მიდგომა

ზღვის ტოქსინთან კონტაქტის შემთხვევების საწყისი მართვა საჭიროებს კლინიკური სურათის ამოცნობას, ხშირ ხელახალ შეფასებას და დამხმარე მართვას. დადასტურება შეიძლება მოხდეს მოლუსკის ან თევზის ხორცში, ადამიანის სისხლში ან შარდში ტოქსინის ამოცნობის მეშვეობით.[28] ექსპოზიცია ზღვის ტოქსინებზე ატარებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუარესების მნიშვნელოვან რისკს. სამთავრობო უწყებების უმეტესობა მოითხოვს საეჭვო შემთხვევების შეტყობინებას ჯანდაცვის შესაბამის უწყებებში გამოკვლევისთვის და შემდგომი კონტაქტის კონტროლისთვის.[27][31][32]

დაკვირვება და დამხმარე მკურნალობა

ზოგადად, მწვავე ინტოქსიკაციის პერიოდი ვითარდება 24-48 საათის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში მწვავე დეკომპენსაციის და სუნთქვის უკმარისობის რისკი ყველაზე მაღალია. ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტთა მართვა გულისხმობს საგულდაგულო დაკვირვებას რამდენიმე საათის განმავლობაში და სისუსტის, დამბლისა და ვენტილაციის ადეკვატურობის შეფასებასა და მონიტორინგს. თუ ექსპოზიციიდან 6 საათის განმავლობაში სიმპტომები არ ვითარდება, ექსპერტული მოსაზრების მიხედვით, შეიძლება პაციენტის გაწერა, თუმცა მკაცრი გაფრთხილებებით.[33] თუ პაციენტს სიმპტომები კვლავ გამოუვლინდა, აუცილებელია სწრაფად დაბრუნდეს კლინიკაში და ჩატარდეს სულ მცირე 24-საათიანი მონიტორინგი.

დამხმარე მკურნალობა ზღვის ტოქსინთან კონტაქტის მართვის მთავარი ფაქტორია. ზღვის რამდენიმე ტოქსინი ახდენს ნატრიუმის არხების ბლოკირებას და სწრაფად იწვევს მზარდ ნევროლოგიურ გაუარესებას, დამბლას, სასუნთქი გზების დაზიანებას და ვენტილაციურ უკმარისობას. ნევროლოგიური ტოქსიურობის სიმძიმის პროგნოზული ფაქტორები არ არის შესწავლილი.

ზღვის ტოქსინით მოწამვლის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევები უნდა შეფასდეს და მოხდეს მონიტორინგი სასუნთქი გზების დამცველი რეფლექსების საკმარისობაზე (ღებინება და ხველება); ასევე აუცილებელია პირ-ხახის სეკრეციის კონტროლი, ოქსიგენაციის და ვენტილაციის საკმარისობა.[14]

სასუნთქი გზების კონტროლი და მექანიკური ვენტილაცია უნდა განიხილებოდეს ზედა სასუნთქი გზების რისკის, მზარდი დამბლის ან ვენტილაციის შემცირების მქონე ნებისმიერი პაციენტისთვის. გასტროინტესტინური ტრაქტის დეკონტამინაციამ(გაწმენდამ) აქტივირებული ნახშირით შეიძლება შეამციროს ტოქსინების შთანთქმა და შეამციროს მოწამვლის სიმძიმე თუკი გამოყენებულ იქნება მალე, მიღების შემდეგ.[34] კუჭის ლავაჟი კლინიკურ პრაქტიკაში იშვიათად კეთდება ზღვის ტოქსინებით მოწამვლის ჩვენებით. მტკიცებულება არასაკმარისია ამ სიტუაციაში გამოსაყენებლად. ტეტროდოტოქსინის მოწამვლით ურემიული პაციენტის შემთხვევამ, რომელიც გამოჯანმრთელდა ჰემოდიალიზის გამოყენების შემდეგ, შეიძლება მიუთითოს დიალიზის პოტენციურ სარგებელზე თირკმელების უკმარისობის ან მძიმე გახანგრძლივებული ტოქსიურობის მქონე პაციენტებისთვის.[35]

ზღვის ამ ნეიროტოქსინებისთვის ამჟამად არ არსებობს ხელმისაწვდომი ეფექტური ანტიდოტები. ტეტროდოტოქსინით მოწამვლის ზოგიერთი შემთხვევები აღწერენ ანტიქოლინესტერაზული საშუალებების დადებით შედეგს ნერვ-კუნთოვანი დამბის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ახლახან ჩატარებულმა მიმოხილვამ არ გამოავლინა ამ სარგებელის მკაფიო მტკიცებულება.[36]

კიდურების ზეწოლა და იმობილიზაცია (ლურჯრგოლიანი რვაფეხას ნაკბენი/კონუსის ნაკბენი)

ლურჯრგოლიანი რვაფეხას (ტეტროდოტოქსინი) ან კონუსისებრი ლოკოკინას (კონოტოქსინი) ნაკბენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა მოიცავდეს პირველად დახმრებას დაზარალებული კიდურების წნევისა და იმობილიზაციის მეშვეობით.[37][38]

მოზრდილებმა და ბავშვებმა, რომლებსაც არ მიუღიათ აქტიური ტეტანუსის საწინააღმდეგო ბუსტერი ბოლო 5 წლის განმავლობაში, უნდა ჩაიტარონ ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა.[39]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას