კრიტერიუმები

მწვავე ქოლეცისტიტის სონოგრაფიული კრიტერიუმები[44]

  • პერიქოლეცისტური სითხე

  • გადიდებული ნაღვლის ბუშტი

  • ნაღვლის ბუშტის კედლის გასქელება (სულ მცირე, 4 მმ)

  • ნაღვლოვანი კენჭები

  • მერფის დადებითი სონოგრაფიული ნიშანი

მწვავე ქოლეცისტიტის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები[37]

A. ანთების ლოკალური ნიშნები

  • მერფის ნიშანი

  • წარმონაქმნი/ტკივილი/მომატებული მგრძნობელობა მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში.

B. ანთების სისტემური ნიშნები

  • ცხელება

  • მომატებული C-რეაქტიული ცილა

  • მომატებული ლეიკოციტები.

C. მდგომარეობის დამახასიათებელი რადიოლოგიური ნიშნები:

სავარაუდო დიაგნოზი: ერთი ნიშანი A სექციიდან, დამატებული ერთი ნიშანი B სექციიდან.

დასკვნითი დიაგნოზი: ერთი ნიშანი A სექციიდან, დამატებული ერთი ნიშანი B სექციიდან, დამატებული დამახასიათებელი რადიოლოგიური ნიშნები.

მწვავე ქოლეცისტიტის სიმძიმის შეფასების კრიტერიუმები[37]

მსუბუქი (I ხარისხი)

  • ჯანმრთელი პაციენტი, რომელსაც არ აღინიშნება ორგანოს დისფუნქცია და უვლინდება მსუბუქი ანთებითი ცვლილებები ნაღვლის ბუშტში, რის გამოც ქოლეცისტექტომია უსაფრთხო და დაბალი რისკის შემცველი ქირურგიული პროცედურაა.

ზომიერი (II ხარისხი)

  • დაკავშირებულია ნებისმიერი ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ერთ-ერთთან:

    • მომატებულია ლეიკოციტების რაოდენობა (>18 x 10^9/ლ [>18,000/მიკროლიტრზე])

    • პალპირებადი, მტკივნეული წარმონაქმნი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში

    • ჩივილების ხანგრძლივობა >72 საათზე

    • გამოხატული ლოკალური ანთება (განგრენული ქოლეცისტიტი, პერიქოლეცისტური აბსცესი, ღვიძლის აბსცესი, ნაღვლოვანი პერიტონიტი, ემფიზემური ქოლეცისტიტი).

მძიმე (III ხარისხი)

  • დაკავშირებულია ნებისმიერი ჩამოთვლილი ორგანოების/სისტემების დისფუნქციასთან:

    • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დისფუნქცია (ჰიპოტენზია, რომელიც საჭიროებს მკურნალობას დოპამინით ≥5 მიკროგრამი/კგ წუთში ან ნორადენალინის [ნორეპინეფრინის] ნებისმიერი დოზით)

    • ნევროლოგიური დისფუნქცია (ცნობიერების დონის დაქვეითება)

    • რესპირატორული დისფუნქცია (PaO2/FiO2 თანაფარდობა <300)

    • თირკმლის დისფუნქცია (ოლიგურია, კრეატინინი >176.8 მიკრომოლი/ლ [>2.0 მგ/დლ])

    • ღვიძლის დისფუნქცია (INR >1.5)

    • ჰემატოლოგიური დისფუნქცია (თრომბოციტები <100 x 10^9/L [<100,000/მიკროლიტრზე]).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას