პროგნოზი
არ არსებობს კომპლექსური კვლევები, რომლებიც შეისწავლიდა ინფექციური ენდოკარდიტის მქონე პაციენტების ზოგად პროგნოზს. გულის შეგუბებითი უკმარისობა რჩება ერთადერთ უდიდეს პროგნოზულ ფაქტორად მიუხედავად იმისა, თუ რომელი მიკროორგანიზმია გამომწვევი. სიკვდილობის სხვა ინდიკატორებია ცერებრული გართულებები, >10 მმ სიგრძის ვეგეტაცია და ქირურგიული ოპერაციის ჩატარების წარუმატებლობა, როდესაც არსებობს მისი ჩვენება.[71] ქირურგიული ჩარევა, თუ ეს ნაჩვენებია, ასოცირდება დაბალ საერთო სიკვდილობასთან; თუმცა, პაციენტები ქირურგიის ზუსტი ჩვენებით ხშირად კრიტიკულად ავად არიან და ინტრაოპერაციული სიკვდილობის სიხშირე მათთან მაღალია.[72]
ხანდაზმულ პაციენტებში სიკვდილობა უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებში: ასაკი, ცერებრული ემბოლია და გულის ხელოვნური სარქველი წარმოადგენს სიკვდილობის მატების რისკფაქტორებს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას