დიფერენციული დიაგნოზები

მარტივი ჰერპესის ვირუსის ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საფეთქლის წილის სიმპტომები (მაგ.: მეხსიერების დაკარგვა, ოლფაქტორული ჰალუცინაციები, ქცევითი პათოლოგიები).

კვლევები

თავზურგტვინის სითხის (CSF) პოლიმერეაზას ჯაჭვური რეაქცია (PCR): დადებითი მარტივი ჰერპესის ვირუსზე.

თავის ტვინის CT ან MRI: საფეთქლის წილში დაზიანებების არსებობა.

ელექტროენცეფალოგრამა (EEG): ცალმხრივი, საფეთქლის წილის ენცეფალიტი.

ჰერპესზოსტერის ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჩვეულებრივ ვლინდება, როგორც ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.

კვლევები

თავზურგტვინის სითხის (CSF) PCR: დადებითია ვარიცელა-ზოსტერის ვირუსზე.

თავზურგტვინის სითხის (CSF) სეროლოგია: დადებითია ანტისხეულებზე ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის წინააღმდეგ.

მაგნიტო-რეზონანსული ანგიოგრაფია: ვასკულიტი ან ცერებრული არტერიების ანევრიზმა.

დასავლეთ ნილოსის ვირუსი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხოვრება ან მოგზაურობა დასავლეთ ნილოსის ვირუსისთვის ენდემურ რეგიონში.

ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა წააგავდეს B ვირუსულ ინფექციას.

შეიძლება გამოვლინდეს დუნე დამბლა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

კვლევები

თავზურგტვინის სითხის (CSF) სეროლოგია: დადებითია ანტისხეულებზე დასავლეთ ნილოსის ვირუსის წინააღმდეგ.

ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) - ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სჭარბობს ნათხემის დაზიანების ნიშნები (მაგ., პიროვნული ცვლილებები).

კვლევები

სეროლოგია: დადებითია ეპშტეინ-ბარის ვირუსის სპეციფიკურ ანტისხეულებზე EBV წინააღმდეგ.

PCR: დადებითია ეპშტეინ-ბარის ვირუსზე (EBV).

ვირუსული მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არ არსებობს ზუსტი განმასხვავებელი ნიშანი.

კვლევები

თავზურგტვინის სითხის (CSF) PCR: დადებითია.

თავის ტვინის CT ან MRI: ტვინის ღეროს ენცეფალიტი არ ფიქსირდება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას