მიდგომა

ემპირული ანტიბიოტიკოთერაპია მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს. ინფექციის კონტროლის სტანდარტული პროცედურები, მათ შორის წვეთების გადაცემის სიფრთხილის ზომების ჩათვლით, საკმარისია, რადგან ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია.

ანტიბიოტიკებით მკურნალობა მოზრდილებში

ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებით მკურნალობა უპირატესია.[14] მაკროლიდები (მაგ: ერითრომიცინი, აზითრომიცინი) და ფტორქინოლონები (მაგ: მოქსიფლოქსაცინი) ალტერნატიულ მეორე რიგის თერაპიას წარმაოდგენს, როდესაც ტეტრაციკლინები უკუნაჩვენებია. ერითრომიცინი, ალბათ, საუკეთესო ალტერნატივაა, თუმცა, მძიმე შემთხვევებში, შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს, ვიდრე ტეტრაციკლინი და შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობის 6 კვირიანი კურსი. ასევე გამოიყენება აზითრომიცინი, თუმცა, დაფიქსირებულია გარკვეული რეზისტენტობა.[29] მესამე რიგის მკურნალობის ვარიანტები მოიცავს ქლორამფენიკოლსა და რიფამპიცინს, თუმცა არსებობს მრავალი მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედება, რომელიც ზღუდავს რიფამპიცინის გამოყენებას.

მაკროლიდები უპირატესი არჩევანია ორსული ქალებისთვის ქლორამფენიკოლით მეორე რიგის არჩევანის სახით. ორსულ ქალებში ქლორამფენიკოლის უსაფრთხოების მხარდამჭერი მონაცემები არასაკმარისია და ის უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ, თუ სარგებელი დედისთვის გადაწონის რისკებს ნაყოფისთვის. ის არ უნდა გამოვიყენოთ უახლოეს ვადაში ან მშობიარობის დროს გრეის სინდრომის რისკის და ახალშობილის ძვლის ტვინის სუპრესიის გამო. ორსულ ქალებში და მეძუძურ დედებში რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე. ტეტრაციკლინი რეკომენდებული არ არის ნაყოფის ძვალ-სახსროვან სისტემაზე მავნე ზემოქმედების გამო, თუმცა გამოიყენება უკიდურეს შემთხვევებში სიცოცხლის გადასარჩენად, როდესაც ერითრომიცინი არაეფექტურია.[35][36] დოქსიციკლინის გამოყენება ფიქსირდება ერთ-ერთი შემთხვევის ანგარიშში.[37]

პერორალური თერაპია ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძმის დაავადების დროს. ინტრავენური თერაპია ნაჩვენებია მძიმედ დაავადებულ პაციენტებში (ანუ, ფილტვის დაავადების ნიშნებით დიფუზური ჩართვით და ცხელებით, სეფსისით, დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციით, ან სხვა ორგანოების ჩართულობის ნიშნებით, როგორიცაა ელენთა ან ღვიძლი). პასუხი ჩვეულებრივ ვლინდება 24-48 საათში. მკურნალობის კურსი ცვალებადია; ამასთან, ჩვეულებრივ, 2 - 3 კვირაში საკმარისია რეციდივის თავიდან ასაცილებლად. 6 კვირიანი კურსი შესაძლოა აუცილებელი გახდეს ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მძიმე დაავადება აქვთ.

Chlamydia psittaci მგრძნობიარეა ტეტრაციკლინების, მაკროლიდების, ქლორამფენიკოლის, ფტორქინოლონების და რიფამპიცინის მიმართ. თუმცა, ერთ კვლევაში, ფტორქინოლონების მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (MIC) იყო 0.25 მიკროგრამი/ლ შედარებით დოქსიციკლინის 0.05-0.20 მიკროგრამი/ლ-თან, რაც მიუთითებს ფტორქინოლონებით მკურნალობის წარუმატებლობის შესაძლებლობაზე.[38]

C psittaci კონიუქტივიტისთვის რეკომენდებულია ტოპიკური ერითრომიცინი.[4]

ანტიბიოტიკოთერაპია ბავშებში

ერითრომიცნი არის პირველი რიგის მკურნალობა ბავშვებში. აზითრომიცინი შეიძლება გამოვიყენოთ ალტერნატივის სახით. ქლორამფენიკოლი არის შესაფერისი მეორე რიგის ვარიანტი; ამასთან, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ბავშვებში. გრეის სინდრომი (ასევე ცნობილია როგორც ნაცრისფერი ბავშვის სინდრომი), სისხლის მიმოქცევის კოლაფსის ფორმაა, რომელიც პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშია, ფიქსირდება ნაადრევად დაბადებულ ბავშვებსა და ახალშობილებში, რომლებიც იღებენ ქლორამფენიკოლს და, უფრო იშვიათად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. როგორც მოზრდილების შემთხვევაში, ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია ნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც მძიმედ ავადობენ.

ზოგადად, რეკომენდებულია, რომ ტეტრაციკლინები არ გამოიყენოთ < 8 წლის ასაკის ბავშვებში ( < 12 წლამდე ასაკი ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი) კბილების ფერის შეცვლის რისკის გამო; თუმცა, მათი გამოყენება შეიძლება მცირეწლოვან ბავშვებში, თუ სარგებელი აღემატება რისკებს, განსაკუთრებით სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებში, როდესაც სხვა თერაპიები არ არის ეფექტური.[14]

C psittaci კონიუქტივიტისთვის რეკომენდებულია ტოპიკური ერითრომიცინი.[4]

დამხმარე თერაპია

მძიმე პნევმონიით დაავადებული პაციენტები ჟანგბადით თერაპიას საჭიროებენ. გართულებებს, როგორიცაა ენდოკარდიტი, ჰეპატიტი, მიოკარდიტი, ართრიტი, და ენცეფალიტი შესაძლოა იშვიათად გამოვლინდეს და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას