ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
საკვანძო რისკფაქტორები მოიცავს მრავლობით სქესობრივ პარტნიორს, სქესობრივ კონტაქტს სექს მუშაკთან, დაუცველ ურთიერთობას, ნარკოტიკების მოხმარებას, მამრობით სქესს და წინდაცვეთის არარსებობას (მამაკაცებში).
გენიტალური პაპულები
თუ პაციენტი მივა ექიმთან ადრეულ ეტაპზე, მას ექნება მტკივნეული პაპულები. გვიან სტადიებზე პაპულა გადადის პუსტულაში და შემდეგ წყლულდება.
გენიტალური წყლულები
წყლულ;ები რბილია და მტკივნეული ინდურაციის გარეშე.
მათი ზომა შესაძლოა იყოს 1-2 სმ და ქონდეს მკვეთრად დემარკირებული საზღვრები, დაკბილული, აშრევებული კიდეები და მყიფე ფუძე, რომელიც დაფარულია მონაცრისფრო ან ყვითელი ექსუდატით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: წყლულებიასოზე დაკავშირებულია შანკროიდთანადაპტირებულია ჯ. მილერიდან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოსახულების ბიბლიოთეკა, CDC (1974) [Citation ends].
სხვადასხვა ტიპის წყლულები მოიცავს გიგანტურ (>2 სმ) ან მცოცავ წყლულებს, ფოლიკულურ წყლულებს ან პაპულებს წამოწეული კიდეებით (რომლებიც გავს მეორადი სიფილისის ფართო კონდილომას), [Figure caption and citation for the preceding image starts]: სიფილისის მსგავსი შანკროიდის პუსტულაადაპტირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოსახულების ბიბლიოტეკიდან, CDC (1971) [Citation ends]. ან დაზიანებებს <1-5 მმ დიამეტრით, რომლებიც გავს HSV დაზიანებებს.
ლიმფადენიტი და ბუბონები
შესაძლოა იყოს უნილატერალური (პაციენტების ორ მესამედში) ან ბილატერალური (პაციენტების ერთი მესამედი).
ვლინდება მამაკაცების 505-ში და ქალების 40%-ში.
ფლუქტუაციური ჩირქოვანი ლიმფადენიტის (ბუბონი) ფორმები გვიან სტადიებზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Haemophilus ducreyi ინფექციასთან დაკავშირებული ბუბონებიადაპტირებულია ს. ლინდსლიდან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოსახულების ბიბლიოთეკა, CDC (1971) [Citation ends].
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
იშვიათი
ურეთრიტი და დიზურია
შესაძლოა იყოს ზოგიერთ შემთხვევაში.
ვაგინალური გამონადენი
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ქალებში.
ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ქალებში
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ქალებში.
რექტული ტკივილი ან სისხლდენა
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ქალებში.
შესაძლოა განპირობებული იყოს ფისტულით ან რექტული წყლულებით.
რექტოვაგინალური ფისტულა
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ქალებში.
ექსტრაგენიტალური წყლულები
რისკფაქტორები
ძლიერი
მრავალი სქესობრივი პარტნიორი
შანკროიდი არ არის მდგრადი პოპულაციაში, სადაც სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა დაბალია. პარტნიორების მინიმალური რაოდენობა პოპულაციაში შანკროიდის შესანარჩუნებლად 15-20-ია წელიწადში.[10]
თითოეულ სქესობრივ აქტზე გავრცელების სიხშირე მაღალია, მაგრამ უცნობია გავრცელების ალბათობა ერთეული ექსპოზიციის შედეგად 0.35-ია.[13]
სქესობრივი კონტაქტი სექს მუშაკთან
Haemophilus ducreyi ინფექციურობის მოკლე პერიოდი ახასიათებს და საჭიროებს სქესობრივი პარტნიორების ხშირ ცვლას, რათა შენარჩუნდეს პოპულაციაში.[10][26][28]
ეპიდემიების უმრავლესობის დროს, კომერციული სექსმუშაკები სერიოზულ რეზერვუარს წარმოადგენს.
სექს-მუშაკებს აქვთ ჯანდაცვაზე დაბალი ხელმისაწვდომობა და მრავალი სქესობრივი პარტნიორი.[22] მათ შეიძლება სქეოსიბრივი კავშირი ჰქონდეთ მტკივნეული წყლულების არსებობის დროსაც კი. წყლულები საშოში და საშვილოსნოს ყელზე შეიძლება უმტკივნეულო იყოს და ამიტომ მკურნალობის გარეშე დარჩეს.[13]
დაუცველი სქესობრივი კონტაქტი
მრავალმა კვლევამ აჩვენა კონდომების გამოყენება რამდენად მნიშვნელოვანია გენიტალური წყლულოვანი დაავადების გავრცელების შესამცირებლად. ტაილანდში 100% კონდომის გამოყენების პოლიტიკა ძალიან ეფექტურია; 1998 წლიდან სანკროიდის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. აფრიკულ ქვეყნებში, სადაც კონდომები ხშირად გამოიყენება, სიხშირე დაბალია.[10][14]
ნარკოტიკულ საშუალებათა ჭარბი მოხმარება
მამრობითი სქესი
დაავადების ინციოდენტობა 25:1-ია (მამაკაცების ქალებთან თანაფარდობა) აფეთქებების დროს და 3:1 ენდემურ მიდამოებში.[15]
არ არსებობს სქესობრივი განსხვავება პაპულების ფორმირებაში, მაგრამ ქალებში უფრო ხშირია პაპულების სპონტანური ალაგება, ხოლო მამაკაცებში უფრო პროგრესირებს პუსტულურ სტადიამდე. სქესობრივ განსხვავებების არსებობის მიზეზი უცნობია.[31]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას