მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

გასტროენტერიტი

Back
1-ლი რიგის – 

დამხმარე მოვლა

ლისტერიით გამოწვეული გასტროენტერიტი ტიპურ შემთხვევებში თვითგანკურნებადია და არ საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას.[1][2][6][42]

რეკომენდებულია სითხის სტატუსის შენარჩუნება და დამხმარე მკურნალობა საჭიროებისამებრ.

Back
1-ლი რიგის – 

ამოქსიცილინი ან ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი

ფებრილური გასტროენტერიტის მქონე იმუნოკომპრომისული, ხანდაზმული (>60წ) ან ორსული პაციენტები საჭიროებენ მკურნალობას ამოქსიცილინით ან ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლით.[43]

პენიცილინები, საზოგადოდ, უსაფრთხოდ ითვლება ორსულებში. ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმზე ზემოქმედების გამო.[2][22] მისი გამოყენება დასაშვებია მძიმე შემთხვევებში (როცა რისკს სარგებელი აჭარბებს), როგორც პენიცილინის ალტერნატიული მკურნალობა; თუმცა, აღნიშნული ჩვენების მხარდამჭერი კვლევები საკმარისად არ გვაქვს.

მკურნალობის კურსი: 3-5 დღე.

პირველადი პარამეტრები

ამოქსიცილინი: ბავშვები: დოზასთან დაკავშირებით მიმართეთ სპეციალისტს; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად, დღეში სამჯერ

ან

ტრიმეთოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი: ბავშვებში: დოზასთან დაკავშირებით მიმართეთ სპეციალისტს; მოზრდილებში: 160/800 მგ პერორალურად, 2-ჯერ დღეში

სისტემური ინფექცია: არა გასტროენტერიტი ან მენინგიტი/მენინგოენცეფალიტი

Back
1-ლი რიგის – 

ამპიცილინიამპიცილინი

ამპიცილინი განიხილება პირველი რიგის პრეპარატად სისტემური ინფექციის მქონე პაციენტებში.[40]​ ორსულობის დროს ის უსაფრთხოდ ითვლება.[22]

მკურნალობის კურსი: ბაქტერიემიის თერაპიის ხანგრძლივობა უმეტესად 14 დღეს შეადგენს. თავის ტვინის აბსცესის სამკურნალო კურსი სულ მცირე 6-კვირიანია.[48][49]​ მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ენდოკარდიტის შემთხვევაში 4-6 კვირაა.[50] იმუნოკომპრომისულ პირებში მკურნალობის ხანგრძლივობა ვარიაბელურია და დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე.

თავის ტვინის აბსცესისა და ენდოკარდიტის შემთხვევაში რეკომენდებულია ქირურგ-სპეციალისტის კონსულტაცია.

სისხლის განმეორებითი კულტივირება შეიძლება საჭირო გახდეს ინფექციის ალაგების დასადასტურებლად ბაქტერიემიისა და ენდოკარდიტის შემთხვევაში. თავის ტვინის განმეორებითი ვიზუალიზაცია ასევე შეიძლება საჭირო იყოს თავის ტვინის აბსცესის მკურნალობის შედეგის საკონტროლოდ.

პირველადი პარამეტრები

ამპიცილინიამპიცილინი: ბავშვები: დოზირების საკითხზე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; მოზრდილები: 2 გ ინტრავენურად, ყოველ 6 საათში

Back
განიხილე – 

გენტამიცინი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

გენტამიცინით კომბინაციური თერაპია პირველი 14-21 დღის განმავლობაში რეკომენდებულია მძიმე ინფექციების დროს, როგორიცაა ბაქტერიემია.[22][40]​​​ გენტამიცინი უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით რადგანაც მისი გამოყენება დაკავშირებულია თირკმლის უკმარისობასთან.რაზედაც მიუთითებს ორი რეტროსპექტრული კვლევის შედეგი.[44]

ამინოგლიკოზიდები არ უნდა დავნიშნოთ ორსულებში გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, როცა რისკს სარგებელი აჭარბებს. ამ შემთხვევაში გენტამიცინის გამოყენება დასაშვებია რადგანაც სმენისა და ვესტიბულური ნერვის დაზიანების ალბათობა უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ამინოგლიკოზიდების შემთხვევაში. გენტამიცინი ორსულობის დროს იშვიათად გამოიყენება. აუცილებელია კონსულტაცია ინფექციონისტთან. გენტამიცინი ორსულობის დროს იშვიათად გამოიყენება. აუცილებელია კონსულტაცია ინფექციონისტთან.

პირველადი პარამეტრები

გენტამიცინი: ბავშვები: დოზის შესახებ კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან; მოზრდილები: 5-7 მგ/კგ ინტრავენურად, ყოველ 24 საათში ერთხელ

Back
მე-2 რიგის – 

ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი ან მეროპენემი

ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი ითვლება მისაღებ ალტერნატივად პენიცილინის მიმართ ალერგიულ პაციენტებში. მეროპენემი ასევე შეიძლება გამოიყენოთ, თუმცა ეს დაკავშირებულია მკურნალობის ნაკლებ წარმატებასთან და სიკვდილობის მატებასთან.[47][46]

ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.[2] მისი გამოყენება დასაშვებია მძიმე შემთხვევებში (როცა რისკს სარგებელი აჭარბებს), როგორც პენიცილინის ალტერნატიული მკურნალობა; თუმცა, აღნიშნული ჩვენების მხარდამჭერი კვლევები საკმარისად არ გვაქვს. არ არსებობს უსაფრთხოებისა და მიზნობრივი ეფექტურობის კვლევები, რომლებიც შეაფასებდა მეორე რიგის უსაფრთხო თერაპიას პენიცილინის მიმართ ალერგიულ ორსულებში. პენიცილინის ალტერნატივები შეიძლება გამოვიყენოთ, თუმცა არსებობს ნაყოფის დაზიანების რისკი. გაიარეთ კონსულტაცია ინფექციური დაავადებების სპეციალისტთან.

ყოველ შემთხვევას უნდა მივუდგეთ ინდივიდუალურად.

მკურნალობის კურსი: ბაქტერიემიის თერაპიის ხანგრძლივობა უმეტესად 14 დღეს შეადგენს. თავის ტვინის აბსცესის სამკურნალო კურსი სულ მცირე 6-კვირიანია.[48][49]​ მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ენდოკარდიტის შემთხვევაში 4-6 კვირაა.[50] იმუნოკომპრომისულ პირებში მკურნალობის ხანგრძლივობა ვარიაბელურია და დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე.

თავის ტვინის აბსცესისა და ენდოკარდიტის შემთხვევაში რეკომენდებულია ქირურგ-სპეციალისტის კონსულტაცია.

სისხლის განმეორებითი კულტივირება შეიძლება საჭირო გახდეს ინფექციის ალაგების დასადასტურებლად ბაქტერიემიისა და ენდოკარდიტის შემთხვევაში. თავის ტვინის განმეორებითი ვიზუალიზაცია ასევე შეიძლება საჭირო იყოს თავის ტვინის აბსცესის მკურნალობის შედეგის საკონტროლოდ.

პირველადი პარამეტრები

ტრიმეთოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი: ≥2 თვის ასაკის ბავშვები: დოზის შესახებ მიმართეთ სპეციალისტს; ზრდასრულები: 10-20 მგ/კგ/დღე ინტრავენურად, დაყოფილი დოზებით, ყოველ 6-12 საათში ერთხელ

მეტი

ან

მეროპენემი: ≥3 თვის ასაკის ბავშვები: დოზირების საკითხზე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; მოზრდილები: 500 მგ ინტრავენურად, ყოველ 8 საათში

მენინგიტი/მენინგოენცეფალიტი

Back
1-ლი რიგის – 

ამპიცილინი ან ამოქსიცილინი

ბრიტანეთის ინფექციური დაავადებების ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ინტრავენურ ამპიცილინს ან ამოქსიცილინს, როგორც პირველი რიგის თერაპიას.[54]

პენიცილინები, საზოგადოდ, უსაფრთხოდ ითვლება ორსულებში.

თითოეულ პაციენტის მკურნალობაში მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური. რეკომენდებულია კონსულტაცია სპეციალისტ- ინფექციონისტთან.

რეკომენდებულია ექსპერტის კონსულტაცია სისტემური ავადმყოფობის მქონე ორსულების შემთხვევაში.

მკურნალობის კურსი: 21 დღე.

პირველადი პარამეტრები

ამპიცილინიამპიცილინი: ბავშვები: დოზირების საკითხზე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; მოზრდილები: 2 გ ინტრავენურად, ყოველ 4 საათში.

ან

ამოქსიცილინი: ბავშვები: დოზირების საკითხზე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; მოზრდილები: 2 გ ინტრავენურად, ყოველ 4 საათში

Back
განიხილე – 

გენტამიცინი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ამპიცილინთან ან ამოქსიცილინთან ერთად გენტამიცინის გამოყენება გასათვალისწინებელია L monocytogenes-ით გამოწვეული მენინგიტის დროს.[44] უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით, რადგანაც მისი გამოყენება დაკავშირებულია თირკმლის უკმარისობასთან (ორი რეტროსპექტული კვლევის მიხედვით).[44]

ამინოგლიკოზიდები არ უნდა დავნიშნოთ ორსულებში გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, როცა რისკს სარგებელი აჭარბებს. ამ შემთხვევაში გენტამიცინის გამოყენება დასაშვებია რადგანაც სმენისა და ვესტიბულური ნერვის დაზიანების ალბათობა უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ამინოგლიკოზიდების შემთხვევაში. გენტამიცინი ორსულობის დროს იშვიათად გამოიყენება. აუცილებელია კონსულტაცია ინფექციონისტთან.

თითოეულ პაციენტის მკურნალობაში მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური. რეკომენდებულია კონსულტაცია სპეციალისტ- ინფექციონისტთან.

რეკომენდებულია ექსპერტის კონსულტაცია სისტემური ავადმყოფობის მქონე ორსულების შემთხვევაში.

მკურნალობის კურსი: 21 დღე.

პირველადი პარამეტრები

გენტამიცინი: ბავშვები: დოზის შესახებ კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან; მოზრდილები: 5-7 მგ/კგ ინტრავენურად, ყოველ 24 საათში ერთხელ

Back
მე-2 რიგის – 

ტრიმეთოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი

თუ პაციენტი ალერგიულია პენიცილინის მიმართ, რეკომენდებულია ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი.[54]

ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი ალტერნატივას წარმოადგენს პენიცილინის მიმართ ალერგიის ან აუტანლობის მქონე პაციენტებში, თუმცა თავი უნდა ავარიდოთ პირველ ტრიმესტრში ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმზე გავლენის გამო.[2][22]

თითოეულ პაციენტის მკურნალობაში მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური. რეკომენდებულია კონსულტაცია სპეციალისტ- ინფექციონისტთან. რეკომენდებულია ექსპერტის კონსულტაცია სისტემური ავადმყოფობის მქონე ორსულების შემთხვევაში.

მკურნალობის კურსი: 21 დღე.

პირველადი პარამეტრები

ტრიმეთოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი: ≥2 თვის ასაკის ბავშვები: დოზის შესახებ მიმართეთ სპეციალისტს; ზრდასრულები: 10-20 მგ/კგ/დღე ინტრავენურად, დაყოფილი დოზებით, ყოველ 6-12 საათში ერთხელ

მეტი
back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას