ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკფაქტორებია: მომლაშო ან ზღვის წყალზე ექსპოზიცია, ზღვის პროდუქტების დამუშავება და/ან გასუფთავება, უმი ან არასაკმარისად მომზადებული მოლუსკების მიღება, ღვიძლის ფონური დაავადება (ციროზი, B, C ჰეპატიტი, ჰემოქრომატოზი), მიმდინარე თერაპია კორტიკოსტეროიდებით ან სხვა ტიპის იმუნოსუპრესია (აივ, ქიმიოთერაპია, პარენქიმულ ორგანოს ტრანსპლანტაცია).
ფეხის ტკივილი
ცელულიტი
დიარეა
მუცლის სპაზმური ტკივილი
დიდი ალბათობით გამოვლინდება გასტროენტერიტის სინდრომის დროს, თუმცა შეიძლება სეფსისის დროსაც აღინიშნოს.
ყურის ტკივილი
Vibrio alginolyticus შესაძლოა იყოს გარე ყურის ანთების მიზეზი მოცურავეებსა და სერფერებში.[4]
გარე ოტიტის ტიპური სიმპტომია, თუმცა არასპეციფიკური.
თვალის ტკივილი, სიწითლე
არა-cholera Vibrio სახეობები იწვევენ კონიუნქტივიტს, კერატიტს ან ენდოფთალმიტს იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მოლუსკის ნიჟარით თვალის ტრავმული დაზიანება, თვალი დაბინძურდა ზღვის წყალით ან განვითარდა თვალში შემავალი ჭრილობა.[3]
თვალის ინფექციის ტიპური, თუმცა არასპეციფიკური სიმპტომები.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ცხელება
ბაქტერიემიასთან და/ან ცელულიტთან დაკავშირებული არასპეციფიკური ნიშანი.
შეცვლილი მენტალური სტატუსი
შესაძლებელია განვითარდეს კონფუზია, რომელიც სეფსისთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს არასპეციფიკურია Vibrio ინფექციებისთვის.
გულისრევა
პირღებინება
რისკფაქტორები
ძლიერი
მომლაშო ან ზღვის წყლის ზემოქმედება
Vibrio ტიპის მიკროორგანიზმები მომლაშო ან ზღვის წყლის ბუნებრივ ბიოფლორაში შედიან. Vibrio-ების კონცენტრაცია ვარირებს სეზონურად, ზამთარში და წყლის მარილიანობის მიხედვით. დიდი რაოდენობა გვხვდება იმ შემთხვევაში, თუ წყლის ტემპერატურა 17°C (62.5°F) -35°C (95°F)-ია, ხოლო წყალში მარილის შემცველობა- 5% -25%. როდესაც წყლის ტემპერატურა რეპლიკაციის ტემპერატურაზე ქვემოთ ეცემა, Vibrio vulnificus ზღვის წყალში სიცოცხლისუნარიან, მაგრამ არა მზარდ მდგომარეობაშია.[28][35]
ღია ჭრილობის (მაგ: ფეხის წყლული, აბრაზია, დამწვრობა)დაბინძურება ზღვის წყლით განაპირობებს ღრმა ქსოვილებში Vibrio-ს პენეტრაციის ხელშეწყობას. ადამიანის V vulnificus-ის დაფიქსირებული შემთხვევების დაახლოებით 30% განვითარდა ზღვის წყლით ჭრილობის დაბინძურების შედეგად ან ზღვასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების გამო.[4][19][28][35][36]
Vibrio alginolyticus უკავშირდება ყურის ან თვალის ზედაპირულ დაავადებებს სხვამხრივ ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში, რომლებიც ცურვის ან სერფინგის დროს კონტაქტში იყვნენ ზღვის წყალთან.[4][19]
ზღვის პროდუქტების დამუშავება და/ან გასუფთავება
უმი ან არასაკმარისად მომზადებული მოლუსკის მიღება
ორსაგდულიანი მოლუსკები-ფილტრატორები, Vibrio-ს კონცენტრირებას ახდენენ თავიანთ ქსოვილებში, სადაც შესაძლებელია მათი შემდგომი რეპლიკაცია. ხამანწკებში კონცენტრაციამ შეიძლება მიაღწიოს 10³-106 ბაქტერიას ქსოვილის 1 გრამზე.[28] მოლუსკების შენახვამ 4-8°C (39-46.5°F) ტემპერატურაზე შესაძლოა გაზარდოს 2 log Vibrio vulnificus ინფექცია 1 კვირაში.[37]
ორი Vibrio სინდრომი დაკავშირებულია უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული მოლუსკების მიღებასთან. პაციენტებში, რომლებსაც ფონური ღვიძლის დაავადება ან იმუნოსუპრესია აქვთ, V vulnificus და იშვიათად Vibrio parahaemolyticus შესაძლოა გადავიდეს პორტულ სისტემაში და გამოიწვიოს პირველადი სეპტიცემია კანის მეტასტაზური დაზიანებებით.[4][28][35] სხვამხრივ ჯანმრთელ მასპინძელში მიკროორგანიზმი იწვევს გასტროენტერიტის სინდრომს, ზოგჯერ სისხლიანი და ლორწოვანი დიარეით. ეს უფრო ხშირად დაკავშრებულია V parahaemolyticus-თან და როგორც ჩან,ს უკავშირდება ორგანიზმის უნარს წარმოქმნას თერმოსტაბილური ჰემოლიზინი, რომელიც მოქმედებს როგორც ენტეროტოქსინი.[21][37]
ღვიძლის ფონური დაავადება (ციროზი, ჰეპატიტი B ან C, ჰემოქრომატოზი)
კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღება ან სხვა ტიპის იმუნოსუპრესია (აივ, ქიმიოთერაპია, მყარი ორგანოს ტრანსპლანტაცია)
Vibrio vulnificus-ს გამო თაგვის მოდელში ციკლოფოსფამიდის ან d-გალაქტოზამინის მიცემა აუცილებელი იყო პირის ღრუს ბაქტერიების მიმართ მგრძნობიარე ცხოველებისთვის.[39]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას