მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

ყველა პაციენტის

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკებით მკურნალობა

საეჭვო ან დადასტურებული COVID-19 პნევმონიის მქონე პაციენტების მართვისთვის იხ. კორონავირუსის დაავადება 2019 (COVID-19). COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია ამ თემაში არ არის დაფარული.

პათოგენების უმრავლესობა წარმოადგენს პირის ღრუს შერეულ აერობულ და ანაერობულ ფლორას.

ანაერობული დაფარვა საჭიროა მხოლოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანაერობული პლევროპულმონური სინდრომი (მოგვიანებით პრეზენტაცია კავიტარული პნევმონიის ან ემპიემისგან, რომელიც დაკავშირებულია ცნობიერების გადატანილ დაკარგვასთან და სტომატოლოგიური ჰიგიენის ცუდი დაცვასთან).[7] ანალოგიურად, დამატებითი ანაერობული ანტიმიკრობული დაფარვა არ არის საჭირო პაციენტებში დისფაგიით ან ასპირაციასთან დაკავშრებული ინსულტით.[43]

მკურნალობა ისეთივეა, როგორც არაასპირაციული პნევმონიის ემპირული მკურნალობა როგორც საზოგადოებაში შეძენილი, ჰოსპიტალური ან ვენტილატორთან დაკავშირებული პნევმონიის დროს.

პერორალური ან ინტრავენური თერაპიის არჩევანი კეთდება ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და პერორალური თერაპიის ატანის გათვალისწინებით.[7]

თერაპია, როგორც წესი, ემპირიულია, მაგრამ შესაძლოა პათოგენის და მისი მგრძნობელობის შესაბამისად იყოს მორგებული, თუ პათოგენის დადგენა ხდება.

რეკომენდებული ანტიბიოტიკის რეჟიმები შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონებს შორის და გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი მითითებები. ოპტიმალური რეჟიმის განსაზღვრა ხდება ინფექციონისტთან კონსულტაციის შემდეგ.

იხ. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია (არა COVID-19) და ჰოსპიტალური პმევმონია (არა COVID-19) მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თანმხლები პრობლემის კორექცია, რომელიც ასპირაციის განვითარებას ხელს უწყობს.

ემპიემას, თუ არის, შესაძლოა დასჭირდეს დრენაჟი. ფილტვების ნეკროზული აბსცესები, თუ არსებობს, შესაძლოა რთლი სამკურნალო იყოს და არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის თაობაზე, თუ როდის უნდა ვუმკურნალოთ მედიკამენტებით ან ქირურგიული ჩარევით.

არა-ფარმაკოლოგიური ზომები მოიცავს ჟანგბადით მომარაგებას, ჰიპოტენზიის მართვას, აგრეთვე მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (ARDS) და სეპტიური შოკის მკურნალობას, მათი აღმოცენების შემთხვევაში.

რადგან არ არსებობს ჩამოყალიბებული კრიტერიუმები ჰოსპიტალიზაციის, ან მზრუნველობის ამა თუ იმ დონის საჭიროების განსაზღვისთვის, გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება კლინიკურ გამოვლინებას. ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) გამართლებულია შეცვლილი მენტალური სტატუსის მქონე პაციენტის, ინტუბაციის და ჰიპოტენზიის შემთხვევებში.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას