განხილვები პაციენტთან
ლაბორატორიის თანამშრომლებში ან მაკაკებთან (ან მათ ბიოლოგიურ სითხეებთან) მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებში აღინიშნება B ვირუსზე ექსპოზიციის მაღალი რისკი. ამ ადამიანებს უნდა შევატყობინოთ მაკაკებთან დაკავშირებული რისკების შესახებ და ზემდგომი პერსონალის შეტყობინების აუცილებლობის შესახებ (მათ შორის პროფესიული ჯანმრთელობის პერსონალი) თუ დაფიქსირდა ნაკბენის, ნაკაწრის, ლორწოვანის ან კანის ექსპოზიციის შემთხვევა. მათ ასევე უნდა აუხსნან პირველადი დახმარების პრინციპები და პროფესიული ჯანმრთელობის პერსონალის წევრის მიერ სწრაფი გასინჯვის აუცილებლობა.
პირველადი დახმარება:
გადაუდებელი პირველადი დახმარება მაკაკებთან მაღალი რისკის კონტაქტის შემდეგ (ნაკბენი, ნაკაწრი, კანქვეშა დაზიანება, რომელიც დაბინძურებულია ბიოლოგიური სითხეებით ან ლორწოვანი მემბრანის ან არა-ინტაქტური კანის ექსპოზიცია პოტენციურად დაინფიცირებულ სითხეზე ან სხვა მასალაზე დაზიანების გარეშე) უმნიშვნელოვანესია.
იმ ჭრილობებსა და სითხით ექსპოზიციებს, რომლებსაც გულდასმით გაწმენდნენ ექსპოზიციიდან 5 წუთის განმავლობაში, ახასიათებთ B ვირუსული ინფექციის შემცირებული რისკი. დაზიანებული არეს მობანა აუცილებელია სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში. კანზე სავარაუდო ექსპოზიციის შემდეგ საჭიროა გაწმენდა პოვიდონ-იოდინით, საპონით ან დეტერგენტი საპონით.[42] ყველა ჩამოთვლილ აგენტს ახასიათებს ვირუსის ინაქტივაციის ფუნქცია, როგორებიცაა ჰერპესვირუსები, ლიპიდური გარსით.[58][59][60] ჭრილობის გაწმენდისას ნაზი მასაჟი შესაძლოა ხელს უწყობდეს ანტიმიკრობული ხსნარის პენეტრაციას ჭრილობაში. დაკინის ხსნარი, პროპორციით 1:20 მათეთრებელი:წყალი, უფრო ტოქსიკურია, ვიდრე პოვიდონ-იოდინი და შესაძლოა გააღიზიანოს კანი. მათეთრებელი საშუალებები გარკვეულად არასტაბილურია, ისინი უნდა მომზადდნენ გამოყენების დროს. თუ გამოიყენება დაკინის ხსნარი, დაზიანებული არე უნდა მოიბანოს დეტერგენტით ხსნარის გამოყენების შემდეგ, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი.
დაუშვებელია კანის ჭრილობების გაკვეთა, ბიოფსია ან ნაცხის აღება, რადგან ამ აქტივობების შედეგად ვირუსი შესაძლოა უფრო ღრმად მოხვდეს ქსოვილში.
კანზე გამოსაყენებლად აღწერილი არცერთი ხსნარი ან დეტერგენტი არ უნდა გამოიყენებოდეს თვალებზე ან სხვა ლორწოვან გარსზე. ასეთი ექსპოზიციის შემთხვევაში, დაზიანებული არე უნდა გამოირეცხოს დაყოვნების გარეშე სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით ან წყლით, სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში. თუ თვალის მობანვისთვის უახლეს პირსაბან სადგურს რამდენიმე წუთში ვერ მიაღწევთ, სამუშაო ადგილას უნდა ინახებოდეს 1 ლიტრიანი ფიზიოლოგიური ხსნარის შეკვრა. თუ თანამშრომლები მოთავსებულნი არიან შორეულ ადგილმდებარეობაზე და მიუწვდომელია ხსნარი, 1-ლიტრიანი ფიზიოლოგიური ხსნარის შეკვრა უნდა წაიღონ , რათა ჭრილობის ან ლორწოვანის მობანვა არ დაგვიანდეს.
შეფასება ადგილობრივი პროფესიული ჯანმრთელობის პერსონალის მიერ:
პოტენციური B ვირუსის ექსპოზიციის არის გაწმენდის შემდეგ, ზიანის მიმღებმა პირმა უნდა მიმართოს პროფესიული ჯანმრთელობის პროვაიდერს კონსულტაციისთვის და ინფორმაციისთვის. მან ასევე უნდა მიიღოს წერილობითი მასალა B ვირუსული ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ.
ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული ჯანმრთელობის პროვაიდერის მიერ ადგილობრივ სამედიცინო კონსულტანტთან სწრაფი კავშირის დამყარება. კონსულტანტი უნდა იცნობდეს B ვირუსული ინფექციას და სხვა ინფექციურ აგენტებს, რომლებიც ასოცირებულია არა-ადამიანურ პრიმატებთან.
სამუშაო ადგილზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფორმალური განათლებისა და წერილობითი პროტოკოლი, რომელშიც აღწერილი იქნება პროფესიული ჯანმრთელობის პროვაიდერსა და ადგილობრივ სამედიცინო ექსპერტთან დაკავშირების პროცედურები. იმავე გეოგრაფიულ არეალში მომუშავე ექიმებს უნდა მიეწოდოთ წერილობითი ინფორმაცია B ვირუსული ინფექციის შესახებ იმ შემთხვევისთვის, თუ ექსპოზიცია მოხდება სამუშაო საათების შემდეგ და არ იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება.
მოგზაურობა:
ინფორმაცია თავისუფლად მობინადრე მაკაკების შესახებ პარკებსა და ტაძრებში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ტურისტებისთვის და სხვებისთვის, ვინც გეგმავს ამ ქვეყნებში ან მაკაკებით დასახლებულ არეალში მოგზაურობას. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პირველადი დახმარების ინსტრუქციებს ექსპოზიციის შემთხვევაში და მოუწოდებდეს მკითხველს, მიაკითხოს დაუყოვნებლივ სამედიცინო ექსპერტს, რომელიც იცნობს B ვირუსულ ინფექციებს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას