ეტიოლოგია
შემთხვევათა უმრავლესობაში, ფილტვის დაზიანებას საფუძვლად უდევს ოროფარინგეალური შიგთავსის ასპირაცია, რომელიც შეიცავს აერობული და ანაერობული ბაქტერიების ნაზავს. მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები, რომელთაც აღენიშნება ყლაპვის დისფუნქცია, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი, ნევროლოგიური დაავადებები, აგრეთვე საჭმელის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილის მექანიკური ან მოწყობილობასთან დაკავშირებული დაზიანებები (როგორიცაა ტრაქეოსტომა, ენდოტრაქეული მილი, ან კიდევ ნაზოგასტრალური ან პერკუტანეური საკვები მილები).[12][13] ასპირაციის ეპიზოდი, ჩვეულებრივ, ხილვადი არ არის და ყოველთვის როდი განაპირობებს პნევმონიის განვითარებას.
ბაქტერიები ხვდებიან ფილტვებში კოლონიზებული ოროფარინგეალური შიგთავსის ასპირაციის შედეგად. სეკრეციის ასპირაციას ადგილი აქვს ჯანმრთელი მოზრდილი პოპულაციის დაახლოებით 50%-სთვის, თუმცა ისეთი პროტექციული მექანიზმები, როგორიცაა ხველა და სასუნთქი გზების ცილიარული ქმედება, ნორმალურ სეკრეტებში ბაქტერიების დაბალი შემცველობა, აგრეთვე ჰუმორალური და უჯრედოვანი დაცვის მექანიზმები ამცირებენ ასპირაციის შედეგად პნევმონიის განვითარებას სიხშირეს. რომელიმე აღნიშნული მექანიზმის მოშლას შედეგად შესაძლოა მოჰყვეს ასპირაციული პნევმონიის განვითარება.[8]
ბაქტერიოლოგია დამოკიდებულია ასპირაციის განვითარების წინაპირობებზე და აგრეთვე ასახავს პაციენტის პირის ღრუს ფლორის თავისებურებებს; ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პერიოდონტური დაავადების გავლენაც. ბაქტერიოლოგია შეიცვალა ბოლო ხუთი ათწლეულის მანძილზე. ძველი კვლევების თანახმად, ანაერობები (45% - 48%) ცალკლე ან აერობებთან (41% - 46%) კომბინაციაში ბაქტერიოიდების სახეობებთან, Porphyromonas სახეობებთან, Prevotella melaninogeica-თან, Fusobacterium- ის სახეობებთან და ანაერობულ გრამ-დადებით კოკებთან, რომლებიც ძირითადად იზოლირებულია.[1] თუმცა, უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბაქტერიოლოგია მსგავსია არა-ასპირაციული პნევმონიისა.[2][8][14][15] ამ ცვლილების მიზეზები მოიცავს შეშფოთებას, რომ ძველ კვლევებში შეიძლება გამოყენებული იყოს მეთოდები, რომელბიც ზედმეტად ავლენს ანაერობულ ინფექციებს. ამასთან, სავარაუდოა, რომ ანაერობული პლევროპულმონური სინდრომის ინციდენტობა (კავიტარული პნევმონიის გვიანი გამოვლინება ან ემპიემა, რომელიც დაკავშირებულია ცნობიერების ადრეულ დაკარგვასთან და ცუდი სტომატოლოგიური ჰიგიენა) დროთა განმავლობაში მცირდება სტომატოლოგიური მომსახურების გაუმჯობესებისა და პნევმონიისა და ასპირაციული სინდრომის უფრო ადრეულ მოვლასთან წვდომის გამო.
პათოფიზიოლოგია
ასპირაცია იწვევს ანთებითი რეაქციის განვითარებას, რომელსაც ეწოდება პნევმონიტი. ამას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს ფილტვის პარენქიმის დაზიანება. ფილტვის პარენქიმის დაზიანებას მოსდევს ანთებითი რეაქციის გაღრმავება და ისეთი სიმპტომების გაჩენა, როგორიცაა ცხელება, ხველა, ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება. პარენქიმის დაზიანების ხარჯზე განვითარებული მეორადი ბაქტერიული ინფექცია განაპირობებს ასპირაციული პნევმონიის ჩამოყალიბებას. პნევმონია სავარაუდოდ მიკრობიონის მოშლაა და არა სტერილური ორგანოს ინფექცია.[16]
ვერტიკალურ მდგომარეობაში მომხდარი ასპირაციის დროს უფრო ხშირად ზიანდება ქვედა წილების ბაზალური სეგმენტები.[8] ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მომხდარი ასპირაციის დროს კი ზიანდება ზედა წილების უკანა სეგმენტები, ან ქვედა წილების აპიკალური სეგმენტები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას