გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
საშუალო

აშშ-ში ჩატარებულ ერთ კვლევაში პირველადი HHV6 ინფექციის მქონე ბავშვების 13%-ს აღენიშნებოდა გულყრები, რომლებიც ზოგჯერ გახანგრძლივებული ან განმეორებითი იყო.[12] გაურკვეველია აღნიშნული გულყრები ფებრილურია, თუ არსებობს ინფექციასთან დაკავშირებული რაიმე სხვა გამომწვევი მიზეზი.

ბავშვობაში პირველად გამოვლენილი ფებრილური გულყრების დაახლოებით 1/3 ასოცირებული HHV-6 პირველად ინფექციასთან.[12][17]

სხვამხრივ ჯანმრთელ ბავშვებში იზოლირებული ფებრილური გულყრების უმრავლესობა არ საჭიროებს მკურნალობას და შემდგომ კვლევას, თუმცა რეკომენდებულია კონსულტაცია პედიატრთან.

გადაუდებელი სამედიცინო შეფასება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა ერთზე მეტი გულყრის ეპიზოდი, ეპიზოდი გაგრძელდა 15 წუთზე მეტხანს ან დამძიმდა რაიმე გამართულებელი ფაქტორით.[25]

გრძელვადიანი
საშუალო

რეაქტივაცია ხშირად ხდება მყარი ორგანოებისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მიმღებებში, ყველაზე ხშირად ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველ თვეში.

ადამიანის ჰერპესვირუსი-6 ასევე ასოცირებულია ენცეფალიტთან და ცენტრალური ნერვული სისტემის შესაბამის დაზიანებასთან იმუნოკომპრომისულ მასპინძლებში.[11][26]

ადამიანის ჰერპესვირუსი-6-ის რეაქტივაციის ყველაზე ხშირი სურათია იმუნოსუპრესიულ პაციენტში უსიმპტომო ან მსუბუქი ფებრილური ავადმყოფობა, ხშირად გამონაყარით.

გრძელვადიანი
საშუალო

HHV-6-ის რეაქტივაცია უფრო ხშირია შორსწასული შიდსის შემთხვევაში. სადავოა, არის თუ არა HHV-6-ით ინფექცია აივ დაავადების პროგრესირების ხელშემწყობი ფაქტორი.[5]

HIV ინფექცია

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას