ეპიდემიოლოგია

ზღვის ტოქსინებით მოწამვლის შემთხვევები მთელ მსოფლიოშია აღწერილი და მისი მასშტაბები იზრდება გლობალური დათბობის, ზღვის პროდუქტებზე გაზრდილი მოხმარების და ტოქსიკური წყალმცენარეების ყვავილობის გავრცელების გამო.[2][3]

საქსიტოქსინთან კონტაქტი

  • საქსიტოქსინის შემცველი მოლუსკი ბინადრობს ზომიერ და ტროპიკულ წყლებში, მაგრამ განსაკუთრებით წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით.

  • დაავადების ეპიდაფეთქება შეიძლება განვითარდეს ზღვის ტოქსიკური წყალმცენარეების ყვავილობის დროს, განსაკუთრებით Alexandrium-ის სახეობის დინოფლაგელატების შემთხვევაში, რადგან მკვებავი მოლუსკები იგროვებენ ტოქსინს და მათი მიღება საშიშია.[4]

  • 2020 წელს აშშ-ში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა დააფიქსირეს "წყლის ყვავილობის" (ტოქსიკური წყალმცენარეების ყვავილობის) 227 შემთხვევა, რომელთაგან ხუთი მიუთითებს კონკრეტულად საქსიტოქსინის არსებობაზე.[5]

ტეტროდოტოქსინთან კონტაქტი

  • გავრცელებულია იაპონიაში, ტაივანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში ხორკლიანი თევზისა და ლურჯრგოლებიანი რვაფეხას გეოგრაფიული სიახლოვის გამო.

  • სპორადული შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, თუმცა ეს გამოწვეული იყო ენდემური რაიონებიდან იმპორტირებული ხორკლიანი თევზით.[6]

  • ტეტროდოტოქსინი აღმოჩენილია სპორადულად მოლუსკებში ევროპის ტერიტორიაზე. ერთი შემთხვევა დაფიქსირებულია ესპანეთშიც, თუმცა საერთო მოსახლეობის რისკი უცნობია.[7]

კონოტოქსინთან კონტაქტი

  • კონოტოქსინები წარმოადგენს ტოქსინების ჯგუფს კონუსისებრი ლოკოკინას შხამში.[8]

  • კონოტოქსინის მწარმოებელი კონუსისებრი ლოკოკინები ბინადრობენ წყნარი და ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ გარემოში.[9] ღამით აქტიური კონუსისებრი ლოკოკინები უმეტესად გვხვდებიან კლდეების ქვეშ, პლაჟების გასწვრივ და რიფების ახლობლად.[10]

ზღვის ტოქსინებით მოწავლის შესახებ ეპიდემიოლოგიური მონაცემები მწირია და სავარაუდოდ არასაკმარისადაა დაფიქსირებული ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა რეგიონული ვარიაბელობა ანგარიშგების ვალდებულების კუთხით და დიაგნოსტიკური ტესტირების შესაძლებლობები. შესაბამისად, ზღვის ტოქსინით ინტოქსიკაციის ინციდენტობა და პრევალენტობა სავარაუდოდ უფრო მაღალია, ვიდრე ეს ცნობილია. გამოქვეყნებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები მეტწილად მოპოვებულია აღწერილი შემთხვევებიდან ეპიდაფეთქების დროს; მაგალითად, ალასკაში დაფიქსირდა პარალიზური მოწამვლა საქსიტოქსინით 54 ცალკეული ეპიდაფეთქების სახით, 20 წლის განმავლობაში (1973-1992).[11] 1998-2002 წლებში აშშ-ში აღირიცხა კიდევ შვიდი ეპიდაფეთქება, სულ 43 შემთხვევა.[12]​​

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას