მიდგომა

ზოგადად, როზეოლას მკურნალობის ძირითადი მიმართულება სიმპტომური კონტროლია და მიოცავს სიცხის დამწევებსა და პერორალურ ჰიდრატაციას. საჭიროებისამებრ იყენებენ პარაცეტამოლსა და იბუპროფენს.

იმუნოკომპრომისული პაციენტები

ჰერპესვირუსის ანტივირუსული პრეპარატები, როგორიცაა განციკლოვირი, ვალგანციკლოვირი და ფოსკარნეტი, გამოიყენებოდა ადამიანის ჰერპესვირუსი (HHV)-6 ინფექციის სამკურნალოდ იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში და მძიმე ენცეფალიტის მქონე ჩვილებში; თუმცა, მათი ეფექტურობა არ არის შეფასებული კლინიკურ კვლევებში.[3][5] ეს ანტივირუსული საშუალებები ყველაზე ხშირად გამოიყენება მყარი ორგანოებისა და ჰემატოპოეზის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტანტის მიმღებ პაციენტებში, ადამიანის ჰერპესვირუსი-6-ის რეაქტივაციის შედეგად გამოწვეული ავადობის გამო, მათ შორის ჰეპატიტის, ენცეფალიტის და რეციპიენტ პაციენტში ტრანსპლანტანტის უარყოფის დროს.[22][23]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას