ზოგადად, მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებში პროგნოზი საიმედოა; თუმცა, მძიმე დაავადების მქონე პაციენტებს ცუდი პროგნოზი აქვთ. პროგნოზი იცვლება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, როგორიცაა პაციენტის იმუნოლოგიური სტატუსი და ასაკი. ცუდ გამოსავალთან დაკავშირებული რისკფაქტორები მოიცავს ჰიპოტენზიას, ოლიგურიას, სიყვითლეს, ჰიპერკალიემიას და გულმკერდის პათოლოგიურ ხმიანობებს; ყველა წარმოდგენილია საწყისი შეფასებისას.[86]Doudier B, Garcia S, Quennee V, et al. Prognostic factors associated with severe leptospirosis. Clin Microbiol Infect. 2006 Apr;12(4):299-300.
https://www.clinicalmicrobiologyandinfection.com/article/S1198-743X(14)61595-0/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16524404?tool=bestpractice.com
[87]Panaphut T, Domrongkitchaiporn S, Thinkamrop B. Prognostic factors of death in leptospirosis: a prospective cohort study in Khon Kaen, Thailand. Int J Infect Dis. 2002 Mar;6(1):52-9.
https://www.ijidonline.com/article/S1201-9712(02)90137-2/pdf
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12044303?tool=bestpractice.com
[88]Abela-Ridder B, Sikkema R, Hartskeerl RA. Estimating the burden of human leptospirosis. Int J Antimicrob Agents. 2010 Nov;36 Suppl 1:S5-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20688484?tool=bestpractice.com
შემთხვევები, როდესაც გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე ფიქსირდებოდა კვანძები საჰაერო სივრცეში, დაკავშირებული იყო მძიმე ლეპტოსპიროზთან.[68]Chawalparit O, Charoensak A, Niwattayakul K, et al. Radiographic chest findings and clinical correlations in leptospirosis. J Med Assoc Thai. 2007 May;90(5):918-24.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17596046?tool=bestpractice.com
ერთ-ერთი კვლევის თანახმად გამოვლინდა ორი ფაქტორი, რომელიც დამოუკიდებლად პროგნოზირებს მძიმე ლეპტოსპიროზის განვითარებას: კლინიკური სიყვითლე და გულის დაზიანება, რომელიც ვლინდება კლინიკურად ან ეკგ-ზე.[89]Abgueguen P, Delbos V, Blanvillain J, et al. Clinical aspects and prognostic factors of leptospirosis in adults. Retrospective study in France. J Infect. 2008 Sep;57(3):171-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18656263?tool=bestpractice.com
არანამკურნალევი ლეპტოსპიროზის მედიანური სიკვდილობის მაჩვენებელი იყო 2.2% ერთ სისტემატურ მიმოხილვაში, ფართო დიაპაზონით 0%-დან 39.7%-მდე.[73]Taylor AJ, Paris DH, Newton PN. A systematic review of the mortality from untreated leptospirosis. PLoS Negl Trop Dis. 2015;9(6):e0003866.
https://journals.plos.org/plosntds/article?id=10.1371/journal.pntd.0003866
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26110270?tool=bestpractice.com
იმუნური ფაზის დროს სიკვდილიანობა მერყეობს 5%-დან 40%-მდე.[2]Vijayachari P, Sugunan AP, Shriram AN. Leptospirosis: an emerging global, public health problem. J Biosci. 2008 Nov;33(4):557-69.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19208981?tool=bestpractice.com
სიყვითლის გარეშე ლეპტოსპიროზთან დაკავშირებული სიკვდილობა 1%-ზე ნაკლებია, ხოლო სიყვითლით მიმდინარე ლეპტოსპიროზი (ცნობილი, როგორც ვეილის დაავადება), რომელიც მოიცავს სიყვითლეს, ჰემორაგიას და თირკმლის მწვავე უკმარისობას, დაკავშირებულია 5-10%-იან სიკვდილობასთან.[50]Centers for Disease Control and Prevention. CDC Yellow Book 2024: health information for international travel. Section 5: travel-associated infections & diseases - leptospirosis. May 2023 [internet publication].
https://wwwnc.cdc.gov/travel/yellowbook/2020/travel-related-infectious-diseases/leptospirosis
ფილტვის სიხლდენით მიმდინარე მძიმე ლეპტოსპიროზის სიკვდილობის მაჩვენებელი არის >50%.[50]Centers for Disease Control and Prevention. CDC Yellow Book 2024: health information for international travel. Section 5: travel-associated infections & diseases - leptospirosis. May 2023 [internet publication].
https://wwwnc.cdc.gov/travel/yellowbook/2020/travel-related-infectious-diseases/leptospirosis
სიკვდილი შეიძლება მოხდეს კარდიული არითმიების, გულის უკმარისობის, ან თირკმელზედა ჯირკვლის ჰემორაგიის შემდგომ.
მძიმე დაავადების რისკის ქვეშ მყოფი პოპულაციები
განსაკუთრებით აქტუალურია იმის აღნიშვნა, რომ ხანდაზმული ასაკი დაკავშირებულია უფრო მაღალ ავადობასთან და სიკვდილობასთან. სისტემურ მიმოხილვაში, რომელმაც შეაფასა არანამკურნალევი ლეპტოსპიროზის სიკვდილობა, 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს ჰქონდათ სიკვდილობის მაჩვენებელი 60%.[73]Taylor AJ, Paris DH, Newton PN. A systematic review of the mortality from untreated leptospirosis. PLoS Negl Trop Dis. 2015;9(6):e0003866.
https://journals.plos.org/plosntds/article?id=10.1371/journal.pntd.0003866
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26110270?tool=bestpractice.com
ვეილის დაავადების მქონე ხანდაზმულ პაციენტებს უფრო მაღალი სიკვდილობა აღენიშნებათ.[5]World Health Organization. Human leptospirosis: guidance for diagnosis, surveillance and control. Geneva: World Health Organization; 2003.
https://apps.who.int/iris/handle/10665/42667
ორსულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული გამოსავალი.[54]Selvarajah S, Ran S, Roberts NW, et al. Leptospirosis in pregnancy: a systematic review. PLoS Negl Trop Dis. 2021 Sep;15(9):e0009747.
https://journals.plos.org/plosntds/article?id=10.1371/journal.pntd.0009747
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34520461?tool=bestpractice.com
ნაყოფს შეუძლია ინფექცია შეიძინოს მწვავე/საწყის ფაზაში პლაცენტური გადაცემის გზით; ასეთი კლინიკური სურათი შეიძლება გახდეს ნაყოფის სიკვდილის მიზეზი. ბაქტერიემიის არარსებობისას ნაყოფი და დედა შეიძლება იყვნენ ავადობის და სიკვდილობის რისკის ქვეშ, თუ დედა განიცდის ინფექციის მძიმე გართულებებს, როგორიცაა მაღალი ცხელება და ჰემოდინამიკური დარღვევები.[55]Puliyath G, Singh S. Leptospirosis in pregnancy. Eur J Clin Microbiol Infect Dis. 2012 Oct;31(10):2491-6.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22549729?tool=bestpractice.com
ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ სპონტანური აბორტი, თუ ლეპტოსპიროზი ხდება ორსულობის ადრეულ თვეებში.[11]Shaked Y, Shpilberg O, Samra D, et al. Leptospirosis in pregnancy and its effect on the fetus: case report and review. Clin Infect Dis. 1993 Aug;17(2):241-3.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8399874?tool=bestpractice.com
რეციდივები
ლეპტოსპიროზისგან გამოჯამრთელების შემდეგ პაციენტები შეიძლება გახდნენ იმუნურები იმავე სეროვარიანტით ან შტამით ხელახალი დაიფიცირების მიმართ. მიიჩნევა, რომ სეროვარის სპეციფიკური ანტისხეულები დამცავია, თუ მათი კონცენტრაცია მაღალია.[5]World Health Organization. Human leptospirosis: guidance for diagnosis, surveillance and control. Geneva: World Health Organization; 2003.
https://apps.who.int/iris/handle/10665/42667
ქრონიკული ლეპტოსპიროზი (თირკმლის გართულებები)
შეზღუდული მონაცემების თანახმად შეიძლება არსებობდეს კავშირი ლეპტოსპიროზსა და თირკმელების ქრონიკულ დაავადებას შორის, მაგრამ საჭიროა უფრო ფართო კვლევები იმის დასადასტურებლად, არის თუ არა ლეპტოსპიროზი თირკმელების ქრონიკული დაავადების რისკის ფაქტორი.[90]Carrillo-Larco RM, Altez-Fernandez C, Acevedo-Rodriguez JG, et al. Leptospirosis as a risk factor for chronic kidney disease: a systematic review of observational studies. PLoS Negl Trop Dis. 2019 May;13(5):e0007458.
https://journals.plos.org/plosntds/article?id=10.1371/journal.pntd.0007458
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31120876?tool=bestpractice.com