შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

28 წლის მამაკაცს უვითარდება მტკივნეული წყლული სასქესო ასოზე სექს-მუშაკთან დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 7 დღის შემდეგ. სამი კვირის შემდეგ მას ასევე უვითარდება საზარდულის მტკივნეული ჩირქოვანი ლიმფური კვანძი.

შემთხვევის ანამნეზი #2

36 წლის ქალ, მოსაწევი კოკაინის მომხმარების ანამნეზით, 3 კვირაა აქვს გენიტალური წყლული. მას ზოგჯერ სქესობრივი კავშირი აქვს ნარკოტიკების სანაცვლოდ.

სხვა გამოვლინებები

მამაკაცებს ჩვეულებრივ აქვთ მტკივნეული წყლულები, მაგრამ იშვიათად შესაძლოა ქონდეთ ჩირქოვანი ურეთრიტი. ქალების დაავადება უმეტესწილად სპონტანურად ლაგდება. ამასთან ერთად, სიმპტომები ქალებში შესაძლოა საეჭვო იყოს და მოიცავს დიზურიას, ტკივილს სქესობრივი ურთიერთბისას, ვაგინალურ გამონადენს, ტკივილს დეფეკაციისას ან ჰემატოქეზიას. მდებარეობის მიხედვით წყლულები შესაძლოა იყოს უმტკივნეულო ვარიაბელური შეხედულებით. ისინი შესაძლოა შეერწყას ერთმანეთს და წარმოქმნას მცოცავი ან გიგანტური წყლული (>2 სმ). ისინი შესაძლოა დარჩეს პატარა ზომის და შეგვეშალოს ფოლიკულიტში ან HSV-ში. ზოგიერთს უვითარდება ამოწეული კიდეები და ფართო კონდილომას წააგავს. ექსტრაგენიტალური დაზიანებები აღინიშნება სარძევე ჯირკვლებზე, ფეხებზე, პირისა და თითებზე; ეს იშვიათია და ჩვეულებრივ ვითარდება აუტოინოკულაციის შედეგად. აივ ინფექცია ზოგჯერ ცვლის ფიზიკურ გამოვლინებებს და ინფექციის მიმდინარეობას; დაზიანებები შესაძლოა იყოს ატიპური, გამოვლინდეს დიდი რაოდენობით და უფრო ნელა შეხორცდეს.[1]Haemophilus ducreyi გამოვლინდა აგრეთვე როგორც არასქესობრივი გზით გადაცემული კიდურის წყლულების ეტიოლოგიური აგენტი ტროპიკული გრანულომისთვის ენდემურ ქვეყნებში.[2][3][4][5][6][7][8] მოხსენებები ამ გამოვლინების შესახებ ამჟამად იშვიათია, მაგრამ ექიმებმა ეს უნდა იცოდნენ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას