დიფერენციული დიაგნოზები
რევმატიული ცხელება
ნიშნები / სიმპტომები
გულის რევმატული დაავადების მქონე პაციენტების, კლინიკური სურათი ხშირ შემთხვევაში მსგავსია და, უპირატესად კონსტიტუციური სიმპტომებით ვლინდება. ჯონსის კრიტერიუმები დიაგნოსტიკურია და მოიცავს: კარდიტს, პოლიართრიტს, ქორეას, რგოლისებრი ერითემას, კანქვეშა კვანძებს და წინმსწრებ სტრეპტოკოკულ ინფექციას.[37]
კვლევები
დადებითი ანტისტრეპტოლიზინ О-ს ანტისხეულები ან ანტი-DNAase B.
ექოკარდიოგრაფიულად შეიძლება აღინიშნოს გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნები გლობალურ კარდიტთან ერთად, მაგრამ, ჩვეულებრივ, ნაკლებად შეიმჩნევა ინფექციური ენდოკარდიტის სპეციფიკური ვეგეტაციები.
ენდომიოკარდიული ბიოფსიით გაოვლინდება პათოგნომურ აშოფის სხეულებს, რომლებიც პერსისტული ლოკალური ანთებითი დაზიანებებია.
ატრიული მიქსომა
ნიშნები / სიმპტომები
კონსტიტუციური სიმპტომები გამოხატულია ემბოლური პროცესებისების საპასუხოდ გამონთავისუფლებული ციტოკინების შედეგად განვითარებული სისტემური დაავადების გამო.
ხშირად პაციენტები აღნიშნავენ სიმპტომების გაუარესებას ან კლებას, რაც ეწინააღმდეგება იე-ს ქვემწვავე მიმდინარეობას.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს დამახასიათებელი კალციფიკატები გულში ან მცირე წინაგულში
წინაგულოვანი მიქსომის სადიაგნოსტიკოდ ყველაზე სპეციფიკური და სენსიტიური ტესტია ექოკარდიოგრაფია შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევით.
ლიბმან-საქსის ენდოკარდიტი
ნიშნები / სიმპტომები
ხშირად პაციენტი უსიმპტომოა; ანამნეზი შეიძლება მიუთითებდეს სისტემური წითელი მგლურის არსებობაზე.
პაციენტებს დადებითი ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულებით, შეიძლება აღენიშნებოდეთ განმეორებითი სპონტანური აბორტი, ვენის თრომბოზი ან თრომბოციტოპენია.
კვლევები
ხშირად დადებითია ავტოანტისხეულების პროფილი, როგორიცაა ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ANA), ანტი ორმაგ ჯაჭვიანი დნმ ანტისხეული (anti-dsDNA) და ანტიკარდიოლიპინური ანტისხეული თანდართული სარქვლოვანი დაავადებით.
იმუნოჰისტოქიმიური შეღებვით ვლინდება ნეიტროფილების დეფიციტი და იე-ს დროს დამახასიათებელი ანტიანთებითი პასუხი.
არაბაქტერიული თრომბოზული ენდოკარდიტი (აბთე/NBTE; მარაზმული ენდოკარდიტი )
ნიშნები / სიმპტომები
ენდოკარდიტი, რომლის დროსაც გულის სარქვლებზე დეპოზირდება სტერილური ვეგეტაციები. ყველაზე ხშირი სიმსივნეები, რომლებიც იწვევს აბთე/NBTE-ს, არის პანკრეასის, ფილტვის და კოლინჯის, ასე, რომ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ძირითადი დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები.
სხვა ასოციაციები მოიცავს სისტემურ წითელ მგლურას (ლიბმან საქსის ენდოკარდიტი) და სხვა ქრონიკული დაავადებებს, როგორიცაა ტუბერკულოზი და შიდსი.
პაციენტებს ასევე შეიძლება ჰქონდეთ თანმხლები ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობისთვის დაახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა მორეციდივე ღრმა ვენების თრომბოზი, დაჩქარებული ათეროსკლეროზი, ნაადრევი კორონარული არტერიის დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.[38]
კვლევები
არ ვლინდება დაზიანებული სარქვლის რღვევა და კავშირი ბაქტერიემიასთან. ხშირად პაციენტებს აქვთ ძირითადი დაავადება კარცინომის ან ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობის სახით, ასე რომ გულმკერდის, მუცლის და მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს შეიძლება გამოვლინდეს პირველადი სიმსივნური წარმონაქმნი ძირითადი პათოლოგიის გამო, რომელსაც მუცინის პროდუქციის შედეგად განვითარებული ემბოლური ფენომენის გამო მიიჩნევენ ხოლმე მეორად წარმონაქმნად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას