მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

ძლიერი (ქრეშ) ტრავმული დაზიანება და/ან კრეატინ კინაზა >5-ჯერ მეტი ვიდრე ნორმა ან >1000 სე/ლ

Back
1-ლი რიგის – 

ჰიდრატაცია

კიდურის ტრავმის ფონზე არსებობს კომპარტმენტ სინდრომისა და რაბდომიოლიზის რისკი. პრევენციას წარმოადგენს ამ გართულების მოლოდინი და დროული ჰიდრატაცია.

შესაძლო გართულებები დაკავშირებულია ანურიული პაციენტის ჭარბ ჰიდრატაციასთან. ესენია: სითხის შეკავება და გულის შეგუბებითი უკმარისობა.

როგორც წესი, რეკომენდებულია ლაქტირებული რინგერის ხსნარის ან ფიზიოლოგიური ხსნარის (0,9% ან 0,45%) ინტრავენური ინფუზია. საწყისი სიჩქარა 400 მლ/სთ, 200 მლ/სთ-დან 1000 მლ/სთ-მდე დიაპაზონში მიჩნეულია გონივრულად, როგორც მიზანმიმართული თერაპია, ხოლო შარდის გამოყოფის გონივრულ სამიზნედ კი ითვლება 300 მლ/საათში.[2][31][33]

გაეცანით თქვენს ადგილობრივ პროტოკოლებს შემდგომი მითითებისთვის.

Back
პლიუს – 

ელექტროლიტური დარღვევების კორექტირება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

თირკმლის მწვავე დაზიანებით ინდუცირებული რაბდომიოლოზის შედეგად განვითარებული ჰიპერკალემია შეიძლება გავნითარდეს დაავადების მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე და საჭიროა მისი მჭიდრო მონიტორინგი, გულის არითმიების რისკის გამო.[2] კალიუმის დონე >6 მმოლ/ლ (>6 მეკვ/ლ) საჭიროებს გულის მონიტორინგს. ჰიპერკალიემიის ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები საჭიროებს მკურნალობას კალციუმის გლუკონატით. კალიუმის მომატებული დონის მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ინსულინისა და გლუკოზის ინფუზიებით, სალბუტამოლის ინჰალაციით, კათიონის ურთიერთცვლის ფისებით ან დიალიზით, მითითების მიხედვით.[2] ელექტროლიტების სხვა დარღვევებზე საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი და შესწორება საჭირებისამებრ.[2]

გაეცანით თქვენს ადგილობრივ პროტოკოლებს შემდგომი მითითებისთვის.

Back
განიხილე – 

შარდის გატუტიანება

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მიოგლობინი ტოქსიკურია თირკმლის მილაკებისთვის მაშინ, როცა შარდი მჟავეა. გარკვეული მტკიცებულების მიხედვით, როცა შარდის pH >6.0, მას დამცავი როლი აქვს.[34][35] ეს რთული მისაღწევია ბიკარბონატის დიდი რაოდენობით მოხმარების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სპეციალისტი რეკომენდაციას უწევს შარდის გატუტიანებას, ამ მეთოდის სარგებლის შესახებ მტკიცებულება ძლიერი არ არის.[30][32][35][36]

ევროპული პროტოკოლებით ბიკარბონატული თერაპია, შეზღუდული მტკიცებულების გამო, რეკომენდებული არ არის.[31] BAPEN: British consensus guidelines on intravenous fluid therapy for adult surgical patients Opens in new window

ტრავმატოლოგიური ქირურგიის ამერიკის ასოციაცია არ გირჩევთ ბიკარბონატების გამოყენებას მაღალი ხარისხის მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.[2]

თუ კლინიკურად გადაწყდა შარდის გატუტიანება, საჭიროა კონსულტაცია ფარმაცევტთან, რათა დადგინდეს ინტრავენური ხსნარების შესაბამისი კონცენტრაციები.

გაეცანით თქვენს ადგილობრივ პროტოკოლებს შემდგომი მითითებისთვის.

Back
განიხილე – 

თერაპია შარდმდენებით

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

განსაზღვრული არ არის შარდმდენების გამოყენების საკითხი დიურეზის გასაძლიერებლად. შარდმდენებით თერაპიის (მაგ. მანიტოლი, ფუროსემიდი) სარგებელი და მათი გამოყენების დრო პროსპექტულად არ არის შესწავლილი. მოხსენებები იყო ცრუ და ანეკდოტური და გაიდლაინები ზოგადად არ უჭერს მხარს მათ გამოყენებას.[2][31][32][37][38][39]

გაეცანით თქვენს ადგილობრივ პროტოკოლებს შემდგომი მითითებისთვის.

თირკმელების მწვავე დაზიანება რეზისტენტულია საწყისი თერაპიის მიმართ

Back
1-ლი რიგის – 

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია

რაბდომიოლიზის მქონე პაციენტებში, რომელთაც უვითარდებათ თირკმლის მწვავე დაზიანება და საჭიროებენ თირკმელების ჩამნაცვლებელ თერაპიას, თირკმლის მუდმივი ან წყვეტილი (მაგ. ჰემოდიალიზი) ჩანაცვლების თერაპიის შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს თირკმელების ფუნქციის დარღვევას და პაციენტის კლინიკურ სტატუსს. არ არსებობს რეკომენდაციები თირკმლის ჩამნაცვლებელ ზუსტ ვარიანტებთან დაკავშირებით (ფილტრაცია თუ დიფუზია), ფილტრის ტიპი (დაბალი თუ მაღალი ზღვრული მემბრანები) ან მაღალი ნაკადის დიალიზთან მიმართებაში.[2]

დიალიზი ასწორებს რეფრაქტორულ მეტაბოლურ აციდოზს, ჰიპერვოლემიას და ელექტროლიტულ დარღვევებს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ რაბდომიოლიზი და თირკმლის მწვავე დაზიანება.[40] თუმცა, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს თირკმელების ჩამნაცვლებელი თერაპიის გმაოყენებას თირკმლის მწვავე დაზიანების მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ რაბდომიოლიზი.[2] გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს სტანდარტულ მითითებებს თირკმლის მწვავე დაზიანებისთვის, რომელიც რომელიც არ ემორჩილება სამედიცინო მართვას.[2]

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას