ეპიდემიოლოგია
ინფექციური ენდოკარდიტი უფრო და უფრო ხშირი ხდება. ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ინგლისის ჰოსპიტალური შემთხვევების სტატისტიკური კვლევის მიხედვით, 2009-10 წლებში დაფიქსირდა მწვავე და ქვემწვავე ენდოკარდიტის 3,969 შემთხვევა, ხოლო 2019-20 წლებში 10,097 შემთხვევა. Health & Social Care Information Centre: HESonline Opens in new window აშშ-ში, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2000-2011 წლებში, ინფექციური ენდოკარდიტის ინციდენტობამ 100,000 მოსახლეზე 11-დან 15-მდე იმატა.[14] სხვა კვლევის თანახმად, რომელიც შეისწავლიდა წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფექციური ენდოკარდიტის ინციდენტობას 2002-2016 წლებში, გამოვლინდა, რომ ინფქეციური ენდოკარდიტის ჯამური ინციდენტობა 10,000 მოსახლეზე გაიზარდა 18-დან 29-მდე, ხოლო ინფექციური ენდოკარდიტის ინციდენტობა წამლების მომხმარებლებში კი 10,000 მოსახლეზე 48-დან 79-მდე გაიზარდა.[15]
მდიდარი რესურსების ქვეყნებში IE უფრო ხშირად ვითარდება სარქველზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის ფონზე, ან იატროგენული ან ნოზოკომური ინფექციის შედეგად, მაშინ როდესაც ქრონიკული რევმატული დაავადება იშვიათად არის წინამორბედი. IE ორსულობის დროს იშვიათია და ძირითადად უკავშირდება ინტრავენურ ნარკომანიას და არსებულ გულის დაავადებას გასაკუთრებით, ხელოვნური სარქველის არსებობას, რომლის არსებობის დროსაც სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე ზოგადად მოსახლეობაში. დედათა სიკვდილიანობა აღწევს 18%-ს და ჩვეულებრივ გამოწვეულია ემბოლიით ან გულის უკმარისობით.[10]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას