ეტიოლოგია

რევმატოიდული ართრიტის (RA) ეტიოლოგია უცნობია. თუმცა ზოგიერთი კვლევა მიუთითებს შესაძლო გამომწვევ ფაქტორებზე:

გენეტიკური ფაქტორები

ოჯახური ანამნეზი იწვევს ართრიტის ორ-ოთხჯერ მომატებულ რისკს პირველი ხარისხის ნათესავებში.[17]​ მთავარი ჰისტოშეთავსების კომპლექსის (MHC) II კლასის ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის (HLA) ალელის, DRw4-ის არსებობის სიხშირე უფრო მეტია რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში. ეს HLA ალელები აკოდირებენ საერთო ამინომჟავის თანმიმდევრობას, რომელსაც საერთო ეპიტოპი ეწოდება და რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს რევმატოიდული ართრიტის პათოგენეზში.[18]

გენების პოლიმორფიზმის როლი როგორც თანდაყოლილ, ისე ადაპტირებულ იმუნურ სისტემაში იწვევს რისკის მატებას, ზოგიერთი მათგანი მოიცავს:[19][20][21][22][23][24][25]

  • PTPN22

  • T-უჯრედების ქვეტიპები, მაგ. Tph უჯრედები

  • მაკროფაგების ქვეტიპები, მათ შორის MERTK-, MerTK+, CX3CR1+ ქსოვილოვანი მაკროფაგები

  • IL-6 პრომოტერის პოლიმორფიზმი (-174 G>C, -572 G>C, და -597 G>A) აზიელ მოსახლეობაში

ზოგიერთ პაციენტში გენებისა და გარემოს ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ციტრულინის ნარჩენების შემცველი ცილების მიმართ ტოლერანტობის დაკარგვა.[26]

გარემო ფაქტორები

მოწევა და ჭარბი წონა/სიმსუქნე ასოცირდება რევმატოიდული ართრიტის მომატებულ რისკთან.[10]

მოწევა ასოცირდება რევმატოიდული ფაქტორის და ანტი-CCP ანტისხეულების გამომუშავებასთან, რომლებიც როგორც სპეციფიკური, ასევე მგრძნობიარე ანტისხეულებია, რომლებიც ზრდის დაავადების განვითარების რისკს.[27] რევმატოიდული ართრიტის მომატებული რისკი მწეველ ადამიანებში დამოკიდებულია დღეში მოწეული სიგარეტების რაოდენობაზე, ასევე მწეველობის ხანგრძლივობაზე.[10][11][12][13]​​​ გენებისა და გარემოს ურთიერთქმედება მძიმე მოწევასა და HLA-DRB1-ს შორის გამოვლენილია პაციენტებში HLA-SE სეროდადებითი დაავადების რისკის დროს.[28][29]

სხეულის მასის მომატებული ინდექსი ასოცირდება ანთებითი მარკერების მატებასთან და ქრონიკულ დაბალი ხარისხის ანთებასთან და შესაძლოა ასოცირებული იყოს აუტოიმუნური დაავადებების მომატებულ რისკთან, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი.[30][31]​​

​​​ინფექცია

ინფექცია: ინფექცია მიჩნეულია რევმატოიდული ართრიტის მაპროვოცირებელ ფაქტორად გენეტიკურად მგრძნობიარე პირებში, თუმცა, სპეციფიკური ინფექციური აგენტის იდენტიფიცირება არ მომხდარა.[32]

პათოფიზიოლოგია

სინოვიტი, შეშუპება და სახსრების დაზიანება, რომელიც ახასიათებს აქტიურ დაავადებას არის რთული აუტოიმუნური და ანთებითი პროცესების შედეგი, რომელიც მოიცავს როგორც თანდაყოლილი, ისე ადაპტური იმუნური სისტემის კომპონენტებს.[26]​ პათოგენეზის მთავარი რგოლია ანთებითი სინოვიუმი (სინოვიური გარსი). სინოვიურ გარსში ვლინდება გაზრდილი ანგიოგენეზი, უჯრედული ჰიპერპლაზია, ანთებით უჯრედების მიდინება, ცვლილებები უჯრედის ზედაპირის ადჰეზიური მოლეკულების და ბევრი ციტოკინის ექსპრესიაში.[1] ადგილი აქვს სინოვიური გარსის ჰიპერპლაზიას, გარსის ქვედა შრის ინფილტრაციით მონონუკლეური უჯრედებით, მათ შორის T უჯრედებით, B უჯრედებით, მაკროფაგებითა და პლაზმური უჯრედებით. ლოკალურად ინვაზიური სინოვიური ქსოვილის ასეთი ფორმირება დამახასიათებელია, და ჩართულია რევმატოიდული ართრიტის დროს გამოვლენილი ეროზიების წარმოქმნაში.[26]

ციტოკინები ანთებითი პროცესის ყველა ფაზაში მოქმედებს, ხოლო სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი (TNF), ინტერლეიკინ 1 და ინტერლეიკინ 6 ყველაზე დიდი რაოდენობით გროვდება სახსარში. როგორც TNF ისე ინტერლეიკინები ასტიმულირებს პროლიფერაციას, მეტალოპროტეინაზასა და ადჰეზიური მოლეკულების ექსპრესიას, სხვა ციტოკინების შემდგომ სეკრეციას.[33]​ სავარაუდოდ, მეტალოპროტეინაზას აქტივობის მაღალი დონე განაპირობებს სახსრის დარღვევას. ახალი სისხლძარღვების გამრავლება უზრუნველყოფს ჰიპერტროფიულ სინოვიუმს. მკურნალობის გარეშე, ეს ანთებითი პირობები შემდგომ იწვევს ჩართული სახსრის დარღვევას.

სკლეროსტინი, ძვლის მეტაბოლიზმის და სისხლძარღვთა კალციფიკაციის რეგულატორი, რომელიც მონაწილეობს Wnt/β-კატენინის სასიგნალო გზის რეგულირებაში, ნაჩვენებია, რომ მონაწილეობს რევმატოიდული ართრიტის პათოგენეზში.[34][35] ერთი სისტემური მიმოხილვის მტკიცებულება ვარაუდობს, რომ რევმატოიდული ართრიტის მქონე ადამიანებს აქვთ მოცირკულირე სკლეროსტინის უფრო მაღალი დონე ვიდრე დაავადების არმქონე პირებს.[35]

დადასტურებულია, რომ პენტრაქსინი-3 (PTX-3) მონაწილეობს მწვავე და ქრონიკულ ანთებაში და თანდაყოლილ იმუნიტეტში.[36][37] ჯანმრთელ კონტროლთან შედარებით, მოცირკულირე PTX-3 დონეები მნიშვნელოვნად მაღალია რევმატოიდული ართრიტის მქონე ადამიანებში.[38]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას