ეპიდემიოლოგია
რაბდომიოლიზი არის ნებისმიერი დაავადების პროცესის საბოლოო შედეგი, რომელიც იწვევს კუნთოვანი უჯრედების (მიოციტების) ლიზისს. რაბდომიოლიზის ინციდენტობა და პრევალენტობა, შესაბამისად, უცნობია. რთულია იმ სტატისტიკური ანალიზების გამოკვეთა, რომელიც დეტალურად აღწერს დიაგნოზს თითოეული მიზეზობრივი პროცესის ფარგლებში. რაბდომიოლიზის ხშირი მიზეზია ტრავმული დაზიანებები; ერთმა კვლევამ აჩვენა რაბდომიოლიზის (კრეატინ კინაზას [CK] პათოლოგიური დონე) ბიოქიმიური მტკიცებულება კრიტიკული პაციენტების 85%-ში, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ ტრავმის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.[2][4]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას