებული 8 წლამდე ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურებში. დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ბავშვებში. აშშ-ში ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ ნებადართულია დოქსიციკლინის ხანმოკლე გამოყენება (21 დღემდე)8 წლამდე ბავშვებში ლაიმის დაავადების დროს.[37][38] კლინიკური გაუმჯობესების თვალსაჩინოების შემთხვევაში პაციენტებს უნდა დაენიშნოთ პერორალური ანტიბიოტიკები.

დროებითი პეისმეიკერის გამოყენება რეკომენდებულია სიმპტომური ბრადიკარდიის მქონე პაციენტებისთვის, როდესაც ვერ ხერხდება მედიკამენტური მართვა.[25]​​ ლაიმის კარდიტის მქონე პაციენტებს, რომლებსაც არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, მკურნალობენ ორალური ანტიბიოტიკებით.[25] პერორალური ანტიბიოტიკების ვარიანტებია დოქსიციკლინი, ამოქსიცილინი ან ცეფუროქსიმი.

ანტიბოტიკოთერაპიის რეკომენდებული ხანგრძლივობა ლაიმით გამოწვეული კარდიტისთვის არის 14-21 დღე.

ლაიმის ართრიტი

მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და გავრცელებაზე:[25]

  • ლაიმის ართრიტის მქონე პაციენტების მკურნალობა ხორციელდება პერორალური ანტიბიოტიკებით, მათ შორის დოქსიციკლინით, ამოქსიცილინით ან ცეფუროქსიმით, 28 დღის განმავლობაში; არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები დამატებით გამოიყენება სიმპტომების მოსახსნელად.

  • როდესაც პერორალური ანტიბიოტიკების საწყისი კურსის შემდეგ ვითარდება სახსრების განმეორებითი ან მუდმივი შეშუპება, პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ 2-4-კვირიანი პარენტერული თერაპია ინტრავენური ცეფტრიაქსონით და არა პერორალური ანტიბიოტიკების მეორე კურსით.

ართრიტის მქონე პაციენტები, რომლებიც არ რეაგირებენ ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე, უნდა მივმართოთ რევმატოლოგთან დამატებითი გამოკვლევებისთვის და სხვა გამომწვევი მიზეზების სათანადო მკურნალობისთვის.[25]

ნევროლოგიური ლაიმის დაავადება (ნეირობორელიოზი)

ლაიმის დაავადების მწვავე ნევროლოგიური გამოვლინებების მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ჩამოთვლილი ანტიბიოტიკებიდან ერთ-ერთით: ინტრავენური ცეფტრიაქსონი, ცეფოტაქსიმი, ბენზილპენიცილინი ან პერორალური დოქსიციკლინი 2-3 კვირის განმავლობაში.[25] მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, პარენტერული ანტიბიოტიკები გამოიყენება ნევროლოგიური გართულებების მქონე პაციენტებში, პერორალური დოქსიციკლინიც ისეთივე ეფექტური აღმოჩნდა დაავადების ადრეულ ეტაპზე.[33]

ლაიმის დაავადების ადრეული ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებმა, თავის ტვინის გარსების, კრანიული ნერვების, ნერვული ფესვების ან პერიფერული ნერვების (ბანვარსის სინდრომი) ჩართულობით, შეიძლება 2 კვირიანი კურსი ჩაიტარონ პერორალური (დოქსიციკლინი) ან ინტრავენური ანტიბიოტიკით (ცეფტრიაქსონი, ცეფოტაქსიმი, ბენზილპენიცილინი).[33]

მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია პაციენტები ტვინის პარენქიმის დაზიანებით, როგორიცაა ფოკალური ან MRI ცვლილებები, ისინი უნდა მკურნალობდნენ ინტრავენური ანტიბიოტიკებით 2-4 კვირის განმავლობაში.[25] არსებული კველევების თანახმად, ადრეული ნეირობორელიოზის მქონე პაციენტები, მიმდინარე მიელიტით, ენცეფალიტითა და ვასკულიტით, საჭიროებენ 2 კვირიან ინტრავენურ ანტიბიოტიკოთერაპიას.[33]

პერიფერული ნეიროპათიით მიმდინარე გვიანი ლაიმის დაავადების და ქრონიკული ატროფული აკროდერმატიტის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობა პერორალური დოქსიციკლინით ან ინტრავენური ცეფტრიაქსონით.[25][33] თუმცა, თუ ამ პაციენტებს აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის (CNS) სიმპტომები, როგორიცაა მიელიტი, ენცეფალიტი და ვასკულიტი, უნდა ჩატარდეს მკურნალობა ინტრავენური ცეფტრიაქსონით.

ლაიმის დაავადებასთან დაკავშირებული სახის დამბლის მქონე პაციენტებში მკურნალბობა ტარდება ანტიბიოტიკებით; აშშ-ის გაიდლაინების თანახმად რეკომენდებულია პერორალური დოქსიციკლინი.[25] შესაძლოა მკურნალობის დაწყება კორტიკოსტეროიდებით, ვინაიდან მათ იყენებენ სახის ნერვის იდიოპათიური დამბლის მკურნალობისთვის; თუმცა, ბორელიოზის იდენტიფიცირების შემთხვევაში მათი გამოყენება უნდა შეწყდეს.[25]

ანტიბიოტიკებით ხანგრძლივ მკურნალობს (14 კვირა) პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ლაიმის ბორელიოზის სიმპტომები, არ აქვს უფრო სასარგებლო ეფექტი კოგნიტურ მაჩვენებლებზე, ხანმოკლე მკურნალობასთან შედარებით (2 კვირა).[49]

ლაიმის დაავადება ორსულობის დროს

ორსულობის დროს ლაიმის დაავადების ვერტიკალური ტრანსმისიის შესახებ მონაცემები არასაკმარისია, ხოლო მშობიარობის არასასურველი შედეგების შესახებ არათანმიმდევრული. 9 კვლევის ერთ-ერთმა მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ მშობიარობის არასასურველი შედეგების პრევალენტობა მნიშვნელოვნად უფრო დაბალია ქალებში, რომლებიც მკურნალობენ გესტაციურ ლაიმის დაავადებაზე, არანამკურნალებ ორსულებთან შედარებით (11% და 50%). შესაბამისად, ორსულობის დროს რეკომენდებულია დროული დიაგნოზი და მკურნალობა.[50] დოქსიციკლინი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს 8 წლამდე ბავშვებში, თუ მკურნალობის ხანგრძლივობა 21 დღეზე მეტს შეადგენს, ვინაიდან უსაფრთხოების მონაცემები არასაკმარისია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას