მონიტორინგი

აუცილებელია დაავადების აქტივობისა და პაციენტის მიერ გამოყენებული მრავალი მედიკამენტით გამოწვეული გვერდითი მოვლენების საგულდაგულო მონიტორინგი.

ლაბორატორიული მონიტორინგი

დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული მედიკამენტებით (DMARD) მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ტესტირება B და C ჰეპატიტებზე, ტუბერკულინის კანის სინჯი (PPD), სისხლის საერთო ანალიზი (FBC) და ღვიძლის ფუნქციური ტესტები (LFT). მკურნალობის დაწყების შემდეგ ყოველ 4-8 კვირაში ერთხელ ხდება სისხლის საერთო ანალიზის და ღვიძლის ფუნქციური ტესტების ლაბორატორიული მონიტორინგი. სტაბილურ დოზაზე მყოფი პაციენტის შემოწმება უნდა განხორციელდეს ყოველ 3-4 თვეში ერთხელ.[193][194]

დაავადების აქტივობა და პასუხი თერაპიაზე

მონიტორინგი შესაძლებელია ნებისმიერი კომპოზიტური ქულით. მათში შედის დაავადების აქტივობის მაჩვენებელი ქულა (DAS) და მისი დერივატივები, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებელი კითხვარი (HAQ) და მისი დერივატივები, პაციენტთა რუტინული შეფასების მონაცემთა ინდექსი (RAPID3), დაავადების აქტივობის მაჩვენებელი გამარტივებული ინდექსი (SDAI) და დაავადების კლინიკური აქტივობის ინდექსი (CDAI).[185][186][187] თუმცა ეს ქულები ხშირად რუტინულად არ გამოიყენება და წარმოადგენს დაავადების მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რაც რევმატოლოგიაში რუტინულად გამოყენებისთვის დახვეწას საჭიროებს. ACR-ის სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციას უწევს, რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში, დაავადების სიმძიმის საზომ შემდეგ სიდიდეებს:

რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯის (ACR) სამუშაო ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია ქულათა სისტემებს რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში დაავადების აქტივობის გასაზომად: 28 სახსრიანი DAS (DAS28), CDAI, SDAI, პაციენტის აქტივობის შკალა (PAS) და RAPID3. ეს სიდიდეები ერთმანეთის მსგავს შედეგებს იძლევიან რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში.[66]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას