მიდგომა
Vibrio კლინიკურ სინდრომების დიაგნოსტირება ემყარება ანამნეზში მოლუსკების დამუშავების/დასუფთავების შემთხვევას, მოლუსკების მიღებას ან მომლაშო/ოკეანის წყალთან ექსპოზიციას, განსაკუთებით თუ პაციენტს აღენიშნება თანმხლები დაავადება (მაგ. იმუნოკომპრომისი, ღვიძლის დაავადება).
ვიბრიო ინფექციები შესაძლოა გამოვლინდეს როგორც:
სეფსისი ან მძიმე სისტემური ინფექცია, რომელიც ასოცირებულია მოლუსკების მიღებასთან მეტასტაზური ნეკროზული ფასციიტით ან მის გარეშე ან პერიფერიული სიმეტერიული განგრენით.
ჭრილობის ადგილობრივი ინოკულაცია და კანის/რბილი ქსოვილების ადგილობრივი ინფექცია სეფსისით ან მის გარეშე ან მძიმე სისტემური ინფექცია
გასტროენტერიტის სინდრომები
ზედაპირული ინოკულაციით მიმდინარე ინფექციები (მაგ. კონიუნქტივიტი, გარე ყურის ოტიტი).
სეფსისი განისაზღვრება, როგორც სიცოცხლისთვის საშიში ორგანული დისფუნქცია, რომელიც გამოწვეულია მიმღები ორგანიზმის არარეგულირებადი რეაქციით ინფექციაზე. სეპტიკური შოკი განისაზღვრება, როგორც სეფსისის ქვეტიპი, რომელსაც ახასიათებს სისხლის მიმოქცევისა და უჯრედული ან მეტაბოლური დისფუნქცია და უფრო მაღალი სიკვდილობა.[42]
სეფსისი ან მძიმე სისტემური ინფექცია, რომელიც ასოცირებულია მოლუსკების მიღებასთან
უმი ან თერმულად არასათანადოდ დამუშავებული მოლუსკების მიღებით, Vibrio vulnificus or Vibrio parahaemolyticus-ს მიღების შედეგად შესაძლოა სწრაფად განვითარდეს ფატალური სეპტიკური შოკი იმუნოკომპრომისულ პაციენტებში ან მათში, ვისაც ღვიძლის ფონური დაავადება აქვს. მოლუსკის მიღებიდან რამდენიმე საათში ან დღეში პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება (DIC) და რბილი ქსოვილის მეტასტაზური ნეკროზული ინფექცია ქვედა კიდურებზე.
თუ კანის დაზიანებები არ ვლინდება საჭიროა სეფსისის სხვა მიზეზების (მრავალი) გათვალისწინებაც. თუ სამედიცინო ანამნეზში გვხვდება ღვიძლის დაავადება ან იმუნოდეფიციტი, ხოლო პაციენტმა ახლახანს მიიღო მოლუსკები ან კონტაქტი ჰქონდა ზღვასთან, აუცილებელია ეჭვის მიტანა ინფექციაზე.
შეიძლება გამოვლინდეს სეფსისის კლინიკური ნიშნები (მაგ. ცხელება, ტაქიკარდია, ტაქიპნოე). პაციენტი შეიძლება იყოს დაბნეული. მძიმე სეფსისი ვლინდება ლაბორატორიულად ორგანოების დისფუნქციის ნიშნებით, ხოლო პაციენტში კონფუზიისა და მოთენთილობის არსებობით. სეპტიკური შოკის დროს პაციენტი ჰიპოტენზიურია და ცუდად პასუხობს სითხით დატვირთვაზე.
საჭირო ტესტებია:
სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით და თრომბოციტების რაოდენობა: სისხლის თეთრი უჯრედების ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს ნეიტროპენია და თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა
საბაზისო მეტაბოლური პანელი: ბიკარბონატის დონეები შესაძლოა შემცირებული იყოს და მეტაბოლურ აციდოზზე მიუთითებდეს; კრეატინინი შესაძლოა მომატებული იყოს, რაც თირკმლის დისფუნქციაზე მიუთითებს.
დიაგნოზი დასტურდება სისხლის კულტურით: სისხლის კულტურისთვის ნიმუში უნდა აიღოთ ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე თუ ეს არსებითად არ დააყოვნებს მკურნალობას (ე.ი. <45 წუთზე).[42]
პაციენტებში კლინიკურად საეჭვო, მაგრამ დაუდასტურებელი სეფსისით, დამხმარე დიაგნოსტიკური ტესტის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლში ლაქტატს განსაზღვრა.[42] კულტურის დამოუკიდებელი პათოგენის დიაგნოზი დაფიქსირდა შემდეგი თაობის გენების მეტაგენომიური სეკვენსირების გამოყენებით.[43]
სეფსისის დიაგნოზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სეფსისი მოზრდილებში
კანის/რბილი ქსოვილის ლოკალიზებული ინფექცია, დაკავშირებულია ლოკალურ ინოკულაციურ ჭრილობასთან
ინფექცია, დაკავშირებული კანის ინოკულაციასთან ვითარდება მომლაშო ან ოკეანის წყალით ღია ჭრილობის დაბინძურების ან შემავალი დაზიანების მიღების შედეგად. დაზიანება შესაძლოა გადაიზარდოს, რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში, ლოკალური ცელულიტიდან კანის ნეკროზამდე და რბილი ქსოვილის ინფექციამდე, ასევე შესაძლოა თან ახლდეს ბაქტერიემია და სეფსისი წინაგანწყობის მქონე მასპინძლებში (მაგ: იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, ღვიძლის ფონური დაავადებით).[28][44]
დიაგნოზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ ეპიდემიოლოგიური ანამნეზით, ღია ჭრილობის მოლუსკებზე და/ან მომლაშო/ოკეანის წყალზე ექსპოზიციის ან ზღვაში მიღებული ნაჩხვლეტი ჭრილობის შემთხვევაში.
კლინიკური ნიშნები განსხვავდება რბილი ქსოვილის ჩართულობის მიხედვით, ბაქტერიემიის არსებობითა და მასპინძლის სისტემური პასუხის მიხედვით.
საჭირო ტესტებია:
სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით და თრომბოციტების რაოდენობა: სისხლის თეთრი უჯრედები შეიძლება მომატებული, ნორმალური ან დაქვეითებული იყოს. თრომბოციტების დონე შეიძლება ნორმაში იყოს ან დაქვეითებული იყოს.
საბაზისო მეტაბოლური პანელი: ბიკარბონატის დონეები შესაძლოა შემცირებული იყოს და მეტაბოლურ აციდოზზე მიუთითებდეს; კრეატინინი შესაძლოა მომატებული იყოს, რაც თირკმლის დისფუნქციაზე მიუთითებს.
სისხლის კულტურით შეიძლება იდენტიფიცირებული იქნეს გამომწვევი აგენტი: სისხლის კულტურისთვის ნიმუში უნდა აიღოთ ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე თუ ეს არსებითად არ დააყოვნებს მკურნალობას (ე.ი. <45 წუთზე).[42]
ჭრილობის შეღებვა გრამის წესით და კულტივირება: კანის ბულების სითხისა და წყლულის ფსკერის ნიმუში შეიძლება შეიღებოს გრამის წესით. შეღებვის შედეგად გამოვლენილი გრამ-უარყოფითი ჩხირები პაციენტებში, რომლებსაც ფონური თანარსებული დაავადებები აქვთ და ქონდათ ექსპოზიცია მოლუსკებთან ან ზღვის წყალთან, Vibrio ინფექციაზე მიუთითებს.
კულტურისგან დამოუკიდებელი დიაგნოსტიკური ტესტირება: შეიძლება გამოყენებულ იქნას Vibrio-ს იდენტიფიცირებისთვის, მაგრამ დადებითი ნიმუში უნდა დადასტურდეს კულტივირებით, სადაც ეს შესაძლებელია.[45]MALDI-TOF (მატრიცული ლაზერული დეზორბცია იონიზაცია-ფრენის მასს სპექტროსკოპია) შეიძლება გამოყენებულ იქნას კულტივირებული ორგანიზმების სწრაფად იდენტიფიცირებისთვის.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: განგრენული ცვლილება ჰემორაგიული ბულებით ციროზის მქონე პაციენტში, რომელსაც აქვს სეპტიკური შოკი და Vibrio vulnificus ბაქტერემიაFrom the image collection of the Centers for Disease Control and Prevention [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Vibrio vulnificus ინოკულაციური დაზიანება ადრეულ ცელულიტთან ერთადFrom the image collection of the Centers for Disease Control and Prevention [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: გრამუარყოფითი მოხრილი ბაცილები (ისრის თავი), რომლებიც სისხლის ნიმუშიდან გამოიყოFrom the image collection of the Centers for Disease Control and Prevention [Citation ends].
გასტროენტერიტის სინდრომები
უმი ან არასაკმარისად მომზადებული ზღვის პროდუქტების მიღებამ 24-72 საათში შეიძლება გამოიწვიოს გასტროენტერიტი, რომელიც ხასიათდება მუცლის სპაზმური ტკივილითა და წყლიანი დიარეით. შეიძლება აღინიშნოს თანმხლები ცხელება და ლორწოვანი და/ან სისხლიანი დიარეა. სხვამხრივ ჯანმრთელ ადამიანში ეს ჩვეულებრივ თვითგანკურნებადია.[46]ის შეიძლება გამოვლინდეს, როგორც სეფსისის თანმხლები სიმპტომები კომპრომისულ მასპინძელში.[4][28][35]
დიაგნოსტიკური ეჭვი უნდა გაჩნდეს ანამნეზში მოლუსკების მიღების ფაქტის გამოვლენისას. მიკროორგანიზმი კარგად მრავლდება, თუმცა შეიძლება მარტივად არ ამოითესოს რუტინული კულტივირების წესით, რომელსაც ლაბორატორია განავლის პათოგენის გამოსაყოფად იყენებს.
ტესტები მოიცავს:
განავლის კულტურა: Vibrio ინფექციაზე ეჭვის არსებობისას, განსაკუთრებით Vibrio parahaemolyticus-ზე, განავლის კულტურა Vibrio სელექტიურ ნიადაგზე (მაგ: თოსულფატ-ციტრატ-ნაღვლის მარილები-საქაროზა [TCBS] კულტურის ნიადაგი) შესაძლოა დავუკვეთოთ ფაღარათზე მუშაობისას.[47]საკვებთან დაკავშირებული დიარეის დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სალმონელას, შიგელას, კამპილობაქტერის და ნოროვირუსს, სხვა პათოგენებს შორის.[48]
შარდოვანასა და ელექტროლიტების რუტინული განსაზღვრა ნაჩვენებია დეჰიდრატაციისა და მეტაბოლური აციდოზის ხარისხის დადგენის მიზნით, განავალით ელექტროლიტების დაკარგვის გამო.
სისხლის კულტურა: საჭიროა თუ პაციენტს აქვს ცხელება ან შესაძლო სეფსისის სხვა ნიშნები.
კულტურისგან დამოუკიდებელი დიაგნოსტიკური ტესტირება: შეიძლება გამოყენებულ იქნას Vibrio-ს იდენტიფიცირებისთვის, მაგ. განავლის ნიმუში შემოწმებული დიაგნოსტიკური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით დადებითი ნიმუშები უნდა დადასტურდეს კულტივირებით, სადაც ეს შესაძლებელია.[45]MALDI-TOF (მატრიცული ლაზერული დეზორბცია იონიზაცია-ფრენის მასს სპექტროსკოპია) შეიძლება გამოყენებულ იქნას კულტივირებული ორგანიზმების სწრაფად იდენტიფიცირებისთვის.
ზედაპირული ინფექციები ინოკულაციით
არა-cholera vibrio მიკროორგანიზმები იწვევენ ყურისა და თვალის ზედაპირულ ინფექციებს, როგორიცაა გარეთა ყურის ოტიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი ან ენდოფთალმიტი. აღნიშნული ინფექციები ვითარდება მოლუსკის ფრაგმენტებთან, ზღვის წყალთან ექსპოზიციის შემთხვევაში ან შემავალი ჭრილობის მიღებისას.[3][4]
არა-ქოლერას ვიბრიოთი გამოწვეული ყურის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები გავს გარეთა ყურის ანთების სხვა მიზეზებს. დიაგნოზზე მიუთითებს ვიბრიოს იზოლაცია გარეთა ყურის არხის კულტურებიდან და სუსტი ან ნელი კლინიკური გაუმჯობესება ტოპიკურ ანტიბიოტიკებზე, რომლებსაც მიეკუთვნება პოლიმიქსინი, ბაციტრაცინი და ნეომიცინი თვალის ინფექციის შემთხვევაში დიაგნოზი დგინდება გრამის წესით ნიმუშის შეღებვით და იზოლატების in vitro მგრძნობელობის განსაზღვრით შესაბამის ნიმუშებში (მაგ. კონიუნქტივის ნაცხში, რქოვანას ანაფხეკში, წინა და უკანა საკნების ასპირატებში, შესაბამისად, კერატიტის, ჰიპოპიონისა და ენდოფთალმიტის დროს).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას