გართულებები
ადრეული ლაიმის დაავადების პერიფერული ნერვული სისტემის გართულებები მოიცავს რადიკულოპათიას, კრანიულ ნეიროპათიას და მულტიპლექს მონონეიროპათიას.
სახის დამბლა (კრანიული ნერვი VII) ყველაზე ხშირი გამოვლინებაა კრანიული ნერვების დაზიანებისას.
ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებები მოიცავს ლიმფოციტურ მენინგიტს და იშვიათად ენცეფალომიელიტს.
ნევროლოგიური გართულებები გვხვდება ლაიმის დაავადების მქონე არანამკურნალევი პაციენტების 3%-დან 12%-მდე; თუმცა, სიხშირე მცირდება ბოლო წლებში ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გამო.[62]
მოიცავს სხვადასხვა ხარისხის გარდამავალი ატრიოვენტრიკულური (AV) ბლოკადის მწვავე დაწყებას. მიოპერიკარდიტი იშვიათად ვითარდება. აშშ-ში გულისმიერი გართულებები ვითარდება არანამკურნალებ პაციენტთა 4-10%-ში.[66]
გულმკერდის ტკივილის, სინკოპეს, დისპნოეს, პირველი ან მეორე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, ან 300 მილიწამის ან უფრო ხანგრძლივი PR ინტერვალის მქონე პირველი ხარისხის ბლოკადის დროს, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და უწყვეტი მონიტორინგი. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ხელმისაწვდომი კლინიკური კვლევები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის უპირატესობების თაობაზე, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მაინც ინტრავენური ანტიბიოტიკები არის რეკომენდებული. დროებითი პეისმეიკერის გამოყენება რეკომენდებულია სიმპტომური ბრადიკარდიის მქონე პაციენტებისთვის, როდესაც ვერ ხერხდება მედიკამენტური მართვა.[25]
კანის იშვიათი დაზიანება ევროპაში. ვლინდება, როგორც მოლურჯო-მოწითალო, რამდენიმე სანტიმეტრის დიამეტრის მქონე შესიება, ძირითადად ყურის ბიბილოზე ბავშვებში და ძუძუს დვრილთან ზრდასრულებში.[25]
მკურნალობა მოიცავს დოქსიციკლინს, ამოქსიცილინს ან ცეფუროქსიმს 14-დან 21 დღის განმავლობაში.[25] ორსულებსა და მეძუძურ ქალებს ან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა მოეპყრონ იგივე გზით, გარდა დოქსიციკლინისა, თავიდან უნდა იქნას აცილებული.
მაკროლიდები არ არის რეკომენდებული პირველი რიგის თერაპიად, თუმცა გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი არჩევის სამივე მედიკამენტის მიმართ არატოლერანტულია.
როგორც წესი, ვლინდება მონო ან პოლიარტიკულური ართრიტის სახით და ხშირად აზიანებს მუხლის სახსარს. მუხლის სახსრის დიდი ზომის ეფუზია ხშირია და, ძირითადად, მკურნალობის გარეშე რამდენიმე კვირიდან თვეში ალაგდება. ადრე ლაიმის ართრიტის სიხშირე შეადგენდა 60%-ს არანამკურნალევ პაციენტებში აშშ-ში, მაგრამ ამ ბოლო წლებში 10%-მდე შემცირდა ადრეული მკურნალობის გამო.[52][53]
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში, მაგრამ კორტიკოსტეროიდების სახსარშიდა ინექცია არ არის რეკომენდებული დამატებითი ეფექტურობის არარსებობის გამო.[25][52][53]
აღნიშნული ძირითადად მოიცავს ენცეფალომიელიტს, პერიფერულ ნეიროპათიას ან ენცეფალოპათიას. პერიფერიული ნეიროპათია ვლინდება,როგორც სუსტად დიფუზური პოლინეიროპათია,ე.წ.ხელთათმანების და წინდების არეში. თავზურგტვინის სითხეში (CSF) აღინიშნება ლიმფოციტური პლეოციტოზი, საშუალოდ მომატებული ცილითა და გლუკოზის ნორმალური მაჩვენებლით. სეროპოზიტიურობა დასტურდება ენზიმ-შეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზით (ELISA) და ვესტერნ-ბლიტ ანალიზით. თავზურგტვინის სითხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) დადებითია Borrelia burgdorferi-ის ანტისხეულებზე ან დნმ-ზე. PCR დაბალი სენსიტიურობით ხასიათდება.[25][64][65]
მას შემდეგ, რაც ანტიბიოტიკოთერაპია დასრულდება, განმეორებითი მკურნალობა არ არის რეკომენდებული ინფექციის მიმდინარეობის აშკარა საბუთის გარეშე.[64][65]
ლაიმის დაავადების მქონე პაციენტთა მცირე რაოდენობა, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, შეიძლება მაინც უჩიოდეს სუბიექტურ სიმპტომებს თვეების განმავლობაში. ამ მდგომარეობას, ზოგჯერ, უწოდებენ "ლაიმის ქრონიკულ დაავადებას" ან "ლაიმის დაავადების მკურნალობის შემდგომ სინდრომს"
პაციენტებს აღენიშნებათ პერსისტენტული ან განმეორებადი არასპეციფიკური სიმპტომები, როგორებიცაა დაღლილობა, დიფუზური ტკივილი ძვლებსა და კუნთებში და გონებრივი ცვლილებები >6 თვის გამმავლობაში შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ.[25] თუმცა, მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს სიმპტომები არ განსხვავდება იმისგან თუ რა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს არაინფიცირებულ პაციენტებს.[56][57]
არ არსებობს ბიოლოგიური მტკიცებულება, რომ ანტიმიკრობული თერაპიის შემდეგ B burgdorferi ორგანიზმში რჩება. ანტიბიოტიკოთერაპია არ არის რეკომენდებული მხოლოდ სუბიექტური სიმპტომების მქონე პაციენტებში.[25][56] ანტიბიოტიკებით განმეორებით მკურნალობას არავითარი სარგებელი არ მოუტანა და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.[58][67]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას