მიდგომა

Chlamydia psittaci-ით გამოწვეული პნევმონია შეუძლებელია კლინიკურად განვასხვავოთ სხვა საზოგადოებაში შეძენილი, ატიპური პნევმონიებისგან, განსაკუთრებით, Chlamydophila pneumoniae or Mycoplasma pneumonia-ით გამოწვეული პნევმონიისგან. კლინიკური პრეზენტაცია იცვლება ზომიერი გრიპის მსგავსი დაავადებიდან ელვისებურ პნევმონიამდე, რომელიც გართულებულია მულტი-ორგანული ჩართულობით. მოლეკულური ტესტირება და/ან სეროლოგია აუცილებელია დიაგნოზის დასადასტურებლად. ასევე რეკომენდებულია გულ-მკერდის რენტგენი. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ქონდეს მხოლოდ მწვავე ან ქრონიკული ფოლიკულური კონიუქტივიტი. მიუხედავად იმისა, რომ გესტაციური ფსიტაკოზი იშვიათია, დიაგნოზის დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს დედის და ნაყოფის სიკვდილობა.[31]

ფსიტაკოზი შეტყობინებადი დაავადებაა ზოგიერთ ქვეყანაში.

ანამნეზი.

ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ექსპოზიციის ისტორიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზისთვის. კონტაქტი ფრინველებთან, მაგალითად, შინაური ცხოველების ფრინველების მეპატრონეებთან, ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ ზოოპარკებში ან ცხოველების მაღაზიებში, ვეტერინარებთან, მეფრინველეობასა და ველური ბუნების მუშაკებთან და სადიაგნოსტიკო ლაბორანტებთან, ინფექციის მთავარი რისკია.[14] ოჯახის სხვა წევრების ავადმყოფობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი, რადგან გავრცელებას ხშირად ადგილი აქვს სახლის ფრინველებიდან ოჯახის მრავალ წევრზე. დაზარალებულთა დაახლოებით 25% უარყოფს ექსპოზიციას; ამრიგად, ინფექცია უნდა განიხილებოდეს კლინიკურად თავსებადი სიმპტომების მქონე ყველა პაციენტში, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ექსპოზიციის ისტორია.[14]

გამოვლინება ჩვეულებრივ არასპეციფიკურია. ყველაზე ხშრი გამოვლინება არის რესპირატორული ტრაქტის ინფექცია კონსტიტუციური სიმპტომებით. პაციენტებს 1-2 კვირამდე პერიოდის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეთ ცხელების, ზოგადი სისუსტის, თავის ტკივილის და ყელის ტკივილის დინამიური გამოვლინება, მოგვიანებით არაპროდუქტიული ხველის დაწყებით.[1][32] იშვიათ შემხვევებში დაწყება უფრო სწრაფად ხდება.

C psittaci ასევე დაკავშირებულია მწვავე და ქრონიკულ ფოლიკულურ კონიუნქტივიტთან. თვალის ინფექციის მქონე პაციენტები ხშირად უჩივიან უცხო სხეულის შეგრძნებას.[4][5][33]

ფიზიკური გამოკვლევა

პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ ცხელება და შეიძლება ჰქონდეთ ხახის ერითემა და დიფუზური ხიხინი ტაქიპნოეთი ან მის გარეშე. ასევე შესაძლებელია იყოს ჰეპატომეგალია. ზოგჯერ, პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ დაბნეულობა, ტაქიკარდია და სპლენომეგალია.[1]

როდესაც პაციენტებს აღენიშნებათ ინფექცია, რომელიც შემოფარგლულია თვალით, ერთადერთი ნიშანი შეიძლება იყოს სკლერის ცალმხრივი ან ორმხრივი დიფუზური ერითემა გამონადენით ან გამონადენის გარეშე.[33]

კვლევები

დიაგნოსტირება შესაძლოა რთული იყოს. მოლეკულური ტესტირება და/ან სეროლოგია აუცილებელია დიაგნოზის დასადასტურებლად. რამდენიმე მეთოდი გამოიყენება C psittaci ინფექციის გამოსავლენად, მაგრამ ზოგიერთი ტესტი მხოლოდ სპეციალიზებულ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. ტესტების ინტერპრეტაცია ყოველთვის უნდა მოხდეს, კლინიკური გამოვლინებისა და მკურნალობაზე რეაგირების მიმართულებით. ექიმები უნდა დაუკავშირდნენ ადგილობრივ სამედიცინო დეპარტამენტს ლაბორატორიული ტესტირებისთვის რაც შეიძლება ადრე.

ლაბორატორიული კვლევები

  • ზოგადი: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა დიფერენციალით შეიძლება ნორმალური იყოს ან მომატებული მარცხნივ გადახრით; ზოგჯერ გვხვდება ეოზინოფილია. ღვიძლის ფუნქციური ტესტები შეიძლება იყოს ნორმალური ან ოდნავ მომატებული.

  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR): გაუგზავნეთ რესპირატორული ნიმუში PCR-სთვის, თუ ეს შესაძლებელია. PCR უფრო ადვილად არის ხელმისაწვდომი, ვიდრე ეს წარსულში იყო, ხოლო რეალურ დროში PCR-ის ჩატარება ახლა უკვე ხელმისაწვდომია ზოგიერთ სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში. ეს ძალზე სენსიტიური და სპეციფიკური ტესტია C psittaci-თვის.[14] ის გთავაზობთ სწრაფ გამოვლენას და დროულად მიღებული შედეგები დაგვეხმარება მკურნალობის გადაწყვეტილებების წარმართვაში.

  • სეროლოგია: მიკროიმუნოფლუორესცენცია დაწყვილებული შრატის ნიმუშებზე (აღებულია 2-4 კვირიანი ინტერვალით) პრიორიტეტული სეროლოგიური ტესტია და შეიძლება ჩატარდეს როგორც დამხმარე ტესტი, როდესაც პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია ხელმისაწვდომია, ან როგორც საწყისი ტესტი, როდესაც პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია არ არის ხელმისაწვდომი. აღნიშნული ანალიზების ჩატარება ხელმისაწვდომია ბევრ ლაბორატორიაში. გაითვალისწინეთ მესამე ნიმუშის აღება 4-6 კვირიანი ინტერვალით მწვავე ნიმუშის აღების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც ანტიბიოტიკოთერაპიაზე არიან. შესაძლოა გამოვლინდეს ჯვარედინი რეაქცია ქლამიდიის სხვა სახეობებზე; შესაბამისად, შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით თუ ტიტრი <1:128-ია.[14]

  • კულტურა: ნახველის, პლევრის სითხის ან შედედებული სისხლის კულტურები შეიძლება შესრულდეს; ამასთან, C psittaci- ს კულტივირება არ არის რეკომენდებული, თუ არ არსებობს გამოცდილი რეფერალური ლაბორატორია. ტესტირება შეიძლება საშიში იყოს ლაბორატორიის პერსონალისთვის და ის არ არის ისეთი სენსიტიური, როგორც PCR. გარდა ამისა, ქსოვილის კულტურაში მიკროორგანიზმის გამოვლენა არ არის სტანდარტიზებული.[1]

გამოსახულებითი კვლევები

  • გულმკერდის რენტგენოლოგია: შეიძლება გამოვლინდეს პნევმონიის არსებობა და აჩვენებს ცალკეული წილის კონსოლიდაციას შემთხვევათა დაახლოებით 90% -ში, ჩვეულებრივ, ფილტვის ქვედა წილში. პაციენტთა დაახლოებით 50% -ში შეიძლება აღინიშნებოდეს მცირე ზომის პლევრული ეფუზია.[1]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას