კრიტერიუმები
რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯისა (ACR) და ევროპული ლიგა რევმატიზმის წინააღმდეგ-ის(EULAR) ერთობლივი ინიციატივა 2010.[48]
კრიტერიუმების მისადაგების შემდეგ, ნებისმიერი პაციენტი, რომელსაც აქვეს ექვსი ან მეტი ქულა, მიიჩნევა რევმატოიდული ართრიტით დაავადებულად. კრიტერიუმების მისადაგებამდე, პაციენტებს უნდა ჰქონდეთ, მინიმუმ, ერთი სახსრის სინოვიტი და ამის გამომწვევი ყველა სხვა მიზეზი უნდა გამოირიცხოს.
სახსართა განაწილება
1 მსხვილი სახსარი - 0 ქულა
2-10 მსხვილი სახსარი - 1 ქულა
1-3 წვრილი სახსარი (მსხვილი სახსრების გამოკლებით) - 2 ქულა
4-10 წვრილი სახსარი (მსხვილი სახსრების გამოკლებით) - 3 ქულა
10-ზე მეტი სახსარი (სულ ცოტა 1 წვრილი სახსარი) - 5 ქულა
სეროლოგია
უარყოფითი რევმატოიდული ფაქტორი (RF) და უარყოფითი ანტი-ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის (ანტი-CCP) ანტისხეულები - 0 ქულა
RF და Anti-CCP დადებითი, დაბალი (≤3 x ნორმის ზედა ზღვარი) - 2 ქულა
მაღალი დადებითი RF და მაღალი დადებითი ანტი-CCP (>3 x ნორმის ზედა ზღვარი) - 3 ქულა
სიმპტომთა ხანგრძლივობა
6 კვირაზე ნაკლები - 0 ქულა
6 კვირა ან მეტი - 1 ქულა
მწვავე-ფაზის რეაგენტები
ნორმალური CRP და ერითროციტების დანალექვის სიჩქარე (ESR) - 0 ქულა
პათოლოგიური C-რეაქტიული ცილა და ედსი - 1 ქულა
ამერიკის რევმატიზმის ასოციაციამ 1987 წელს ხელახლა მიმოიხილა რევმატოიდული ართრიტის კლასიფიკაციის კრიტერიუმები[71]
კლასიფიკაციის მიზნით, პაციენტები ითვლებიან რევმატოიდული ართრიტით დაავადებულად თუ აკმაყოფილებენ 7-დან სულ ცოტა 4 კრიტერიუმს (1-4 კრიტერიუმები წარმოდგენილი უნდა იყოს ≥6 კვირის განმავლობაში):
დილის შებოჭილობა, რომელიც გრძელდება 1 საათი ან მეტი ხანს გაუმჯობესებამდე
3 ან მეტი სახსრის ართრიტი: ერთდროულად იყო რბილი ქსოვილების შეშუპება ან სითხე, ნანახი ექიმის მიერ. ანთების 14 სავარაუდო უბანი არის მარჯვენა ან მარცხენა პროქსიმალური ფალანგთაშუა (PIP), ნებ-ფალანგის (MCP), მაჯის, იდაყვის, მუხლის, კოჭის და წინატერფ-ფალანგთა (MTP) სახსრები
ხელების ართრიტი: მინიმუმ ერთი შესივებული არე მაჯაში, MCP, ან PIP
სიმეტრიული ართრიტი
რევმატოიდული კვანძები: კანქვეშა კვანძები ძვლოვან ამობურცულობებზე, გამშლელ ზედაპირებზე ან სახსრისგარშემო უბნებში, ექიმის მიერ ნანახი
რევმატოიდული ფაქტორი შრატში
რენტგენოგრაფიული ცვლილებები: კლასიკური ცვლილებები ხელის და მაჯის პოსტერო-ანტერიულ სურათებზე; უნდა ვლინდებოდეს ეროზიები ან ძვლოვანი დეკალციფიკაცია პროცესში ჩართულ სახსარში ან მასთან ძალიან ახლოს
EULAR-ის განმარტება რთულად სამკურნალო რევმატოიდული ართრიტისთვის[85]
შემუშავებულია კლინიკურ პრაქტიკაში და კვლევებში გამოსაყენებლად. რთულად სამკურნალო რევმატოიდული ართრიტის განმარტება ეფუძნება შემდეგ სამ კრიტერიუმს:
პაციენტი, რომელიც მკურნალობს EULAR-ის რეკომენდაციების მიხედვით, მაგრამ მკურნალობა წარუმატებელია ორი ან მეტი ბიოლოგიური ან მიზანმიმართული სინთეზური დაავადების მოდიფიკაციის საწინააღმდეგო ანტირევმატული პრეპარატის (DMARDs) (მოქმედების სხვადასხვა მექანიზმით) ფონზე* ჩვეულებრივი სინთეზური DMARD თერაპიის წარუმატებლობის შემდეგ (თუ უკუნაჩვენებია) **.
პაციენტს ექნება ნიშნები, რომლებიც მიუთითებს აქტიურ/პროგრესირებად დაავადებაზე, რომელიც განისაზღვრება, როგორც ერთი ან რამდენიმე ჩამოთვლილი:
დაავადების მინიმუმ ზომიერი აქტივობა (დადასტურებული კომპოზიტური მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა სახსრების რაოდენობა, მაგალითად, DAS28-ESR ქულა*** >3.2 ან კლინიკური დაავადების აქტივობის ინდექსი (CDAI) >10)
ნიშნები (მათ შორის, მწვავე ფაზის რეაქტორები და რადიოლოგიური კვლევები) და/ან სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ აქტიურ დაავადებაზე (სახსრებთან დაკავშირებული ან სხვა)
გლუკოკორტიკოიდების დოზის შემცირება შეუძლებელია (პრედნიზონის ან ექვივალენტის დოზა 7.5 მგ/დღეში ნიშნულს ვერ ცდება
სწრაფი რენტგენოგრაფიული პროგრესირება (აქტიური დაავადების ნიშნებით ან მის გარეშე)****
კარგად კონტროლირებული დაავადება ზემოაღნიშნული სტანდარტების მიხედვით, მაგრამ მაინც აქვს რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები, რომლებიც იწვევს ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას
ნიშნების და/ან სიმპტომების მართვა პრობლემურად აღიქმება რევმატოლოგისა და/ან პაციენტის მიერ.
სამივე კრიტერიუმი უნდა იყოს წარმოდგენილი რთულად სამკურნალო რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზისთვის.
*თუ არ არის შეზღუდული მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო.
**თუ ჩვეულებრივი სინთეზური DMARD მკურნალობა უკუნაჩვენებია, საკმარისია ≥2 ბიოლოგიური ან მიზანმიმართული სინთეზური DMARD-ის წარუმატებლობა მოქმედების სხვადასხვა მექანიზმით.
***DAS28-ESR, დაავადების აქტივობის ქულა, რომელიც აფასებს 28 სახსარს და ერითროციტების დალექვის სიჩქარეს.
****სწრაფი რენტგენოგრაფიული პროგრესია: ვან დერ ჰეიდის მოდიფიცირებული შარპის ქულის ცვლილება ≥5 ქულით 1 წლის განმავლობაში.
ACR/EULAR რემისიის კრიტერიუმები რევმატოიდული ართრიტის რემისიისთვის, 2022 წლის განმარტება[86][87]
რემისიის განმარტება, რომელიც არის მკაცრი, მაგრამ მიღწევადია კლინიკური კვლევებისთვის და კლინიკურ პრაქტიკაში პაციენტის შეფასებისთვის.
რემისიის განმარტება რევმატოიდული ართრიტის კლინიკური კვლევებისთვის:
ნებისმიერ მომენტში, პაციენტმა უნდა დააკმაყოფილოს ყველა შემდეგი კრიტერიუმი:
მტკივნეული სახსრების რაოდენობა ≤1*
შეშუპებული სახსრების რაოდენობა ≤1*
C-რეაქტიული ცილა ≤1 მგ/დლ
პაციენტის გლობალური შეფასება ≤1 (0-10 შკალაზე)**
ან
ნებისმიერ მომენტში, პაციენტს უნდა ჰქონდეს დაავადების გამარტივებული აქტივობის ქულა (SDAI) ≤3.3***
რევმატოიდული ართრიტის განმარტება კლინიკურ პრაქტიკაში:
მტკივნეული სახსრების ჯამური რაოდენობა 28 ≤1
შეშუპებული სახსრების ჯამური რაოდენობა 28≤1
პაციენტის გლობალური შეფასების ქულა ≤2
ან
CDAI ≤2.8****
*შეშუპებული სახსრების დასათვლელად, 28 სახსრის შკალამ შეიძლება გამოტოვოს აქტიური სახსრები, განსაკუთრებით ტერფებსა და კოჭებში და სასურველია, რემისიის შეფასებისას ეს სახსრებიც მოვიცვათ.
**გლობალური შეფასებისთვის უნდა გამოიყენოთ შემდეგი კითხვები ფუნქციის შესახებ: იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა აქვს ართრიტს თქვენზე, როგორ გრძნობთ ართრიტს დღეს? ვერბალურად პასუხი შეიძლება მერყეობდეს „უსიმპტომოდან“ "მძიმე სიმპტომებამდე“.
***SDAI, დაავადების გამარტივებული აქტივობის ინდექსი განისაზღვრება მტკივნეული სახსრების რაოდენობის (28), შეშუპებული სახსრების რაოდენობის (28), პაციენტის გლობალური შეფასების ქულის (0-10 შკალაზე), ექიმის გლობალური შეფასების მარტივი ჯამის ( მასშტაბი 0-10) და C-რეაქტიული ცილის (მგ/დლ) გამოყენებით.
****CDAI, კლინიკური დაავადების აქტივობის ინდექსი, იგივეა, რაც SDAI, მაგრამ C-რეაქტიული ცილის გარეშე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას