ლეპტოსპიროზის ეფექტური მართვა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიისა და შესაბამისი დამხმარე თერაპიის კომბინაციას. ლეპტოსპიროზის შემთხვევების იდენტიფიცირება და მკურნალობის დაუყოვნებელი დაწყება უმნიშვნელოვანესია, რადგან სისტემატური მიმოხილვის ფარგლებში, რომელიც აფასებდა არანამკურნალევი ლეპტოსპიროზის სიკვდილობას, აღმოჩნდა საშუალო სიკვდილობა 2.2%, ფართო დიაპაზონით 0%-დან 39.7%-მდე.[73]Taylor AJ, Paris DH, Newton PN. A systematic review of the mortality from untreated leptospirosis. PLoS Negl Trop Dis. 2015;9(6):e0003866.
https://journals.plos.org/plosntds/article?id=10.1371/journal.pntd.0003866
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26110270?tool=bestpractice.com
სიკვდილობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო სიყვითლის მქონე პაციენტებში (19.1%), თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (12.1%) და 60 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში (60%).[73]Taylor AJ, Paris DH, Newton PN. A systematic review of the mortality from untreated leptospirosis. PLoS Negl Trop Dis. 2015;9(6):e0003866.
https://journals.plos.org/plosntds/article?id=10.1371/journal.pntd.0003866
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26110270?tool=bestpractice.com
ანტიბიოტიკებით მკურნალობა
ზოგადად, მიღებულია, რომ ანტიბიოტიკოთერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, სასურველია, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ პირველი 5 დღის განმავლობაში.
ლეპტოსპიროზის მართვისთვის ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული რეკომენდაციები უზრუნველყოფილია დაავადების პრეზენტაციის შესაბამისად. სასურველი ანტიბიოტიკური საშუალებები მოიცავს პერორალურ დოქსიციკლინს ზომიერი დაავადებისთვის და ინტრავენურ ბენზილპენიცილინს მძიმე შემთხვევების მართვისთვის.[50]Centers for Disease Control and Prevention. CDC Yellow Book 2024: health information for international travel. Section 5: travel-associated infections & diseases - leptospirosis. May 2023 [internet publication].
https://wwwnc.cdc.gov/travel/yellowbook/2020/travel-related-infectious-diseases/leptospirosis
[74]Griffith ME, Hospenthal DR, Murray CK. Antimicrobial therapy of leptospirosis. Curr Opin Infect Dis. 2006 Dec;19(6):533-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17075327?tool=bestpractice.com
[75]Tullu MK, Karande S. Leptospirosis in children: a review for family physicians. Indian J Med Sci. 2009 Aug;63(8):368-78.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19770531?tool=bestpractice.com
უნდა განხორციელდეს პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი არასასურველ რეაქციებზე, იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქციის ჩათვლით, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.[76]Guerrier G, D'Ortenzio E. The Jarisch-Herxheimer reaction in leptospirosis: a systematic review. PLoS One. 2013;8(3):e59266.
https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0059266
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23555644?tool=bestpractice.com
ახალ კალედონიაში 262 პაციენტის ერთმა რეტროსპექტულმა კვლევამ აჩვენა, რომ რეაქცია განვითარდა ნამკურნალები პაციენტების 21%-ში.[77]Guerrier G, Lefèvre P, Chouvin C, et al. Jarisch-Herxheimer reaction among patients with leptospirosis: incidence and risk factors. Am J Trop Med Hyg. 2017 Apr;96(4):791-4.
https://www.ajtmh.org/view/journals/tpmd/96/4/article-p791.xml
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28115662?tool=bestpractice.com
მსუბუქი დაავადება
მსუბუქი ლეპტოსპიროზის მქონე ზრდასრულებსა და ბავშვებში რეკომენდებული პერორალური ანტიბიოტიკია დოქსიციკლინი (არ არის რეკომენდებული 8 წლამდე ბავშვებში), ხოლო ალტერნატიული პირველი რიგის საშუალებებია ამპიცილინი, აზითრომიცინი, ამოქსიცილინი.[50]Centers for Disease Control and Prevention. CDC Yellow Book 2024: health information for international travel. Section 5: travel-associated infections & diseases - leptospirosis. May 2023 [internet publication].
https://wwwnc.cdc.gov/travel/yellowbook/2020/travel-related-infectious-diseases/leptospirosis
მკურნალობის კურსია 7 დღე (გარდა აზითრომიცინისა, რომლისთვისაც მკურნალობის კურსი 3 დღეა მოზრდილებში და არ არის დადგენილი ბავშვებში).
ზომიერიდან მძიმემდე ფორმის დაავადება
მოზრდილებსა და ბავშვებში ლეპტოსპიროზის ზომიერიდან მძიმემდე ფორმის მკურნალობა ხდება ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიით. ბენზილპენიცილინი რეკომენდებულია, როგორც პირველი რიგის მკურნალობა, ალტერნატიული აგენტებია ცეფოტაქსიმი ან ცეფტრიაქსონი.[50]Centers for Disease Control and Prevention. CDC Yellow Book 2024: health information for international travel. Section 5: travel-associated infections & diseases - leptospirosis. May 2023 [internet publication].
https://wwwnc.cdc.gov/travel/yellowbook/2020/travel-related-infectious-diseases/leptospirosis
[57]Centers for Disease Control and Prevention. Leptospirosis: fact sheet for clinicians. Jan 2018 [internet publication].
https://www.cdc.gov/leptospirosis/pdf/fs-leptospirosis-clinicians-eng-508.pdf
[74]Griffith ME, Hospenthal DR, Murray CK. Antimicrobial therapy of leptospirosis. Curr Opin Infect Dis. 2006 Dec;19(6):533-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17075327?tool=bestpractice.com
[75]Tullu MK, Karande S. Leptospirosis in children: a review for family physicians. Indian J Med Sci. 2009 Aug;63(8):368-78.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19770531?tool=bestpractice.com
ცეფტრიაქსონმა და ცეფოტაქსიმმა აჩვენა ეკვივალენტური კლინიკური ეფექტურობა ბენზილპენცილინთან შედარებით მძიმე ლეპტოსპიროზის მართვისთვის.[74]Griffith ME, Hospenthal DR, Murray CK. Antimicrobial therapy of leptospirosis. Curr Opin Infect Dis. 2006 Dec;19(6):533-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17075327?tool=bestpractice.com
[78]Suputtamongkol Y, Niwattayakul K, Suttinont C, et al. An open, randomized, controlled trial of penicillin, doxycycline, and cefotaxime for patients with severe leptospirosis. Clin Infect Dis. 2004 Nov 15;39(10):1417-24.
https://academic.oup.com/cid/article/39/10/1417/456245
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15546074?tool=bestpractice.com
[79]Panaphut T, Domrongkitchaiporn S, Vibhaqool A, et al. Ceftriaxone compared with sodium penicillin g for treatment of severe leptospirosis. Clin Infect Dis. 2003 Jun 15;36(12):1507-13.
https://academic.oup.com/cid/article/36/12/1507/297044
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12802748?tool=bestpractice.com
პენიცილინზე და/ან ცეფალოსპორინზე ალერგიის მქონე მოზრდილებს უნდა უმკურნალონ აზითრომიცინით (არ არის რეკომენდებული 16 წლამდე) ან დოქსიციკლინით. ასეთი ალერგიის მქონე ბავშვებს უნდა უმკურნალონ დოქსიციკლინით.[75]Tullu MK, Karande S. Leptospirosis in children: a review for family physicians. Indian J Med Sci. 2009 Aug;63(8):368-78.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19770531?tool=bestpractice.com
დოქსიციკლინმა და ტეტრაციკლინის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს კბილის შეფერილობის მუდმივი შეცვლა ან მინანქრის ჰიპოპლაზია და არ არის რეკომენდებული 8 წლის ან ნაკლები ასაკის ბავშვებში. თუმცა, მათი გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში შეიძლება განიხილებოდეს ინდივიდუალურად მძიმე ლეპტოსპიროზის შემთხვევებში, როდესაც ექიმმა უნდა შეაფასოს ასეთი მკურნალობის სარგებელი და რისკები. ერითრომიცინი ალტერნატივას წარმოადგენს და შეიძლება მისცენ 8 წლამდე ასაკის ბავშვებს. ინტრავენური თერაპია რეკომენდებულია 7 დღის განმავლობაში.
დამხმარე თერაპია
ლეპტოსპიროზის მქონე პაციენტებში საჭირო მხარდამჭერი ღონისძიებების ტიპები და ხარისხი ძალიან განსხვავებულია და ინდივიდუალურად ფასდება ორგანოების ჩართულობის მიხედვით.
მძიმე დაავადება დაკავშირებულია იმუნურ ფაზასთან და შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის უკმარისობით, ღვიძლის უკმარისობით და/ან ფილტვის ჰემორაგიებით (ვეილის სინდრომი). ამ ფაზაში სხვა კლინიკური სურათი მოიცავს ასეპტიკურ მენინგიტს და პანკრეატიტს. ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს კარდიული არითმიების, გულის უკმარისობის, ან თირკმელზედა ჯირკვლის ჰემორაგიის შემდგომ, შესაბამისად, საჭიროა გულის მუდმივი მონიტორინგი და მხარდაჭერა, საჭიროებისამებრ.
საბოლოო ჯამში, საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ცვლილებებზე, რომლებიც მიუთითებს მოცულობის შემცირებაზე და ჰემორაგიაზე. ექიმებმა უნდა აღადგინონ კოაგულოპათიური და ელექტროლიტური დარღვევები და უზრუნველყონ ადეკვატური ჰიდრატაცია.
ფილტვის ჩართულობის მქონე პაციენტებს, ჰემორაგიით ან მის გარეშე, შეიძლება დასჭირდეთ მექანიკური ვენტილაცია. მეთილპრედნიზოლონის ინტრავენური გამოყენება წარმატებული აღმოჩნდა ფილტვის ლეპტოსპიროზის მქონე პაციენტებში, მაგრამ ერთმა სისტემატურმა მიმოხილვამ აღმოაჩინა შეზღუდული მტკიცებულება აღნიშნულის მხარდასაჭერად; საჭიროა შემდგომი კვლევები, რათა დადგინდეს, მიეცეს თუ არა კორტიკოსტეროიდები რუტინულად მძიმე ლეპტოსპიროზის და ფილტვების ჩართულობის მქონე პაციენტებს.[80]Sheony VV, Nagar VS, Chowdhury AA, et al. Pulmonary leptospirosis: an excellent response to bolus methylprednisolone. Postgrad Med J. 2006 Sep;82(971):602-6.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16954459?tool=bestpractice.com
[81]Rodrigo C, Lakshitha de Silva N, Goonaratne R, et al. High dose corticosteroids in severe leptospirosis: a systematic review. Trans R Soc Trop Med Hyg. 2014 Dec;108(12):743-50.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25266477?tool=bestpractice.com
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ მწვავე დიალიზი მძიმე დაავადებისას, სითხით გადატვირთვის, აციდოზის და ჰიპერკალიემიის სიმპტომების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღება საჭიროა ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს, ჩვეულებრივ, მხოლოდ ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია და დამხმარე მოვლა სჭირდებათ.
გულის მონიტორინგი რეკომენდებულია კარდიალური გაღიზიანებადობის მეორეულად განვითარებული არითმიების დროულად გამოსავლენად. არითმიები უნდა იმართებოდეს აღიარებული გაიდლაინების მიხედვით, როგორიცაა ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის (ACC), ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) გაიდლაინები.
ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები
დოქსიციკლინით ქიმიოპრობილაქტიკა გამოყენებულია სამხედრო პერსონალისთვის ცნობილი ადრე არსებული ექსპოზიციის გარეშე. მოლაშქრეებმა, ბაიკერებმა და აქტიურმა მოგზაურებმა შეიძლება მხედველობაში მიიღონ დოქსიციკლინით პროფილაქტიკა განვითარებად ქვეყნებში ლეპტოსპიროზის მაღალი რისკის გამო.[46]Cobelens FG, van Deutekom H, Draayer-Jansen IW, et al. Association of tuberculin sensitivity in Dutch adults with history of travel to areas of with a high incidence of tuberculosis. Clin Infect Dis. 2001 Aug 1;33(3):300-4.
https://academic.oup.com/cid/article/33/3/300/276961
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11438893?tool=bestpractice.com
ექსპოზიციის რისკის ქვეშ მყოფი სხვა ადამიანები არიან ისინი, ვინც მოგზაურობს მაღალი რისკის ზონებში სტიქიური უბედურებების შემდეგ, როგორიცაა წყალდიდობა ან ციკლონი ან მაღალი რისკის სეზონების დროს და წყლის სპორტის სახეობებშში მონაწილე სპორტსმენები.[29]Morgan J, Bornstein SL, Karpati AM, et al. Outbreak of leptospirosis among triathlon participants in community residents in Springfield, Illinois, 1998. Clin Infect Dis. 2002 Jun 15;34(12):1593-9.
https://academic.oup.com/cid/article/34/12/1593/348795
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12032894?tool=bestpractice.com
[30]Centers for Disease Control and Prevention (CDC). Outbreak of leptospirosis among white-water rafters - Costa Rica, 1996. MMWR Morb Mortal Wkly Rep. 1997 Jun 27;46(25):577-9.
https://www.cdc.gov/mmwr/preview/mmwrhtml/00048052.htm
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9214567?tool=bestpractice.com
[31]Sejvar J, Bancroft E, Winthrop K, et al; Eco-Challenge Investigation Team. Leptospirosis in "Eco-Challenge" athletes, Malaysian Borneo, 2000. Emerg Infect Dis. 2003 Jun;9(6):702-7.
https://wwwnc.cdc.gov/eid/article/9/6/02-0751_article
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12781010?tool=bestpractice.com
[82]Centers for Disease Control and Prevention (CDC). Brief report: Leptospirosis after flooding of a university campus - Hawaii, 2004. MMWR Morb Mortal Wkly Rep. 2006 Feb 10;55(5):125-7.
https://www.cdc.gov/mmwr/preview/mmwrhtml/mm5505a2.htm
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16467778?tool=bestpractice.com
პიკური ინციდენტობა გვხვდება წვიმიან სეზონში ტროპიკულ ზონებში და ზაფხულის ბოლოს ზომიერ რეგიონებში.[1]Levett P. Leptospirosis. In: Mandell, Douglas, and Bennett's principles and practice of infectious diseases. 6th ed. Philadelphia, PA: Churchill Livingstone; 2006:2495-500.[7]Desai S, Van Treeck U, Lierz M, et al. Resurgence of field fever in a temperate country: an epidemic of leptospirosis among seasonal strawberry harvesters in Germany in 2007. Clin Infect Dis. 2009 Mar 15;48(6):691-7.
https://academic.oup.com/cid/article/48/6/691/284295
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19193108?tool=bestpractice.com
დოქსიციკლინით პროფილაქტიკა რეკომენდებულია გარდაუვალი ექსპოზიციის რისკის მქონე ადამიანებისთვის.
მონაცემები მოწმობენ, რომ აზითრომიცინი არის შესაძლო ალტერნატივა პროფილაქტიკისთვის, რადგან თავდაპირველმა კვლევებმა აჩვენა სეროპოზიტიურობის ანალოგიური შემცირება.[47]Alikhani A, Salehifar E, Zameni F, et al. Comparison of azithromycin vs doxycycline prophylaxis in leptospirosis, a randomized double blind placebo-controlled trial. J Infect Dev Ctries. 2018 Nov 30;12(11):991-5.
https://jidc.org/index.php/journal/article/view/32012129/1972
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32012129?tool=bestpractice.com
ობსერვაციულმა კვლევამ დაასკვნა, რომ პერორალური პენიცილინი შეიძლება ეფექტური ქიმიოპროფილაქტიკა იყოს ლეპტოსპიროზის წინააღმდეგ, თუმცა საჭიროა შემდგომი კვლევა.[48]Illangasekera VL, Kularatne SA, Kumarasiri PV, et al. Is oral penicillin an effective chemoprophylaxis against leptospirosis? A placebo controlled field study in the Kandy District, Sri Lanka. Southeast Asian J Trop Med Public Health. 2008 Sep;39(5):882-4.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19058584?tool=bestpractice.com