ეპიდემიოლოგია

ზუსტი შეფასება ენდოსკოპიურ გამოკვლევას მოითხოვს, ვინაიდან პეპტიკური წყლულის სიმპტომები ნაკლებად მგრძნობიარე და არასპეფიციკური ნიშნებია. ლიტერატურის ერთ-ერთმა სისტემურმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ ექიმის მიერ დიაგნოსტირებული პეპტიკური წყლულის წლიური ინციდენტობა არის 0.10% - 0.19% და 1 წლიანი პრევალენტობა 0.12% - 1.50%.[1] კუჭის წყლულის პრევალენტობა მნიშვნელოვნად განსხვავდება მთელს მსოფლიოში; 4.1 % არის შვედეთში და 6.1% ჩინეთში.[2][3]

პეპტიკური წყლულის ინციდენტობა ასაკთან ერთად იზრდება; კუჭის წყლულის სიხშირის პიკი მეხუთე-მეშვიდე დეკადებზე მოდის, ხოლო თორმეტგოჯასი - 10-20 წლით ადრე.[4] დაავადება ორივე სქესის ადამიანებში თანაბარი სიხშირით ვითარდება.

პეპტიკური წყლულის ეპიდემიოლოგია მეტწილად ასახავს ორი ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორის ეპიდემიოლოგიას, Helicobacter pylori-ით ინფექციას და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAIDs) გამოყენებას. განვითარებულ ქვეყნებში, H pylori-ის ინციდენტობა ბოლო 50 წლის განმავლობაში ნელ-ნელა მცირდება, ხოლო ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAIDs) გამოყენების სიხშირე იზრდება. კვლევების უმეტესობა აღნიშნავს, რომ პეპტიური წყლულების გავრცელება დროთა განმავლობაში მცირდება​​[5][6][7][8][9]

ამის მიუხედავად, ისინი პრობლემად რჩებიან განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც ჰელიკობაქტერია პილორის (H pylori) ინფექცია მეტად პრევალენტურია.[10]​ 2019 წლის ლიტერატურის მიმოხილვამ პეპტიური წყლულოვანი დაავადების (PUD) ეპიდემიოლოგიის შესახებ აფრიკაში აღმოაჩინა ჰეტეროგენულობა PUD-ის გავრცელებასა და სიხშირეში კონტინენტზე. თუმცა, მესამეული ცენტრის კვლევების უმეტესობამ აღმოაჩინა PUD-ის უფრო მაღალი გავრცელება აფრიკაში, დასავლეთის ქვეყნების მსგავს კვლევებთან შედარებით.[11]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას