მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

საწყისი

პოტენციური ექსპოზიცია

Back
1-ლი რიგის –

ექსპოზირებული არეს გაწმენდა

თუ ფიქსირდება პოტენციური ექსპოზიცია B ვირუსზე, თავდაპირველი ნაბიჯები მიზნად უნდა ისახავდეს ექსპოზიციის ინფექციამდე პროგრესირების პრევენციას. შესაბამისად, პირველი, კრიტიკული ნაბიჯია ექსპოზირებული არის დაუყოვნებლივი, საფუძვლიანი გაწმენდა. არე უნდა გაიწმინდოს სამედიცინო შეფასებისას მიუხედავად იმისა, გაწმინდეს თუ არა იგი მანამდეც. ექსპოზირებული არეალი გულდასმით უნდა მოიბანოს და ფრთხილად გაიხეხოს საპონით, პოვიდონ-იოდინით ან სარეცხი საშუალებით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჭრილობა უნდა გაჩერდეს გამდინარე წყლის ქვეშ 15-20 წუთით.[42] ლორწოვანი ექსპოზირებული არეები (ცხვირი, თვალები, პირი) უნდა გამოირეცხოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით ან წყლით 15 წუთის განმავლობაში.

გაწმენდილი არე უნდა შეფასდეს მესამე პირის მიერ, დაბანის ადეკვატურობის დასადგენად. პროცედურა საჭიროებისამებრ უნდა განმეორდეს. უნდა აღიწეროს დაზიანების თარიღი, დრო, მდებარეობა, ბუნება და სითხის ან ქსოვილის ექსპოზიციის ტიპი. ექსპოზიციის შემდგომი პირველი რამდენიმე წუთი ითვლება კრიტიკულ პერიოდად დაინფიცირების რისკის შემცირების კუთხით.

Back
პლიუს –

ინფექციის კონტროლის ღონისძიებები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ინფექციის კონტროლი კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს B ვირუსის სავარაუდო ექსპოზიციის მქონე ნებისმიერ პაციენტში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მკურნალობს ან კონტაქტშია სავარაუდოდ დაინიფიცირებულ პაციენტთან, უნდა იცავდეს სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების უსაფრთხოების სტანდარტულ ზომებს.[53] დამატებითი ინსტრუქციისათვის საჭიროა ინფექციური კონტროლის პრაქტიკოსებთან კონსულტაცია.

ინფექციის კონტროლის ზომები უნდა მიიღებოდეს მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა პაციენტი ანტივირუსულ თერაპიაზე. B ვირუსის არსებობა დადასტურდა იმ პაციენტების კანის დაზიანებებსა და ლოყის ლორწოვანში, რომლებიც აქტიურად იღებდნენ მაღალი დოზის ინტრავენურ აციკლოვირს.[34]

Back
პლიუს –

პერორალური, მაღალი დოზის ანტივირუსული პროფილაქტიკა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

შესაძლებელია ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის (PEP) დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდოა B ვირუსზე ექსპოზიცია ანამნეზით ან ფიზიკალური გამოკვლევით და პაციენტი გამოცხადდა ექიმთან ექსპოზიციიდან 5 დღის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც გამოცხადდნენ სამედიცინო შემოწმებაზე პოტენციური ექსპოზიციის შემდგომ 5 დღეზე მეტ პერიოდში.

რეკომენდებული პირველი რიგის ანტივირუსული პრეპარატი არის მაღალი დოზის პერორალური ვალაციკლოვირი. ალტერნატიულია მაღალი დოზის პერორალური აციკლოვირი.[4]

ყველა პაციენტი, რომელთაც აღენიშნათ B ვირუსზე ექსპოზიცია, უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ სეროლოგიური ტიტრების ცვლილებებისა და B ვირუსთან ასოცირებული კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების გამოვლენის მიზნით. პაციენტები, რომლებიც ექსპოზიციიდან 5 დღეზე მეტი დროის შემდეგ გამოცხადდებიან, ექვემდებარებიან მხოლოდ დაკვირვებას.

PEP უნდა დაიწყოს ინფექციის დადასტურების მიზნით მიმდინარე დიაგნოსტიკური ტესტირებების პარალელურად. პროფილაქტიკა უნდა გაგრძელდეს 14 დღეს ან მანამ, სანამ B ვირუსი გამოირიცხება.

ორსულობის ტესტი უნდა ჩატარდეს რეპროდუქციული ასაკის ქალებში, სავარაუდო B ვირუსის ექსპოზიციის შემთხვევაში, რათა შესაბამისად შეირჩეს ანტივირუსული მედიკამენტები. საკმაოდ ვრცელი კლინიკური გამოცდილება მიუთითებს აციკლოვირის ფარდობით უსაფრთხოებაზე ორსულებში. ორსული ქალების იმ პოპულაციაში, რომელთაც მიიღეს აციკლოვირი ორსულობის დროს, არ აღნიშნულა თანდაყოლილი ანომალიების გახშირება. თუმცა, შემთხვევების რაოდენობა მწირია და არ აქვს საკმარისი სტატისტიკური ძალა დაბალი სიხშირის გევრდითი მოვლენების გამოსავლენად.[54][55][56]

ბავშვებში B ვირუსზე ექსპოზირების შემთხვევებში, შესაძლებელია პერორალური ვალაციკლოვირის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით, რადგან ეს მედიკამენტი გამოიყენება ვარიცელას ინფექციის სამკურნალოდ 2-18 წლამდე ბავშვებში. მეტიც, ვალაციკლოვირის პერორალური სუსპენზიის ფარმაკოკინეტიკისა და უსაფრთხოების კვლევებში დადასტურდა, რომ იგი ხასიათდება კარგი ამტანობით და უსაფრთხოებით 3 თვის ან მეტი ასაკის ბავშვებში.[57] არ არსებობს სპეციფიკური რეკომენდაცია B ვირუსის ექსპოზიციის მკურნალობის შესახებ ბავშვებში; ამიტომ, საჭიროა ინფექციონისტის ჩართვა მოზრდილთა არსებული გაიდლაინების ადაპტირების მიზნით და პრეპარატის დოზირების შესარჩევად.

პირველადი პარამეტრები

ვალაციკლოვირი: ბავშვები: დოზის შესახებ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; მოზრდილები: 1 გ პერორალურად ყოველ 8 საათში ერთხელ, 14 დღის განმავლობაში

ან

აციკლოვირი: ბავშვებში: დოზასთან დაკავშირებით მიმართეთ სპეციალისტს; მოზრდილები: 800 მგ პერორალურად, დღეში ხუთჯერ, 14 დღის განმავლობაში

Back
პლიუს –

გაითვალისწინეთ პოტენციური კოინფექციების პროფილაქტიკა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მაიმუნების ნაკბენის ან ნაკაწრის შედეგად შესაძლოა განვითარდეს კოინფექცია ტეტანუსით, ცოფით ან ბაქტერიით.

ჩატარებული ვაქცინების ისტორიის მიმოხილვა შესაძლოა საჭირო იყოს დამატებითი ვაქცინაციის განსასაზღვრად.

შესაძლებელია დაინიშნოს ნაკბენების ანტიბაქტერიული მკურნალობა. ანტიბიოტიკების, ცოფის ვაქცინის ან ცოფის იმუნოგლობულინის პროფილაქტიკური გამოყენება ასევე შესაძლოა განიხილებოდეს. ეს დამოკიდებულია ექსპოზიციის გამომწვევ მიზეზზე, სიმძიმეზე და სხვა ინფექციური დაავადებების განვითარების რისკზე.

თუ ცხოველი, რომელიც პასუხისმგებელია ექსპოზიციაზე, გამოიყენებოდა კვლევაში, შესაძლოა კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს იმის გარკვევა, თუ რომელი სპეციფიკური ინფექციები გვხვდებოდა ამ კვლევის ისტორიაში (მაგ.: მაიმუნის იმუნოდეფიციტური ვირუსი [SIV], HIV).

მწვავე

დადასტურებული ინფექცია და/ან სიმპტომური

Back
1-ლი რიგის –

მაღალი დოზის ინტრავენური ანტივირუსული თერაპია

პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ დადასტურებული B ვირუსი ან B ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები და/ან სიმპტომები ექსპოზიციის შემდგომ, უნდა იღებდნენ მაღალი დოზის ინტრავენურ ანტივირუსულ თერაპიას. B უჯრედების წინააღმდეგ ეფექტურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა უფრო მაღალი დოზის გამოყენება, ვიდრე მარტივი ჰერპესვირუსის დროს.

თუ სახეზეა ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, პირველი ხაზის რეკომენდებული თერაპიაა მაღალი დოზის ინტრავენური განციკლოვირი.[4] მაღალი დოზის ინტრავენური აციკლოვირი არის რეკომენდებული პირველი ხაზის თერაპია B ვირუსის დაავადების დროს, თუ არ ფიქსირდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. მაღალი დოზის ინტრავენური განციკლოვირი შეიძლება აციკლოვირის ნაცვლად გამოვიყენოთ პაციენტებში, რომლებიც ინფექციის პროგრესირებას ავლენენ აციკლოვირის მიუხედავად ან რომელთაც განუვითარდათ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები და სიმპტომები.[4]

პაციენტები, რომლებიც უკვე იღებდნენ პერორალურ ანტივირუსულ პრეპარატს, მაგ. PEP და გამოუვლინდათ B ვირუსის შესაბამისი სიმპტომური დაავადება, უნდა გადაიყვანონ მაღალი დოზის ინტრავენურ ანტივირუსულ თერაპიაზე დაუყოვნებლივ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ B ვირუსული ინფექცია აღმოიფხვრება.

პაციენტები, რომლებიც აციკლოვირის მკურნალობაზე იმყოფებიან, უნდა იღებდნენ საკმარისი რაოდენობით წყალს, რათა თავიდან ავიცილოთ თირკმლის მილაკებში მედიკამენტის პრეციპიტაცია და თირკმლის უკმარისობის განვითარება. ასევე საჭიროა კრეატინინის დონეების მონიტორინგი. დოზა შესაბამისად უნდა შეიცვალოს. თუ პაციენტებს აღენიშნათ დამატებითი სიმპტომები აციკლოვირის თერაპიის მიუხედავად, საჭიროა კლინიკური შეფასება განციკლოვირზე გადაყვანის საკითხის გადასაწყვეტად. როგორც აციკლოვირის შემთხვევაში, განციკლოვირის დოზირება უნდა შეირჩეს თირკმლის უკმარისობის თავიდან აცილების მიზნით. საჭიროა სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების მჭიდრო მონიტორინგი, განციკლოვირის მიელოსუპრესიული ეფექტების გამო.

ორსულობის ტესტი უნდა ჩატარდეს რეპროდუქციული ასაკის ქალებში, დადასტურებული B ვირუსის ექსპოზიციის შემთხვევაში, რათა შესაბამისად შეირჩეს ანტივირუსული მედიკამენტები. საკმაოდ ვრცელი კლინიკური გამოცდილება მიუთითებს აციკლოვირის ფარდობით უსაფრთხოებაზე ორსულებში. ორსული ქალების იმ პოპულაციაში, რომელთაც მიიღეს აციკლოვირი ორსულობის დროს, არ აღნიშნულა თანდაყოლილი ანომალიების გახშირება. თუმცა, შემთხვევების რაოდენობა მწირია და არ აქვს საკმარისი სტატისტიკური ძალა დაბალი სიხშირის გევრდითი მოვლენების გამოსავლენად.[54][55][56] კლინიკური გადაწყვეტილების მიღების დროს, უნდა შევადაროთ ორსულებში აციკლოვირის ფარდობითი უსაფრთხოების სარგებელი ნაყოფის კუთხით განციკლოვირთან შედარებით და დედაში დადასტურებული B ვირუსული ენცეფალიტის განვითარების რისკი. განციკლოვირი ნაჩვენებია ნებისმიერი ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციის დროს.

არ არსებობს სპეციფიკური რეკომენდაცია B ვირუსის ექსპოზიციის მკურნალობის შესახებ ბავშვებში; ამიტომ, საჭიროა ინფექციონისტის ჩართვა მოზრდილთა არსებული გაიდლაინების ადაპტირების მიზნით და პრეპარატის დოზირების შესარჩევად.

პირველადი პარამეტრები

აციკლოვირი: ბავშვები: დოზის შესახებ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; მოზრდილები: 12.5 - 15 მგ/კგ ინტრავენურად, ყოველ 8 საათში ერთხელ

ან

განვიკლოვირი: ბავშვები: დოზის შესახებ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; მოზრდილები: 5 მგ/კგ ინტრავენურად, ყოველ 12 საათში ერთხელ

Back
პლიუს –

ინფექციის კონტროლის ღონისძიებები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ინფექციის კონტროლი კრიტიკული ფაქტორია ყველა იმ პაციენტის მართვისას, რომელთაც აღენიშნებათ დადასტურებული B ვირუსული ინფექცია და/ან აქვთ B ვირუსის ინფექცის შესაბამისი სიმპტომები. არ არსებობს უსიმპტომო B ვირუსული ინფექციის დოკუმენტირებული შემთხვევა ადამიანებში.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მკურნალობს ან კონტაქტშია დადასტურებულად დაინფიცირებულ პაციენტთან, უნდა იცავდეს სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების უსაფრთხოების სტანდარტულ ზომებს.[53] დამატებითი ინსტრუქციისათვის საჭიროა ინფექციური კონტროლის პრაქტიკოსებთან კონსულტაცია.

ინფექციის კონტროლის ზომები უნდა მიიღებოდეს მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა პაციენტი ანტივირუსულ თერაპიაზე. B ვირუსის არსებობა დადასტურდა იმ პაციენტების კანის დაზიანებებსა და ლოყის ლორწოვანში, რომლებიც აქტიურად იღებდნენ მაღალი დოზის ინტრავენურ აციკლოვირს.[34]

Back
პლიუს –

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ანტივირუსული თერაპიისა და დიაგნოსტიკური ტესტების აღწერილი რეკომენდაციების გარდა, B ვირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა ძირითადად დამხმარე თერაპიას გულისხმობს.

სიმპტომურ პაციენტებში გამოიყენება ადეკვატური ჰიდრატაცია, სიცხის დამწევი საშუალებები ცხელებისთვის, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები ღებინებისთვის, ტკივილგამაყუჩებლები თავის ტკივილისთვის.

გადაწყვეტილებები პაციენტის მართვის შესახებ უნდა მიიღებოდეს ინდივიდუალურად, კლინიკური შეფასების საფუძველზე, მკურნალი ექიმისა და შემთხვევაში ჩართული ინფექციონისტის საერთო ძალისხმევით.

Back
პლიუს –

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ძირითადად ნაჩვენებია ენცეფალიტის მქონე პაციენტებში. სიკვდილი ხშირად ასოცირებულია სუნთქვის უკმარისობასთან. გადაწყვეტილებები პაციენტის მართვის შესახებ უნდა მიიღებოდეს ინდივიდუალურად, კლინიკური შეფასების საფუძველზე, მკურნალი ექიმისა და შემთხვევაში ჩართული ინფექციონისტის საერთო ძალისხმევით.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას